• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვერდის ახალი ბარიტონი საქართველოში დაიბადა!

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
ვერდის ახალი ბარიტონი საქართველოში დაიბადა!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)გოჩა აბულაძის სახელი ქართველი პუბლიკისთვის შესაძლოა ნაკლებად ცნობილია, თუმცა მას დიდი სიყვარულით ხვდება  იტალიელი, გერმანელი და ბრიტანელი მაყურებელი. კომუნალეს თეატრში ჯუზეპე ვერდის ტრავიატაში მთავარი როლის შესრულების შემდეგ ძალიან ცნობილი იტალიური ჟურნალი მასზე წერდა: ”დაიბადა ახალი ვერდის ბარიტონი, მას გოჩა აბულაძე ჰქვია.”

”სევილიელი დალაქის” პრემიერის შემდეგ ცნობილმა ჟურნალმა მისი გამოსვლა ასე შეაფასა: ”რამდენი ფიგარო უნდა ენახა ადმაინს, რომ ბოლოსდაბოლოს შესაძლებლობა ქონოდა, გოჩა აბულაძესათვის მოესმინა.”

ლონდონსი ჩაიკოვსკის ”პიკის ქალის”-დან  ტომსკის  ურთულესი პარტიის შესრულების შემდეგ ლონდონის ერთერთი წამყვანი ჟურნალი წერს: ” მესამე აქტი თავქარიანი ტომსკის ბრწყინვალე შესრულებით დააგვირგვინა ქართველმა გოჩა აბულაძემ, ვისურვებდი, რომ მომავალშიც მქონდეს ამ ენერგიული ქართველი მსახიობის არაერთხელ მოსმენის საშუალება.”მსოფლიოს არაერთი ოპერის სცენაზე გამართულ საერთაშორისო ფესტივალების ფინალში ისმოდა გოჩა აბულაძის სახელი.

”თბილისი თაიმსის” მკითხველი ექსკლუზიურად გაეცნობა გოჩა აბულაძის განვლილ გზას, სამომავლო გეგმებსა და  წარმატების საიდუმლოს.

415579_502855773058105_1737522392_o

როგორც კი ადამიანი თქვენს ბიოგრაფიას გაეცნობა თვალში მოხვდება ის, რომ თქვენ ძალიან სწრაფა დ მიაღწიეთ წარმატებებს, მიიღეთ სათანადო განათლება საქართველოსა თუ უცხოეთში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაქვთ შესრულებული ურთულესი წამყვანი პარტიები, როგორ შეძელით ასეთ მოკლე დროში მიგეღწიათ ამისთვის, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

პირველრიგში მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისთვის! მე და ჩემი ძმა უჩა აბულაძე, რომელიც ასევე არის არაჩვეულებრივი მომღერალი, ქუთაისში გავიზარდეთ, სიმღერა დედამ შეგვაყვარა, რომელიც ძალიან ლამაზი ხმის ტემბრით ულამაზესად მღერის. ქუთაისში ბალანჩივაძის სახელობის ტექნიკუმის დამთავრების შემდგომ ჩავაბარეთ თბილისის კონსერვატორიაში, პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასში, ოთხი უფასო ადგილიდან ორი სწორედ მე და უჩას გვხვდა წილად, რამაც ძალიან დიდი სტიმული მოგვცა მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის მიგვეღწია. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ვიმღერეთ 25 სპექტაკლი საოპერო სტუდიის სცენაზე და მქონდა ასევე ბედნიერება ორი წელი მემუშავა ისეთ დიდ პიანისტთან როგორიცაა ვაჟა  ჩაჩავა, ვისთან ერთადაც ხუთი სოლო კონცერტი გავმართე. რაც შეეხება წარმატების ფორმულას და დღევანდელ ჩემს წარმატებებს, 29 წლის ასაკში შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი სიყვარულის შედეგი საქმისადმი, დაიღალვი შრომა, რომელსაც ასევე სიყვარული ახლავს და უფლის ნაჩუქარი ხმა და ნიჭი რის გარეშეც უძლურია ყველა ადამიანი, იმედით სიცოცხლე და კარგზე ფიქრი, რომელსაც უზღვავი ენერგია მოაქვს, აი ეს არის ყველაფერი რამას დღემდე მომიყვანა.

