საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 46-ე შეკრებაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი როგორც ADB-ს მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე გაუძღვება ერთ-ერთ პლენარულ სხდომას. სესიების მიმდინარეობისას დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე.ფინანსთა მინისტრი საქართველოში 6 მაისს დაბრუნდება.
02.05.13