• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანი: “რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის”

12 years ago
in პოლიტიკა
A A
თეა წულუკიანი: “რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

6fgh5yh08h65მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში განაცხადა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. საქართველოს სახელმწიფომ ეს დავა გამარჯვებით დაასრულა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორიდნირებულ პოლიტიკას ქართველების წინაარმდეგ, დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასიურად ქვეყნიდან გამოძევებისას და შესაბამისად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხელბი.
რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12 თვიანი ვადა მიეცათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საახელმწიფოთაშორის საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშრდებოდა, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

მოსამართლემ წაიკითხა მხოლოდ დასკვნითი ნაწილი გადაწყვეტილების. სრული ვერსია გამოქვეყნდება სასამართლოს საიტზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შვიდწლიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ღია სხდომაზე გამოაცხადა. სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება მხარეების – საქართველოს და რუსეთის წარმომადგენელების თანდასწრებით გამოაცხადებს.

საქართველოს სახელით გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანიმა ჩაიბარა. აღნიშნული საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. სამინისტროს დელეგაციაში არიან ასევე მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ლევან მესხორაზე. რუსეტის მხრიდან გადაწყვეტილებას რუსეთის იუსტციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ, 2006 წლის შემოდგომაზე, გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას.

რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა.

საქართველოს საჩივარი სტრასბურგში ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შემდეგ მუხლებს: კონვენციის მე-3 (წამების, არადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-4 (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული გარანტიები) მუხლები. საქართველო ითხოვს ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.

2009 წლის 15 დეკემბერს იმ პალატამ, რომელიც საქმეს იხილავდა, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.

2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე გაიმართა მოწმეთა დაკითხვა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში დაიკითხა მხარეთა მიერ წარდგენილი 10-10 მოწმე.
2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. ბოლო სხდომის შემდეგ გაიმართა თათბირი, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ხვალამდე უცნობი რჩება, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

03.07.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ბენ ბერნანკე ოპტიმისტურ მესიჯებს ავრცელებს

12 years ago
„გვინდა, საქართველოში წარმოებული გლემპინგ კოტეჯები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“ – შალვა ბერიძე

„გვინდა, საქართველოში წარმოებული გლემპინგ კოტეჯები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“ – შალვა ბერიძე

3 years ago

გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას ხედვდა

9 years ago
საქართველოს ასტრონომიის კლუბი  – რა კეთდება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის

საქართველოს ასტრონომიის კლუბი – რა კეთდება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის

5 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by