ქართველი მკითხველს არც ისე დიდი ინფორმაცია აქვს თქვენს შესახებ, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი კარიერული ნაბიჯების შესახებ.კონსერვატორიის შემდეგ როგორ მოხვდით ოზიმოს აკადემიაში, შემდეგ კი ისეთი ქვეყნების საოპერო სცენებზე როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია და ავსტრია?

unnamed

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ჩვენი დიდი სურვილი იყო სწავლა იტალიაში გაგვეგრძელებინა, რისთვისაც საჭირო  იყო თანხები, ამ ჩვენს ნაბიჯს შეეწირა ჩვენი ბინა ქუთაისში, სდაც გავიზარდეთ, თუმცა ერთი წუთითაც არ დაფიქრებულან ჩემი მშობლები და ასე აღმოვჩნდით ქალაქ ოსიმოს ძალიან ცნობილ აკადემიაში, სადაც ჩავირიცხეთ გამოცდების შედეგად. მე გამიმართლა და ჩასვლიდან სამ თვეში გავიმარჯვე ქალაქ ფერერას საერთაშორისო კონკურსში, სადაც მომცეს საშუალება მემღერა კომუნალეს უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრში, რასაც მოყვა ჩემი პირველი აღიარება ევროპაში. სპექტაკლის მეორე დღეს ერთერთი ცნობილი ჟურნალის პირველ გვერდძე დაიბეჭდა სტატია სათაურით: დაიბადა ვერდის ახალი ბარიტონი, მას ქვია გოჩა აბულაძე” ამ სპექტაკლის შემდეგ შემეხმიანა რამდენიმე სააგენტო და გავაკეთე არჩევანი ერთზე, რომელიც ძალიან გავლენიანი და სახელოვანია მსოფლიოში. მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იტალიაში იყო, ჩემი დებიუტი ვერონას საოცარ კომუნალეს თეატრში ჯამბაზების სიმღერა, სადაც უშუალოდ ფრანკო ზეფირელთან მოგვიხდა მუშაობა 15 დღის განმავლობაში. ეს მართლაც  დაუვიწყარი და დაუჯერებელი ზღაპარი იყო, რომელიც 26 წლის ასაკში ამიხდა.  იტალიაში ცხოვრების პერიოდში მონაწილეობა მივიღე 12 საერთაშორისო კონკურსში და ვიყავი ყოველთვის ფინალში, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო “ტიტო სკიპას” საერთაშორისო კონკურსი სადაც 500 კაციდან 9 იტალიელი და ერთი ქართველი გავედით ფინალში, სადაც ასევე ლაურიანტი გავხდი. ამის შემდეგ მუშაობა მომიწია ისეთ დიდი დირიჟორთან, როგორიც არის გუსტავ კუნი ავსტრიაში, შემდეგი ეტაპი იყო მონტიპლიერი და ვერსალის თეატრი პარიზში, სადაც დონ ჯოვანიში შევასრულე მაზეტოს პარტია. დღესდღეობით კი დავმკვიდრდი გერმანიაში, ვარ მაგდენბურგის თეატრის სოლისტი, სადაც უკვე მოვასწარი სამი პრემიერა და ძალიან წარმატებული სეზონის ჩატარება, რამდენიმე დღეა რაც ჩამოვედი ლონდონიდან, სადაც ვიმღრე ჩაიკოვსკის პიკის ქალში ტომსკის წამყვანი პარტია. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისშიც ძალიან დიდი სიყვარულით და ოვაციით მიმიღო იქაურმა პუბლიკამ, დირიჟორი იყო ჯანლუკა მარჩიანო, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი ამ ურთულესი ოპერის დირიჟორობას და მოხარული ვარ, რომ პირველად მასთან სწორედ ლონდონში მომიწია მუშაობა.

unnamed (1)ძალიან ცნობილი ბრძანდებით უცხოეთში, იტალიური ჟურნალ-გაზაეთები წერენ თქვენზე, მაგრამ საქართველოში არც ისე ბერვი იცნობს თქვენს შემოქმედებას, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? კულტურის სამინისტროდან ხომ არ ყოფილა შეთავაზება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით?

საქართველოში დაბრუნება და აქ ყოფნა ალბათ ყველა ქართველი მომღრლის და ხელოვანის ოცნებაა, თუმცა აქაური პირობები ამის საშუალებას ბევრს არ აძლევს. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე გამოსწორდება მდგომარეობა და მომღერალი საქართველოში იგრძნობს თავს მომღერლად.

თქვენი გადმოსახედიდან რა მდგომარეობაშია ქართული საოპერო კულტურა? რა უნდა გაკეთდეს მის პოპულარიზაციისთვის?

