• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარნეულის საარჩევნო უბნებზე გაყალბების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
მარნეულის საარჩევნო უბნებზე გაყალბების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (4)მარნეულის N22 საოლქო კომისიის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტები გახსნილია , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით 13 პირს ბრალი წარედგინა.

მათივე ინფორმაციით, N57-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად გაყალბებას აწარმოებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ვუგარ გოჯაევი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შსს-ს მარნეულის სამმართველოს მიერ გახსნილია 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მარნეულის N22 საოლქო კომისიის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტები. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარედგინა 13 პირს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიის შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული კომისიის წევრთა უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში მუშაობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ზოგიერთ მათგანს გააჩნია საარჩევნო კომისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გამოძიებით დადგენილია, რომ N57 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად გაყალბებას აწარმოებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ვუგარ გოჯაევი.

მათ მიერ არჩევნების გაყალბების მიზნით ბიულეტინების საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი ნათლად ჩანს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოფირზე და არ ჩანს 2014 წლის 16 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიგი უგულავას მიერ გამართულ ბრიფინგზე ნაჩვენებ ვიდეო მასალაში, რომელიც მისი განმარტებით, გადაიღო საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელმა ანა გურგენიძემ.

გამოძიებამ 2014 წლის 18 ივნისს წერილობით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” თავმჯდომარეს და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვა 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მარნეულის N22 საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე განხორციელებული სრული ვიდეოჩანაწერის დედნები, რაც დღემდე არ მოუწოდებიათ.
გამოძიებამ მოიპოვა და ექსპერტიზაზე წარადგინა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ “ვიდეოჩანაწერი წარმოადგენს მონტაჟს და არ წარმოადგენს ერთ მთლიან ნაწილს, სადაც ნათლად ჩანს ციფრული დამუშავების კვალი”.

ასევე ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელი ანა გურგენიძე, რომელმაც განმარტა, რომ იგი პირადად არ ესწრებოდა გაყალბების ფაქტს და მან ჩანაწერი მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდგომ შემთხვევით ნახა, გამოძიებით კი დგინდება, რომ ანა გურგენიძემ არა შემთხვევით ნახა გავრცელებული კადრები, არამედ იგი გაყალბების პროცესში იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და აკვირდებოდა პროცესს. აღნიშნულს მოწმეთა ჩვენებების გარდა ადასტურებს გავრცელებული ვიდეო – ჩანაწერი, კერძოდ ჩანაწერის 2 წუთსა და 45 წამზე ანა გურგენიძე თანამოსაუბრესთან რუსულ ენაზე მკაფიოდ წარმოთქვამს სიტყვებს რომ ის ჟურნალისტია “თავისუფალი ზონიდან”, რომლის მოსმენაც ყველა თქვენგანს დამოუკიდებლად შეუძლია ინტერნეტ სივრცეში და წარმოადგენს დამატებით მტიცებულებას, აღნიშნულ პერიოდში მის საარჩევნო უბანზე ყოფნისას.

სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

20.06.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია

2 years ago

მაია ცქიტიშვილი ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის დირექტორს შეხვდა

11 years ago
„რაც მელიამ დაიწყო თამაშები, მის მიმართ საზოგადოების განწყობები შეიცვალა“- ზაალ ანჯაფარიძე

„რაც მელიამ დაიწყო თამაშები, მის მიმართ საზოგადოების განწყობები შეიცვალა“- ზაალ ანჯაფარიძე

5 years ago

გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია”

10 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by