დედაქალაქის ახალმა მერმა, დავით ნარმანიამ თავისი მოადგილეები წარადგინა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი , თბილისის მერის მოადგილეებად კი – ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.
როგორც დავით ნარმანიამ მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, ყველა მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.
დედაქალაქის მერის რანგში მუშაობას დავით ნარმანია ოფიციალურად დღეს შეუდგა.
02.08.14