არის ცვლილებები ოპერის თეატრში და მიხარია, რომ იდგმება სწორი ნაბიჯები ამ მხრივ ბატონ დავით კინწურაშვილის მეთაურებით. საქართველოში გვყავს უნიჭიერესი მომღერლები, ძალიან ძლიერი ორკესტრი, ვფიქრობ, რომ იმსახურებს თბილისის ოპერის თეატრი იყოს მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო, რისი ხილვაც, მე პირადად ძალიან დიდ ბედნიერებას მომგვრის. რაც შეეხება ინფორმაციას, უცხოეთში ყველა სპექტაკლის შემდეგ იწერება რამდენიმე ჟურბაკშუ რეცენზიები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. საქართველოში სამწუხაროდ ბევრი ღირსშესანიშნავი მოვლენა არ შუქდება.

16039_105091712834515_201653_n

გარემო, რომელშიც იზრდებოდით, ტრადიციული ოჯახი გყავდათ?

ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც უდიდესი სიყვარულით იყო მუდამ გაჟღეთილი. სიყვარული სტუმრისადმი, სიყვარული ხელოვნებისადმი, სიყვარული მეგობრისადმი, სიყვარული უფლისადმი. აი ასეთ ოჯახში გავიზარდეთ მე და ჩემი ძმა, რის შემდეგაც სიმღრა ძალიანაც არ გაგვჭირვებია, სულ გვემღერებოდა და ეს დიდ სიამოვნებას გვგვრიდა.

ვინ იქონია გავლენა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?

რა თქმა უნდა პირველრიგში დედამ, რომელმაც ჩამინერგა ბავშვობიდან უზომოდ დიდი სიყვარული ყველაფრისადმი, დედა ჩემთვის სახეა ქართველი მანდილოსნის! რა თამა უნდა ჩემი ძმა, რომელიც ორი წლის უფროსია ჩემზე. უჩა არის ადამიანი, რომელმაც თვით მონსერატ კაბალიე აატირა თავისი სიმღერით, ქალაქ სარაგოსაში, უზომოდ ამაყი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ უჩა შეძლებს თავისი სათქმელის თქმას, მას ჰყავს ულამაზესი ოჯახი და პატარა ანგელოზი ეფემია, რომელიც მჯერა იამაყებს მამის დიდი წარმატებით!

თქვენი ბიოგრაფიიდან ჩანს, სანამ ამხელა წარმატებებს მიაღწევდით დიდი გზა განვლეთ, იყო თუ არა ეს გზა დაბრკოლებებით სავსე?

დაბრკოლებები დღესაც არის და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცუდს ელოდებიან და კარგის დაჯერება არც უნდა, სამწუხაროდ ბევრი შურით აღსავსე ადამიანია, მაგრამ საკეთილდღეოდ არიან არაჩვეულებრივი ადამიანებიც ირგვლივ, ასე, რომ დაბრკოლება მხოლოდ მაძლიერებს და მეხმარება იმაში, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიარო წინ!

1919255_106196119390741_2722031_nრა არის  თქვენი არარეალიზებული ოცნება?

ოცნებები ბევრი მაქვს, მინდა რაც შეიძლება ხშირად იყოს ჩემი ოჯახი ჩემს გვერდით, რასაც ჯერ ვერ ვახერხებ, მინდა ბოლომდე დავრწმუნდე იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია! მინდა ჩემს სოფელში სიმონეთში ერთი პატარა ეკლესია ავაგო და რაგბის მოედანი ავაშენო, რაც ძალიან მიყვარს, სადაც იქაური ბავშვები ივარჯიშებენ, თუ ეს გამომივიდა, ესეიგი შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბედნიერების ზენიტში ვარ.

როგორ ფიქრობთ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამართლებულია?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საშინელებებს აკეთებენ მიზნის მისაღწევად, ჩემთვის ეს მიუღებელია, არსებობს ადამიანური ღირსებები, რომელიც ყველა მიზანზე მაღლა დგას ჩემთვის, მე ვცდილობ ჩემს სულსი ვიყო ძლიერი და მართალი, ვიყო ჩემი თავიით უკმაყოფილო და არ ვეძიო მოკლე გზები წარმატებისთვის, რაც სხვის ჩაგვრას იწვევს ხშირ შემთხვევაში, მირჩევნია ვიარო ძალიან რთული და შორი გზით, ვიდრე სწრაფად ავიდე არასწორი თამაშებით მწვერვალზე, რაც ჩემს სულს დიდ ტკივილს მოუტანს.

რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე?

სიმართლით სიცოცხლე და უშრეტი სიყვარული, რაც დედისგან მერგო გენეტიკურად.

26.07.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In