• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კვერცხის იმპორტთან, ასევე აღნიშნული პროდუქტის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხცადებას ავრცელებს

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო დღეებში, საქართველოში კვერცხის იმპორტთან, ასევე აღნიშნული პროდუქტის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მონიტორინგის გეგმის დამტკიცების შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, შემოსავლების სამსახურის,  საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარების მიერ   სხვადასხვა ქვეყნებიდან (თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ირანი) 744655 კგ სასურსათო კვერცხის  29 სასაქონლო  პარტიის  შემოწმება განხორციელდა. 28 სასაქონლო პარტიას გააჩნდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის  ნებართვა. საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ყველა სასაქონლო პარტიების მიმართ განხორციელდა ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის  შემდეგი პროცედურები: დოკუმენტური შემოწმება, იდენტურობის შემოწმება, ფიზიკური შემოწმება და ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ნიმუშების აღება. ნიმუშები შემდგომი კვლევის მიზნით გაიგზავნა აკრედიტირებულ ლაბორატორიებში. ეს ლაბორატორიებია: შპს “ეტალონი”  და ,, სსიპ ტესტირების და სერტიფიკაციის ცენტრი’’. განხორციელებული პროცედურების თანახმად დადგინდა, რომ 28 სასაქონლო პარტია შეესაბამებოდა საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო ერთ სასაქონლო პარტიაზე იმპორტიორმა ვერ წარმოადგინა იმპორტის ნებართვა და 22280 კგ სასურსათო კვერცხი გაბრუნდა ექსპორტიორ ქვეყანაში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ყველა შეთხვევაზე ხორციელდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები.

შემოსავლების სამსახური ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა’’ და საქართველოს მთავრობის N426-N430 დადგენილებების თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო  კონტროლს.

სასურსათო კვერცხის იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვეტერინარი სპეციალისტების მიერ ხორციელდება:

ა)         დოკუმენტურ შემოწმება;

ბ)         იდენტურობის შემოწმება;

გ) ფიზიკური შემოწმება (რომელიც აგრეთვე მოიცავს ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას).

დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს – ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ასევე წარმოშობის სერტიფიკატის, შესყიდვის დოკუმენტის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის და ა.შ შემოწმებას და მოცემული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენას.

იდენტურობის შემოწმება ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობის შემოწმებას, მასზე დატანილი ნომრის (ან კოდის) ვეტერინარული სერტიფიკატის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენას, საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საწარმოს იდენტიფიკაციისათვის საჭირო შტამპების, ოფიციალური აღნიშვნების არსებობის დადგენას და ამ მონაცემების ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტებში აღნიშნულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენას, ასევე შეფუთვებზე საქონლისათვის სპეციალური მარკირების შემოწმებას და საქონლის ფაქტობრივი წონის შედარებას ვეტერინარულ სერტიფიკატში ან/და სხვა დოკუმენტებში მითითებულ წონასთან;

ფიზიკურ შემოწმება ითვალისწინებს –ფიზიკურ, ქიმიურ ტესტირებას, ორგანოლეპტიკურ შემოწმებას (სუნი, ფერი, სიმკვრივე და ა.შ.) მათ შორის, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას; დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას.

იმპორტისთვის განკუთვნილი სასურსათო კვერცხის ყველა სასაქონლო პარტიიდან ვეტერინარი ახორციელებს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშის აღებას და უზრუნველყოფს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში მის გაგზავნას.

კვლევა ხორციელდება შემდგომ  პარამატრებზე:

ფიზიკო ქიმიური მაჩვენებლები (1 კვერცხის მასა, 10 კვერცხის მასა, საჰაერო კამერის სიმაღლე)

ტოქსიური ელემენტები (ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, თუთია)

რადიონუკლიდები (ცეზიუმი – 137; სტრონციუმი -90)

მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (მეზოფილური აერობები და ფაკულტატურული ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა 1.0 გრ პროდუქტში; კოლიფორმები 0.01 გრ. პროდუქტში; პათოგენური მიკროორგანიზმები, მათ შორის სალმონელა 25 გრ. პროდუქტში)

ანტიბიოტიკები (ლევომიცეტინი, ტეტრაციკლინის ჯგუფი, სტრეპტომიცინი, პენიცილინი).

პესტიციდები: ჰექსაქლორციკლოჰექსანი და მისი იზომერები, დდტ და მისი მეტაბოლიტები

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად საქონლის მიმართ ხორციელდება:

ა)         საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.

ბ)         უკან გაბრუნება ან განადგურება.

საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ლაბორატორიის დასკვნამდე ჩერდება საბაჟო გამშვებ პუნქტზე პირობითად განსაზღვრულ საკარანტინო სადგომზე,“- ნათქვამია განცხადებაში.

 

07.05.13

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

საინტერესო

ოთო ოქროსცვარიძე – ხელოვანი, რომელსაც დიორამების შექმნის საკუთარი ისტორია აქვს

ოთო ოქროსცვარიძე – ხელოვანი, რომელსაც დიორამების შექმნის საკუთარი ისტორია აქვს

4 years ago
მეწარმე ქალთა ფონდი  – სამი დევნილი ქალის მიერ შექმნილი ორგანიზაცია

მეწარმე ქალთა ფონდი – სამი დევნილი ქალის მიერ შექმნილი ორგანიზაცია

5 years ago
სიახლეში არის ყველაფერი სასიამოვნო..  ამჟამინდელი წუთი არ ჰგავს წინას

სიახლეში არის ყველაფერი სასიამოვნო..  ამჟამინდელი წუთი არ ჰგავს წინას

8 years ago

სურსათის ეროვნული სააგენტო საზამთროს და ნესვს ამოწმებს

10 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by