• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “2015 წელს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი ღარიბაშვილი: “2015 წელს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13979_715552981869114_5619432879946013697_n2015 წელს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება. ამის შესახებ პედაგოგებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ 21 სპეციალობაზე უმაღლესი განათლების სწავლა უფასო გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება კონკრეტული დარგების განვითარება, და ვამაყობ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის ძალისხმევით ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს ეძლევათ საუკეთესო საშუალება, უფასოდ მიიღონ განათლება ისეთ სპეციალობებში, რომლებიც მართლაც ძალიან საჭირო და პერსპექტიულია. 2013-2014 წლებში სოლიდური დაფინანსება მიიღეს დოქტორანტმა სტუდენტებმა. ჩემი ინციატივით ჩამოყალიბდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, სადაც მოხდა რესურსების კონსოლიდაცია, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მისცემოდა საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლების ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში 77 სტუდენტის სწავლება უკვე დააფინანსა. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე პროფესიული განათლების მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფომ ასევე სრულად დააფინანსა და ამ სფეროს მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღება მიექცევა.

“ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზნით შექმნილი სტრატეგიის ფარგლებში გამოიკვეთა, გეხებათ თქვენ, პედაგოგებს, პედაგოგიურ განათლებას, პედაგოგიურ პრაქტიკას და შესაბამისად, მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებას. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მხოლოდ მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებისათვის საუკეთესო ცოდნის მიცემა. მხოლოდ პროფესიონალ პედაგოგებს შეუძლიათ ისეთი მომავალი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება მაქსიმალურად რეალიზებული და წარმატებული. ამიტომ, მივესალმები ძალიან დროულ და მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც ორიენტირებულია პედაგოგის მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა ახალ პერსპექტივას შექმნის ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში”, – დასძინა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათი მიზანია მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად აქციონ, როგორც ეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშია.

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მხარდაჭერით, კომპლექსური მიდგომით, თანამიმდევრული ნაბიჯებით მასწავლებლობა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი პროფესია გახდება. პრემიერმა იმედი გამოთქვა ასევე, რომ განათლების სფეროსათვის ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში, მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვებიან.

“საქართველოს მთავრობა ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება და გეგმავს მხარი დაუჭიროს რეფორმას. მასწავლებლის მოტივაციის გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ ამ ინიციატივის ფინანსური ხელშეწყობისთვის. თქვენ იცით, რომ 2012-2013 წლებში პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, გაუმჯობესდა პედაგოგის საშვებულებო პირობები გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება. ნოემბრის თვისთვის გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2016 და 2017 წლებშიც”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ახალი სქემის მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა, დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე, რაც თითოეულ მასწავლებელს გაუზრდის მოტივაციას.

“თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ საქმეს, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გითხრათ. მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში. მჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე თქვენ ძალიან სერიოზულ როლს შეასრულებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

09.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

მიხეილ ჯანელიძე სომხეთს ეწვევა

10 years ago

“წელს, როგორც არასდროს თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს”

11 years ago
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

11 years ago
გიგი უგულავა: “აუცილებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს”

“მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი”

9 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by