საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში შეეგება და მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის.
ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, მოგვიანებით კი, დაგეგმილია საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობა.
13.05.14












