• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
პროკურატურა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

20140320121020114საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. “თბილისი თაიმსი” პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის განხილვა ე.წ. “ნავთლუღის სპეცოპერაციის”, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისათვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.
ბაჩანა ახალაია, რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. ასევე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ბრალდებულები გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა, რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯგუფურად, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 109 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამინისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებული მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ და რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მეგის ქარდავას დანიშნული სასჯელი შუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2006 წლის 12 იანვარს ხელისუფლების იმჟამინდელმა წარმომადგენლებმა ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა გადაწყვიტეს სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცება და საყოველთაო შიშის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ მიზნით ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოაცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო სამი ახალგაზრდა – შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება. კერძოდ, პატიმრები გააშიშვლეს ციხის ეზოში, ხელკეტებისა და ავტომატების გამოყენებით სცემეს და იანვრის ღამეს გაუსაძლის სიცივეში ცემით დაყარეს ტალახში და ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. გარდა ამისა, პატიმრების წამება მეშვიდე დაწესებულებაში ელექტოშოკის გამოყენებით განხორციელდა, რამაც პატიმრების ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.
სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომლებმა: გიორგი მაზმიშვილმა და ლევან ქარდავამ, გიორგი დგებუაძესა და დავით ახალაიასთან ერთად ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. ასევე დადასტურდა, რომ ბაჩანა ახალაიამ იმავე დღეს სასურველი ჩვენების მისაღებად სასტიკად აწამა 6 პატიმარი.
აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ახალაიას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და განიხილება მათი საქართველოში ექსტრადირების საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

22.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026

საინტერესო

“პრემიერის დავალებით შევისწავლეთ, კომპანიას მანგანუმის მოპოვების ლიცენზია გაუუქმდა”- მინ. რესურსების სააგენტო 

საქართველოში იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს – პრემიერი

4 years ago
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

8 years ago
მუჰამედ ანვერი: ,,თეირანში მეჩეთზე მეტი – 37 ეკლესიაა“

მუჰამედ ანვერი: ,,თეირანში მეჩეთზე მეტი – 37 ეკლესიაა“

10 years ago
ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილს – “ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს მწარედ ინანებს”

ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილს – “ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს მწარედ ინანებს”

12 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by