დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე იქნება.
ბრეგაძე დღეს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ თავად წარადგინა. ის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
როგორც დუმბაძემ აღნიშნა, სანდრო ბრეგაძე, რომელიც მანამდე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე იყო, საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც გამორჩეული პატრიოტი.
თავად ბრეგაძე აცხადებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ამ სფეროს გაძღოლა არ გაუჭირდება.
02.10.14