2015 წლისთვის ასაკობრივი პენსია გაიზრდება, თუმცა რა მოცულობით, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პენსიის ზრდა დაგეგმილია 2015 და 2016 წლებისთვის.
“2015 წელს მოხდება პენსიის ზრდა. რა მოცულობით, ეს ცნობილი გახდება უახლოეს 2 თვის განმავლობაში”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ხადურის განმარტებით, დეკემბრის ბოლომდე ვიდრე პარლამენტი მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს დაამტკიცებს, პენსიების მოცულობის კონკრეტული მაჩვენებელი მასში ასახული იქნება.
07.10.14