ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით საქართველოს უსაფრთხოებაც იზრდება.
როგორც რომპეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს მხარესაა და ქვეყნის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია სწორედ ეს არის.
“ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ძლიერი და სანდრო მეზობელი გეყოლებათ: ევროკავშირი – 500 მილიონი მოქალაქე და 28 წევრი ქვეყანა. ჩვენ წლების წინ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოს დაცვის თვალსაზრისით და ასევე ვაგრძელებთ თქვენი ტერიტორიული მთლიანობს დაცვას – ჟენევის მოლაპარაკებებში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული, საქართველოშია ჩვენი მონიტორინგის მისია. თქვენს მხრეს ვართ და ესაა საუკეთესო გარანტია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, საქართველო მარტო არ გახლავთ. თქვენ გაქვთ მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა რომპეიმ პრესკონფერენციაზე.
14.05.14













