სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას შტაბში გამარჯვებას ზეიმობენ. ИА REGNUM-ის ცნობით, ხაჯიმბამ ხმათა 53% მოიპოვა 67% ბიულეტენის დათვლის შედეგად.
დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ასლან ბჟანია, ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი დე ფაქტო პრემიერი რაულ ხაჯიმბა, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია და დე ფაქტო შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ დზაპშბა იბრძოდნენ.
დე ფაქტო ცსკ წინასწარ შედეგებს 25 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე გამოაქვეყნებს.
25.08.14