• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიმდინარე წლის იანვარ–მარტში საქართველოს 3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა იყო

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამმართვბელოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1579 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მარტში 1013 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.

2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან  550 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 97 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი – 453 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 17 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი.  (2012 წლის იანვარ–მარტში – შესაბამისად 27, 20 და 30 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 35 პროცენტი (2012 წლის იანვარ–მარტში – 34 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ–მარტში 717 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ–მარტთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლები).

აქედან ექსპორტმა 299 მლნ. აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა – 418 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (15 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 53 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2012 წლის იანვარ–მარტში – შესაბამისად 32, 45 და 29 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12 პროცენტი (2012 წლის იანვარ–მარტში – 21 პროცენტი). 2013 წლის იანვარ–მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 52 პროცენტით შემცირდა.

2013 წლის იანვარ–მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა.

აქედან 3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია: თურქეთი (306 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (297 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (157 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 140 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 25 პროცენტი.

ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 68 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 12 პროცენტს.

მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 36 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ–მარტში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 174 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 142 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 103 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

24.04.13

ShareTweet

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026

საინტერესო

კრიზისები წყვილთა ურთიერთობაში, როგორ ვიპოვნოთ გამოსავალი?

კრიზისები წყვილთა ურთიერთობაში, როგორ ვიპოვნოთ გამოსავალი?

4 years ago
ქართველმა მეზღვაურებმა სიცოცხლის რისკის მიუხედავად, აფრიკელი მიგრანტები გადაარჩინეს 

ქართველმა მეზღვაურებმა სიცოცხლის რისკის მიუხედავად, აფრიკელი მიგრანტები გადაარჩინეს 

4 years ago
პედოფილს ექვსი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ქირურგიული კასტრაცია ჩაუტარდა: რომელმა ქვეყანამ გამოიტანა პირველად ახალი სასტიკი განაჩენი

პედოფილს ექვსი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ქირურგიული კასტრაცია ჩაუტარდა: რომელმა ქვეყანამ გამოიტანა პირველად ახალი სასტიკი განაჩენი

1 year ago
„ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ…“ – სასწაული, რომელიც ივლიტას ტაძარში ხდება

„ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ…“ – სასწაული, რომელიც ივლიტას ტაძარში ხდება

3 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by