შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების მსვლელობა განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
10.10.14












