პეტრე პოროშენკო ევროკავშირისგან “ცოტაოდენ დროს” ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძირითად ნაწილზე ხელმოსაწერად. ამის შესახებ “უოლ სთრით ჟურნალი” იუწყება.
ამერიკული გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის წამყვან ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც საუბარი ჰქონდათ უკრაინის მომავალ პრეზიდენტთან.
ჩინოვნიკების თქმით, მათ პოროშენკოში ეჭვის ნიშნები არ დაუნახავთ და იმედოვნებენ, რომ ის ამ ხელშეკრულებაზე ხელს უახლოეს ორ თვეში მოაწერს.
პოროშენკოს პრესმდივნის განცხადებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადებს პოროშენკო განიხილავს მომავალ კვირას, პოლონეთში ვიზიტისას, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერებთან.
29.05.14