• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამარ ბერუჩაშვილის სამუშაო ვიზიტი შვედეთის სამეფოში დაიწყო

12 years ago
კატეგორია: დიპ.დაიჯესტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (8)საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს, რომლის ფარგლებშიც იგი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით 5 სექტემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების არაფორმალური შეხვედრაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანკ ბელფრაგესთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ევროპისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობების აქტუალური თემები და თანამშრომლობის შემდგომი პრიორიტეტები, განსაკუთრებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში.

ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან, რომელზეც განხილულ იქნა ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი. მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობასა და  გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე, ასევე, დაადასტურეს სამივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

4 სექტემბერს, გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების  შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანკ ბელფრაგესთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას და ამ ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის პროგრესულად განვითარების პერსპექტივებს, ევროკავშირში მათი სრული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, აღინიშნა ასოცირების შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესში ევროკავშირისა  და მისი წევრი ქვეყნების სათანადო ტექნიკური და ფინანსური დახმარების აუცილებლობა. ამ კონტექსტში, შვედეთის მხარემ გამოთქვა მზაობა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.

05.09.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა
დიპ.დაიჯესტი

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

09/22/2015
დიპ.დაიჯესტი

გიორგი კვირიკაშვილი: “აშშ-მ საქართველოში მოავლინა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი“

09/17/2015
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
დიპ.დაიჯესტი

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

09/16/2015
დიპ.დაიჯესტი

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

09/06/2015
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
დიპ.დაიჯესტი

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

09/06/2015
დიპ.დაიჯესტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

08/26/2015

საინტერესო

აკო ხარისთვალაშვილი – ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები ქართულ ჟურნალებს ამშვენებს

აკო ხარისთვალაშვილი – ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები ქართულ ჟურნალებს ამშვენებს

10 years ago
ბურჯის ჩავარდნის მიზეზი პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი იყო | გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე

ბურჯის ჩავარდნის მიზეზი პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი იყო | გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე

3 years ago

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ შეხვედრა გაიმართა

10 years ago
Weforum.org: ბრძოლა კოსმოსურ ნარჩენებთან: როგორ ვითარდება კოსმოსური ტექნოლოგიები?

Weforum.org: ბრძოლა კოსმოსურ ნარჩენებთან: როგორ ვითარდება კოსმოსური ტექნოლოგიები?

10 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by