• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სევდია უგრეხელიძე: „ბიუჯეტის სეკვესტრი“ – როგორც ჩანს ამ ტერმინს თბილისის მაცხოვრებლები ხშირად მოისმენენ”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
სევდია უგრეხელიძე: „ბიუჯეტის სეკვესტრი“ – როგორც ჩანს ამ ტერმინს თბილისის მაცხოვრებლები ხშირად მოისმენენ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს ბიუჯეტის პროექტის ანალიზი წარუდგინეს. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ „ქართული ოცნების“ და თბილისის მერის დავით ნარმანიას მთავარი გამოწვევა თბილისის წინა მთავრობის მიერ დაწყებული პროექტების ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოებისთვის ახალი იდეების შეთავაზება უნდა ყოფილიყო.

unnamed (2)„ამის ნაცლად, სამწუხროდ ჩვენ ვიხილეთ  დანაშაულებრივი იძულებით სამსახურიდან გაყრილი თანამშრომლები, მხოლოდ პარტიულ-ნათესაური ნიშნით შერჩეული ახალი თანამშრომლები, მშენებლობების შეჩერების მცდელობა, უსაფუძვლო შეტევა ინვესტორებზე, კომერციული ბანკიდან აღებული 30 მილიონი ძვირი სესხი და საკუთარი უნიათობის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადაბრალების უაზრო, უშედეგო მცდელობა. ამ ყველაფრის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტია, რომელიც დავით ნარმანიამ წარუდგინა საკრებულოს“, – განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საერთოდ არ ასახავს თავად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს, აუქმებს ბევრ უკვე მოქმედ პროექტს. მათი თქმით, თბილისის ბიუჯეტის გადასახდელები მცირდება 12 575 400 ლარით.

„ბიუჯეტის სეკვესტრი“ – როგორც ჩანს ამ ტერმინს თბილისის მაცხოვრებლები ხშირად მოისმენენ თბილისის დღევანდელი მთავრობისგან, რომელიც თავად ,,ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ 2014 წლის ბიუჯეტს არარეალურს უწოდებს“, – აცხადებენ „ნაციონალები“.  მათ თქმით, სწორედ ეს თანხა უნდა გამხდარიყო იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყარო, რაზედაც „ქართული ოცნება“ თბილისელებს წელს უარს ეუბნება.

„ეს პროექტებია:

1. 2 079 000 ლარით მცირდება ახალი საბავშვო ბაღის შენობების მშენებლობა. ჩვენი ინიციატივის (საბავშვო ბაღების ვაუჩერული დაფინანსება, რაც მშობელს მისცემდა საშუალებას ბიუჯეტიდან მიღებული ვაუჩერით ბავშვი მიეყვანა მუნიციპალურ ან კერძო ბაღში. ეს განავითარებდა კერძო საბავშო ბაღების ბიზნესს, შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს და უფრო ეფექტურად აღმოფხვრიდა საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს) უარყოფის ფონზე, გაუგებარია რატომ ამცირებს დაფინანსებას და ამბობს უარს თბილისის მერია საბავშვო ბაღების მშენებლობის წელს დაწყებაზე;

2. ქალაქში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ავტოპარკინგები, რასაც გადამწყევტი როლი უნდა შეესრულებინა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ავტომანქანების დაყენების პრობლემის გადასაჭრელად;

3. ავარიული შენობების გამაგრება – მცირდება 27 634 600 ლარით, რაც ნიშნავს, რომ დაპირებული 70 შენობის გამაგრების ნაცვლად, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება მოხერხდეს სამუშაოების ჩატარება;

4. აღარ აშენდება გმირთა მოედნიდან ლაგუნე-ვერეს მონაკვეთზე და ვაშლიჯვრიდან დიღმის მიმართულებით ხიდები, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავდა მოძრაობას გზის ამ ისედაც ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე;

5. აღარ აშენდება მუნიციპალური ავტობუსების ახალი ავტო პარკი, რომლის მშენებლობა არსებული საავტობუსო ინფრასტრუქტურის და მძღოლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო;

6. აღარ აშენდება 2 ახალი მედიათეკა: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე და ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, რომლებიც ამ უბნების კულტურულ-საგანმანათლებლო შეკრების ადგილი უნდა გამხდარიყო და განსაკუთრებოთ ახალგაზრდებისთვის მიეცა განვითარების ახალი შესაძლებლობები;

7. მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის მუხლი მცირდება 840 000 ლარით, რაც ნიშნავს მათ სრულად მოწესრიგებასა და უსაფრთხოების დაცვაზე უარის თქმას;

8. სპორტული მოედნების მშენებლობის და რეკონსტრუქციის მუხლი მცირდება 1 000 000 ლარით;

9. კალათბურთის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება მცირდება 200 600 ლარით, ეს მაშინ როდესაც კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება უსახსრობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ზოგადად სპროტის ამ სახეობის დაფინანსება მწვავე პრობლემაა ქვეყანაში;

10. აღარ მოხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა ან/და დასამთავრებელი შენობების მშენებლობა – პროექტი, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“, ჯაბა სამუშია და სხვა დეპუტატები აქტიურად პირდებოდნენ 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას დაზარალებულ მოქალაქეებს;

11. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მუხლი მცირდება 788 000 ლარით. ეს იმ პირობებში, როდესაც მათი დაპირება იყო ამ პრიორიტეტის დაფინანსების გაზრდა და მილიონის ხის პროექტის განხორციელება. არანაირი სიახლე ამ სფეროში შემოთავაზებული არ არის;

12. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა მცირდება 4 057 700 ლარით, მათ შორის მეწარმეობის მხარდაჭერა მცირდება 3 500 000 ლარით. არადა წინაასარჩევნოდ დამაჯარებლად პირდებოდნენ მოსახლეობას ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობს;

ეს არის პროექტების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც მოქმედი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული იყო, ასევე მათ ითვალისწინებდა დავით ნარმანიას და ,,ქართული ოცნების“ წინაასაჩევნო პროგრამა და რომლის განხორციელებაზე უკვე მერი დავით ნარმანია წელს უარს ამბობს.

