საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით .
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც არიან, მათ შორის, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, შალვა ფიფია და პაატა ზაქარეიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ევროკოლეგიასა და საქართველოს მთავრობის წევრებს შორის.
იგეგმება ევროკავშირის, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმების ხემოწერა.
20.05.14













