• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვახტანგ ბუცხრიკიძე: “ბანკი „კონსტანტას“ შესვლის პროცესი „თიბისის“ ბრენდის ქვეშ 2015 წლის ინავარში დაიწყება და თებერვლისთვის დასრულდება”

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ვახტანგ ბუცხრიკიძე: “ბანკი „კონსტანტას“ შესვლის პროცესი „თიბისის“ ბრენდის ქვეშ 2015 წლის ინავარში დაიწყება და თებერვლისთვის დასრულდება”
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თიბისი“ ბანკის ისტორია 1992 წელს დაიწყო, როდესაც ორმა ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მცირე საწყისი კაპიტალით ბანკის დაარსება გადაწყვიტა. ძალიან მალე კი 1993 წელს, ბანკს შეუერთდა ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელიც ორი წლის შემდეგ მთავარ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს და დღემდე ამ პოზიციაზეა.

სახელი „თიბისი“ – მის საწყის დასახელებასთან თბილისის ბიზნეს ცენტრთან არის დაკავშირებული. ბანკის თავდაპირველ სამიზნე კლიენტთა ჯგუფს  საცალო ვაჭრობის კომპანიები და ახალგაზრდა ბიზნესმენები წარმოადგენდა. ბანკის სწრაფვამ, მიეღო ცოდნა და გამოცდილება უცხოური დაწესებულებებისგან, მისმა შესამჩნევმა მზარდმა პოზიციამ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების მაღალი ინტერესი გამოიწვია. 3186

დღესდღეობით კი ბანკი, ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში, საკუთარი 59 შვილობილი და ბანკი „კონსტნტას“ 56 ფილიალით. ბანკი ინტენსიურად სთავაზობს სიახლეებს თავის მომხარებლებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბანკი „კონსტანტას“ შესვლის პროცესი „თიბისის“ ბრენდის ქვეშ 2015 წლის ინავარში დაიწყება და თებერვლისთვის დასრულდება. ამასთანავე, „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში დღის პირველნახევარში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯომარემ, მამუკა ხაზარაძემ და გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბანკის გენერალური დირექტორის სამი ახალი მოადგილე წარადგინეს.

მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების ტოპ-მენეჯერები – გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და დავით წიკლაური ვიცე-პრეზიდენტები გახდნენ. ბანკის დამფუძნებლის ინფორმაციით, ეს ადამიანები, ბანკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან მათ დატოვეს უმაღლესი მენეჯერული პოზიციები ისეთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში როგორებიც არის –  Barclays საინვესტიციო ბანკი, UniCredit Group და Deutsche Bank და „თიბისიში“ სხვადასხვა მიმართულება ჩაიბარეს. გიორგი თხელიძე – რისკების მართვას უხემლძღვანელებს, დავით წიკლაური – კოოპერატიულ საბანკო მიმართულებას, ხოლო ნიკა – ქურდიანი მიკროფინანსებს.

პრეს-კონფერენციის შემდეგ, „თბილისი თაიმსს“ გენერალური დირექტორის ახალი მოადგილე და რისკების მართვის ხელმძღვანელი, გიორგი თხელიძეს ბანკის უპირატესობებზე, მომსახურების სფეროსა და ახალი გუნდის სამომავლო მიზნებზე ესაუბრა.

10735846_859890087375602_103456932_nრა არის „თიბისი“ ბანკის ძირითადი უპირატესობა და რით გამოირჩევა იგი სხვა ბანკებისგან?

„თიბისი“ ბანკს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უჭირავს. ეს არის ბანკი, რომელიც დაარსების დღიდან ზრუნავს თავის მომხარებელზე და ცდილობს ინტენსიურად შესთავაზოს მას სიახლეები. ვეთანხმები იმ ვარაუდს, რაზეც დღეს პრესკონფერენციის მსვლელობისას ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ ისაუბრა, რომ „თიბისი“ შესაძლოა, ძალიან მალე გახდეს ლიდერი ბანკი  და გაუწიოს სერიოზული კონკურენცია არამარტო საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ, არამედ სხვა რეგიონებსა და ქვეყნებში არსებულ წარმატებულ და ძლიერ ბანკებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამის პერსპექტივა. „თიბისი“ ხომ მომხარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული და სტაბილური ბანკია, რომლესაც თუნდაც, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ჰყავს ძილერი მენეჯმენტი, წარმატებული და საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ნამდვილად საიმედოა როგორც ბანკისთვის, ასევე მომხარებლებისათვის.

როგორ ფიქრობთ არის თუ არა ჯანსაღი კონკურენცია ამ სეგმენტზე საქართველოში და პირელ რიგში, რომელია თქვენი კონკურენტი ბანკი?

