• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროკავშირის განცხადება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ

12 years ago
in პოლიტიკა
A A
ევროკავშირის განცხადება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

downloadევროკავშირი საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და უკრაინასთან ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი მომენტია თავად ევროკავშირისთვისაც და ამ ქვეყნებისთვისაც. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვნად გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს ხელმომწერებს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გრძელვადიანი პერსპექტივით.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დადებითი ცვლილებები ამ ხელშეკრულების ხელის მოწერისა და განხორციელების შემდეგ ძალიან მალე შეიგრძნობა.

“ასოცირების ხელშეკრულება მიზნად ისახავს გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და სხვა ხელმომწერებს შორის და ეტაპობრივად მოახდინოს მათი ინტეგრირება ევროკავშირის შიდა ბაზართან, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. ამას მოჰყვება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფერო ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი შიდა რეფორმების მხრივ. ამ მხრივ, ევროკავშირი და თითოეული ხელმომწერი ქვეყანა ითანამშრომლებენ შემდეგი საკითხების განხორციელებაში: კანონის უზენაესობის ამაღლება, სასამართლო რეფორმების წარმატება, კორუფციასთან ბრძოლა, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

კონკრეტულად, საქართველოს შესახებ, ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევა, სავაჭრო კავშირები გაუმჯობესდება ევროკავშირისა და საქართველოსთვის. ამასთან, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამატებითი სარგებელი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელებაზე.
“ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ინვესტიციების განხორციელებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც სჭირდება უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია საკუთარი ეკონომიკური ზრდისთვის ხელშესაწყობად. ქართული საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზარი ხელმისაწვდომი იქნება გარდამავალი პერიოდების გარეშე. თუმცა, ისიც მართალია, რომ საქართველოს დამატებითი სარგებელი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელებაზე. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან მნიშვნელოვნად განსხვავდება ეკონომიკური ინტეგრაციის კლასიკური ფორმებისგან, სთავაზობს რა მას არა მხოლოდ გაუმჯობესებულ ვაჭრობასა და ინვესტიციის შესაძლებლობებს, არამედ – დახმარებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეფორმებში იმ მიზნით, რომ წვლილი შეიტანოს ეკონომიკის აღდგენასა და ზრდაში და ხელი შეუწყოს ქართული ეკონომიკის უკეთ ინტეგრაციას მსოფლიო ბაზართან. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეფორმები განხორციელდება, წლიური 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მაგალითად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდება ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტო გადასახადის მოხსნის წყალობით. ასევე, ახალი საბაზრო შესაძლებლობები ევროკავშირში და პროდუქციის უფრო მაღალი სტანდარტები საქართველოში ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას, სტიმულს მისცემს სოფლის მეურნეობის განახლებას და გააუმჯობესებს შრომით პირობებს.

ამასთან, როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, საქართველო ისარგებლებს ახალი სავაჭრო შესაძლებლობებითა და ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობით.

“შეთანხმება საშუალებას აძლევს საქართველოს ეკონომიკას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტულობის თვალსაზრისით და შემდეგ ეტაპობრივად დაიკავოს თავისი ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ევროკავშირ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში, არამედ საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიო სავაჭრო კავშირის მხრივ. ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების გამოყენება ქართველ მომხმარებელს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტით უზრუნველყოფს და საქართველოს უფრო მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად აქცევს. სხვა, შედარებით მგრძნობიარე სექტორები გრძელი, გარდამავალი პერიოდის შემდეგ მიიღებენ სარგებელს, რათა უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკის უმტკივნეულო ადაპტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობას, ამ მხრივ, განცხადების თანახმად, მთავარი სფეროები იქნება: ძირეული რეფორმები: მრავალ მნიშვნელოვან სფეროში რეფორმები შეინიშნება, საჯარო მმართველობის, სამართლის, კანონის დაცვის, ეკონომიკური გაუმჯობესებისა და ზრდის, მომხმარებლის დაცვისა და ისეთი სექტორების მხრივ, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ინდუსტრიული განვითარება, სოციალური განვითარება და დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და კულტურა. ღირებულებები: შეთანხმება მკაფიოდ აკეთებს აქცენტს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებაზე, კარგ მმართველობასა და კარგად ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაზე. ვაჭრობა: ხელშეკრულება ხელმომწერებს სთავაზობს ჩარჩოებს მათი სავაჭრო კავშირების მოდენიზებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. საბაჟო ტარიფებისა და კვოტების წარმატებული მოხსნის საშუალებით ბაზრების გახსნა, კანონების, ნორმებისა და რეგულაციების ჰარმონიაში მოყვანა ვაჭრობასთან დაკავშირებულ მრავალ სფეროში ამას შესაძლებელს გახდის.

“გარდა იმისა, რომ წვლილს შეიტანს სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში, ხელშეკრულება სარგებლობას მოუტანს ევროკავშირის ბიზნესს იმით, რომ ახალი ბაზრები შეიქმნება და მათ უფრო დაცული ბიზნეს გარემოთი უზრუნველყოფს ამ ქვეყნებში ინვესტიციის განხორციელების დროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

24.06.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

24 წლის კაცმა 51 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – დუშეთის მომხდარი მკვლელობის დეტალები

24 წლის კაცმა 51 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – დუშეთის მომხდარი მკვლელობის დეტალები

2 years ago
რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო – ფეხბურთელის განმარტება

რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო – ფეხბურთელის განმარტება

2 years ago
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

3 years ago
ლიზის, რომელსაც კლასელებმა ტორტი არ აჭამეს, მალე ახალი ბინა ექნება

ლიზის, რომელსაც კლასელებმა ტორტი არ აჭამეს, მალე ახალი ბინა ექნება

2 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by