13. არ იზრდება კომუნალური ვაუჩერის ოდენობა. არადა მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერებით სარგებლობის პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გაორმაგებული შეღავათებით (500 ლარი, დღეს არსებული 250 ლარის ნაცვლად).;

14. არ შემოაქვთ მათი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სოციალურად დაუცველ ოჯახებში შეძენილ ახალშობილებზე, კერძოდ, მათი დაპირებით: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ დაბადებულ ბავშვზე მიიღებენ 500 ლარიან ვაუჩერს, ხოლო ტყუპის შემთხვევაში ეს ვაუჩერი გაიცემა თითოეულ ბავშვზე ცალცალკე;

15. სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის (კოეფიციენტის მომატება) ოდენობა იზრდება 3 000 000 ლარით – ამ მოსაკრებლის ამოღება ჩვენს მიერ არაერთხელ იქნა გადავადებული, იმისათვის რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამშენებლო ბიზნესი არ დაგვეზრალებინა. როგორც ჩანს, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე შეტევას ,,ქართული ოცნება“ აგრძელებს და ნაცვლად ამ მოსაკრებელზე კვლავ საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისა, რაც მენაშენეთა ასოციაციის მოთხოვნაც იყო, აპირებს დაგეგმილზე 3 მილიონი ლარით მეტი ამოიღოს სამშენებლო სექტორიდან.

ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ მომზადებული სხვა პროექტებიც, რომელსაც მხარი თბილისში თითქმის ყველა მესამე ამომრჩეველმა დაუჭირა, კერძოდ:

16. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას არსებული შეღავათების სისტემის კიდევ განვრცობა: წელსვე თუნდაც მხოლოდ პენსიონერებისათვის და 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასოდ მგზავრობის შეთავაზება, რაც 2013 წლის მგზავრობის რაოდენობის გათვალისწინებით, ბიუჯეტს დარჩენილი 4 თვის (სექტემბერი – დეკემბერი) განმავლობაში დამატებით დააახლოებით მხოლოდ 1 500 000 ლარი დაუჯდებოდა;

17. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ახალი სისტემის გამოყენებით იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის ამ პროექტის  ჩართვა თუნდაც თანადაფინანსების პროგრამებში;

18. წარჩინებული სტუდენტებისათვის ფასიანი სტაჟირების პროგრამის, სახლში უფასო ინტერნეტის, სტიპენდიის შეთავაზება.

19. ე.წ. მეცამეტე ხელფასი მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და საწარმოების თანამშრომლებისთვის (სატრანსპორტო კომპანია, საბავშვო ბაღები, დასუფთავების კომპანია, სინათლის ქალაქი და ა.შ)“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი პროექტით, თავის მოსაწონებლად, მხოლოდ ზრდის სოციალური დაცვის პროგრამების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებას, მაგრამ, „ნაციონალების“ თქმით, იმ ფონზე როდესაც არანაირი შინაარსობრივი სიახლე დასაფანინსებელი პროგრამების ჩამონათვალის  და დაფინანსების ოდენობის გაზრდის კუთხით არ არის, ამას თბილისის მოსახლეობა სასიკეთო ცვლილებად ვერ აღიქვამს, რადგან ამგვარ მომსახურებას უკვე წლების განმავლობაში ისინი გამართულად და შეუფერხებლად იღებდნენ თბილისის მერიაში და ეს მინიმალური ვალდებულებაა, რასაც ქალაქის მმართველობა უნდა ახორციელებდეს.

„ზემოთჩამოთვლილი არის ძალიან მცირე ჩამონათვალი მოსახლეობისთვის იმ პრობლემური საკითხების, რომლის მოგვარებასაც „ქართული ოცნება“ თბილისელებს დაპირდა ან თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო და რომლის წელს დაფინანსებაზეც უარის თქმა, თბილისის მთავრობის ბრძოლა მხოლოდ წარსულთან და არა თბილისელების წინაშე არსებულ გამოწვევებთან, ნათელს ხდის, რომ ოცნება მართლა არ მუშაობს. ეს კი შეუძლებელს ხდის, მხარი დავუჭიროთ მათ მიერ წარმოდგენილ ამ ცვლილებებს“, – განაცხადეს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

როგორ მოვუღოთ ბოლო უძილობას!  – 16 ოქროს წესი გიორგი ღოღობერიძისგან

,,აღარავის დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, აღარ იქნება ,,ლოკდაუნები”, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!” – გიორგი ღოღობერიძე

5 years ago
„ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული პარტია. მეორე ტურები საერთოდ არ არის პრობლემა – კალაძე

„ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული პარტია. მეორე ტურები საერთოდ არ არის პრობლემა – კალაძე

5 years ago
ჯოზეფ ბაიდენი ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდებს

ჯოზეფ ბაიდენი ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდებს

12 years ago
ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

6 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by