• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირების პროგრამა იწყება

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

eka_kardava_da_nino_kobakhidze_5235საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირების პროგრამა იწყება. ათასობით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიაროს.

პროგრამის დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ნინო კობახიძის განმარტებით, სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამაში დარეგისტრირება 15-დან 25 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.  სტუდენტებს  საშუალება ექნებათ, საკუთარი მონაცემები განათავსონ  ელექტრონულ ბაზაში, ვებ-გვერდზე – www. stajireba.gov.ge.

„სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერის ინიციატივის მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ.  საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას“, – აღნიშნა ნინო კობახიძემ.

შემუშავდა სტაჟირების ერთიანი სტანდარტი, რაც  საჯარო სამსახურში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და დასაქმების ხელმისაწვდომობას წაახალისებს.

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,  საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია განათლება და დასაქმება. სტაჟირების პროექტი არის ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ნინო კობახიძემ.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);  სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

როგორც ბრიფინგზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ განმარტა,  სტუდენტები სტაჟირებას თავიანთი სპეციალობის შესაბამის სტრუქტურებში გაივლიან.

სტაჟიორთა მიღების მიზნით, საჯარო დაწესებულება წელიწადში ორჯერ განსაზღვრავს  სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, რომელიც უნდა შეადგენდეს,  სულ მცირე, დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის 10%-ს.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ერთჯერადია, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით.

თუ კურსდამთავრებული საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი სტაჟირების ყველა ვაკანტური ადგილის ამოწურვის გამო ვერ მოხვდება სასურველ უწყებაში, ის ჩაირიცხება რეზერვში და სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას ავტომატურად განაწილდება მის მიერ არჩეულ საჯარო დაწესებულებაში.

09.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა” – პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა” – პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

3 years ago
საკვებით მოწამვლა თუ? – სტამბოლში ტურისტები – დედა და მისი ორი შვილი დაიღუპნენ, დაკავებულია 11 პირი: რა დეტალებზე წერს მედია?

საკვებით მოწამვლა თუ? – სტამბოლში ტურისტები – დედა და მისი ორი შვილი დაიღუპნენ, დაკავებულია 11 პირი: რა დეტალებზე წერს მედია?

9 months ago
კატალოგი სახელწოდებით – „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ გამოიცემა

კატალოგი სახელწოდებით – „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ გამოიცემა

11 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი: “პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა”

12 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by