• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალი წარუდგინა

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

6952prokuratura11საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დღეს, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. “ჯაშუშური” ჯგუფი. პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბრის თვეში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს. “ცემისა და წამების დროს, ბაჩანა ახალაიამ ამოიღო თანნაქონი იარაღი, მიაბჯინა სახეზე ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს და დაემუქრა მოკვლით თუ ეს უკანსკნელი არ აღიარებდა დანაშაულს, თან აგინებდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, როდესაც ცემისაგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა დაემუქრა სექსუალური ძალადობით, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო მასზე მოძალადე პირების მოთხოვნას და ეღიარებინა თითქოსდა იგი ჩადიოდა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ. მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით, მეგის ქარდავა, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით, გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, სისტემატიურად ცემდნენ მას პლასტმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის დიდი ზომის საჭრელი მაკრატლით თითებს დააჭრიდნენ და მის თითებს ათავსებდნენ მაკრატლის საჭრელ პირებს შორის. შემდგომ მას ყელზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ ოთხზე ეხოხა შენობის დერეფანში. მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდენ, რომ გიორგი გორელაშვილი არ აღიარებდა არჩადენილ დანაშაულს, იგი როგორც “ჯაშუშობაში” ბრალდებული გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე, აღიარების მიღების მიზნით, ისინი სერგო თეთრაძეს აყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. სერგო თეთრაძემაც, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძლიერი ფიზიკური ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას, რის საფუძველზეც, 2011 წლის 23 სექტემბერს, ბაჩანა ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამაზ სისაურმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორს, მისი ბრალდების საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში. 02.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

ავიაკომპანია AtlasGlobal 26 აპრილიდან თბილისში რეისებს აჩერებს

ავიაკომპანია AtlasGlobal 26 აპრილიდან თბილისში რეისებს აჩერებს

9 years ago
„ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა შვილს მის სახელს დავარქმევდი…“ – ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი

„ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა შვილს მის სახელს დავარქმევდი…“ – ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი

2 years ago
2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი, რაც ახალი რეკორდია

2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი, რაც ახალი რეკორდია

8 years ago
საჩხერეს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

საჩხერეს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

11 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by