15.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 952 712 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,94%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 15.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 32%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში 47%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისათვის დაფიქსირებულია თბილისში და 23,8% შეადგენს.
თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობა ყველაზე მაღალია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, რაც 26,8%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა ისანში, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 20,7% შეადგენს.
15.06.14