• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს ფართოდ გავრცელებულ და არაპროგნიზირებად ცვლილებებს მთელ მსოფლიოში”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10661815_722079584549787_3422389402952349448_oსაქართველოს მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ძალისხმევაში, რათა წინ აღვუდგეთ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“პირველ რიგში, ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო გენერალური მდივნის მიმართ ჩვენი მოწვევისათვის ამ ძალიან დროულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც იმართება კლიმატური ცვლილებების ახალი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების საერთაშორისო განხორციელების სტიმულირების მიზნით. დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს ფართოდ გავრცელებულ და არაპროგნიზირებად ცვლილებებს მთელ მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. მისივე თქმით, კლიმატური ცვლილებები უშუალო საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ხოლო ეკოსისტემებსა და ეკონომიკაზე მისი მავნე ზემოქმედება გვიბიძგებს იმისკენ, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ მდგრადი განვითარება.

“საქართველოში კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს დათბობას, მნიშვნელოვან ტრანსსასაზღვრო აუზებში წყალმომარაგების შემცირებას, აგრეთვე ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებსა და ამინდთან დაკავშირებული რისკების მომატებას.

რთული მთიანი ტოპოგრაფია დაუცველს ხდის საქართველოს ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, მათ შორისაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი.

ზღვის დონის აწევის გამო მოიმატა ქარიშხლებმა და გააქტიურდა სანაპირო ეროზიის პროცესი, რის შედეგადაც განადგურდა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა.

აქედან გამომდინარე, მე სავსებით ვიზიარებ პატივცემული დელეგატების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და ვეთანხმები ერთობლივ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ეფექტიანად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები. მე მოგიწოდებთ, რომ ახალმა ხელშეკრულებამ განამტკიცოსყველა მონაწილე მხარის მუდმივი ძალისხმევა, რათა დაეხმაროს ყველაზე დაუცველ ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციაში, ამავე დროს ხელი შეუწყოს ისეთ მდგრად განვითარებას, რომელიც გაუძლებს კლიმატურ ცვლილებებს.
ახალი ხელშეკრულება უნდა დაეფუძნოს დანაკარგებისა და დაზიანებების ვარშავის საერთაშორისო მექანიზმს, რათა ეს საკითხი გახდესყველაზე უფრო პრიორიტეტული.

საქართველო მზადაა გადადგას პროგრესული ნაბიჯებიკლიმატური ცვლილებების შერბილებისაკენ. საქართველოს მთავრობა კვლავაც ადასტურებს, რომ მზად არის, შეიმუშაოს ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მიზანმიმართული კონტრიბუციის” ამბიციური კონცეფცია მომავალი, 2015 წლის პარიზის კონფერენციისათვის”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად, ჩვენ ახლა ვამზადებთ დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, ყოვლისმომცველ მიმართულებას გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისაკენ და დაგვეხმარება კლიმატური ცვლილებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.

პარალელურად, საქართველო მუშაობს სათანადო ეროვნული შემარბილებელი ღონისძიებების (NAMA) მომზადებაზე. საქართველო ამაყობს, რომ მან მიაღწია პირველი დონის შესაბამისობას გაერო-ს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო – კონვენციის NAMA-ს რეესტრში. ახლა საქართველო, ავსტრიის დახმარებით შეიმუშავებს სატყეო სექტორის NAMA-ს.

საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო ახალი ეროვნული სატყეო სტრატეგია აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად. გერმანიის მთავრობის დახმარებით, ჩვენ ასევე ვგეგმავთ NAMA-ზე მუშაობას ენერგოეფექტიანობის ინიციატივების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის შენობებთან მიმართებით.

საქართველო, თავისი უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, იყენებს განახლებად ენერგორესურსებს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს. საქართველომ დაიწყო ახალი სტრატეგიის განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების განვითარების ხელშესაწყობად.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი. ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ ჩვენს ქვეყანას ჰიდროელექტროენერგეტიკული რესურსებით, არამედ უნდა გავხდეთ სუფთა ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებლები მთელ რეგიონში. თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს ვრცელ ხეტყის საფარს, საქართველო მაქსიმალურად ეცდება ნახშირბადის გამოდევნას ატმოსფეროდან და საქართველოსა და მისი მეზობლების მიერ გამომუშავებული ნახშირბადის რაოდენობის შემცირებას.

საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია ასევე ქალაქების როლი. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს 8 ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს მისი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ახლახანს შეუერთდა ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების” პროგრამას, რომლითაც აიღო ვალდებულება, 2020 წლამდე გამონაბოლქვი 20%-ით შეამციროს.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოქმედების განხორციელების შედეგად, ისეთის, როგორიცაა განახლებადი ენერგორესურსების განვითარება, ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობა, ტყეების სათანადო მართვისა და ადგილობრივ დონეზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა, საქართველო ეცდება მიაღწიოს მიზანს და2050 წლისათვის გახდეს უნახშირბადო ქვეყანა”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ძალისხმევაში, რათა წინ აღვუდგეთკლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

“მე მტკიცედ მწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის გადამწყვეტი მოქმედება ყველაზექმედითი ინსტრუმენტია ადამიანების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების შესამცირებლად”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

23.09.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 years ago
„ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა… ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას… დამთავრდა ლევანის ამქვეყნიური ყოფნაც“ – მეგობარი

„ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა… ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას… დამთავრდა ლევანის ამქვეყნიური ყოფნაც“ – მეგობარი

2 years ago
ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს!

ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს!

11 years ago
ალექსი პეტრიაშვილმა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში შეხვედრები გამართა

ალექსი პეტრიაშვილმა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში შეხვედრები გამართა

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by