მე მგონი ბევრი შს მინისტრი და სამინისტრო ვერ დაიკვეხნის ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების აღმოჩენას , – ამის შესახებ შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, მხოლოდ რაღაც დონეზე მოგაწვდით ინფორმაციას. ის ნარკოტიკები ავღანური წარმოშობისაა. ავღანეთი, ირანი, აზერბაიჯანი და შემდეგ საქართველოს გავლით უნდა მოხვედრილიყო ევროპაში. ჩემი თანამშრომლების დამსახურებაა, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად გავიდნენ ამ ნარკოტრეფიკში და აქტიურად ვაგრძელებთ კვლავ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს ვინც მუშაობდა, ესაა უპრეცედენტო შემთხვევა. მე მგონი ბევრი შს მინისტრი და სამინისტრო ვერ დაიკვეხნის ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების აღმოჩენას”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება. ამასთან, ალექსანდრე ჭიკაიძე არ აკონკრეტებს საქართველოდან დაკავებული ორი პირის გარდა იყო თუ არა კიდევ სხვა პირი ჩართული ამ საქმეში.
“აქტიურად ვმუშაობთ, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არის პრიორიტეტი და ფაქტი სახეზეა”, – დასძინა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
გასულ კვირას სამართალდამცავებმა 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღეს.
14.07.14