სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადეგნლი ჯეიმს აპატურაი საქართველოს 9 ივლისს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ძირითადი მიზანია ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსაზადებებლი სამუშაოების განხორცილება.
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
საგარეო უწყების ცნობით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.
08.07.14
Discussion about this post