ისევე, როგორც ყველა ქვეყნის ბაზარზე ეს სეგმენტი საკმაოდ მოცულობითია. კონკურენცია ნამდვილად ჯანსაღია, რადგან ყველა მათგანი სხვადასხვა საბანკო სეგმენტზე იბრძვის პირველობისთვის. საქართველოში დომინირებს ძირითადად ორი ქართული ბანკი, თუმცა ასე კონკრეტულად კონკურენტი ბანკის დასახელება გამიჭირდებოდა, ვინაიდან მრავალ საბანკო სეგმენტზე შესაძლოა სხვადასხვა ბანკი გვიწევდეს კონკურენციას. საბანკო სისტემა, ერთიანი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ იგი გაშლილია სეგმენტებზე და თითოეულ მათგანი იბრძვის იმისთვის, რომ იყოს პირველი. იგი მომახარებელს ოთხ სეგმენტში – კორპორატიულ, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესსა და მიკრო ბიზნესში ემსახურება.

სეგმენტი გულისხმობს, ინდივიდუალურ მიდგომას მომხარებელთან ანაბრებს, სესხებს, დინსტანციურ მომსახურებასა და ფულად გზავნილებს. მხარს ვუჭერთ მსხვილ და მიკრო ბიზნესს. ეს ძალიან რთული და საერთო ჯამში შრომატევადი პროცესია.

როგორია „თიბისი“ ბანკსა და მის მომხარებელს შორის ურთიერთობა, რამდენად სრულყოფილია მომსახურების სფერო?

მომსახურების სფერო შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს იმდენად, რამდენადაც, ჩვენ მომხარებელზე ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულნი. ეს პირველ კითხვაშიც აღვნიშნე, რადგან ჩემი აზრით, „თიბისი“-ს პირველი და ძირითადი უპირატესობა სწორედ მომხმარებელთან მსგავსი დამოკიდებულებაა. დამოკიდებულება, რომელიც სანდოობასთან და ერთგულებასთან ასოცირდება. ვინაიდან, მე ჯერ კიდევ ახალი ვარ ბანკში, პირველადი დაკვირვებებითა და ჩემივე გამოცდილებით მიმაჩნია, რომ  ბანკის მომსახურება სხვა ბანკებთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხის არის და მეტად მორგებულია მომხარებლებზე.

როგორია ბანკის სოციალური პასუხისმგებლობა?

„თიბისი ბანკი“  21 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სოციალური აქტივობის მქონე ინსტიტუტად, რომელსაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საზოგადოებისათვის ღირებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. როგორც, დღეს ბატონმა ვახტანგმა განაცხადა 4000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს ბანკს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რომ „თიბისი“ ბანკი იყოს პირველი თავისი  მომსახურების სფეროთი.  ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული პროექტის ინიცირებაში გამოიხატა. „თიბისი“ ასევე ჩართულია ტურიზმისა და სპორტის სფეროშიც. წლების განმავლობაში, აქტიურად აფინანსებდა სხვადასხვა პროექტს, ვიღებდით მონაწილეობას მუსიკალური თუ სოციალური პროექტების შექმნაშიც.  გასულ წლებს, რომ გადავხედოთ  მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიების დასახელება შეგვიძლია, რომელის განვითარებასა და წარმატებით დასრულებაში ბანკმა დიდი წვლილი შეიტანა.

რა სიახლეები აქვს „თიბისის“ დაგეგმილი მომავალში?

„თიბისი“ ბანკი ყოველთვის გამოირჩევა სიახლეებითა და საზოგადოებასთან ურთიერთობას არასდროს წყვეტს. ჩვენ მომხარებლებს ბევრ საინტერესო შემოთავაზებას ვპირდებით და როგორც აღვნიშნე, ახალი გუნდი, ახალი შემართებით დაიწყებს მუშაობას. ძალიან მალე ჩემი ოჯახიც საქართველოში ჩამოვა. პირველ რიგში, ამიტომ ვარ მოხარული, რომ ჩემს ქვეყანაში გავაგრძელებ საქმიანობას და ვიქნები ისეთი ძლიერი და სტაბილური ბანკის გუნდის წევრი, როგორიც „თიბისი“ ბანკია.

23.10.14

ნათია კეკენაძე

Share4Tweet3

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – Ramboll-ის რეკომენდაცია

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – Ramboll-ის რეკომენდაცია

3 years ago
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ირმა ინაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს

8 years ago
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზეთთან კონფლიქტი გაყინული არ არის, რუსეთს განგრძობითი ოკუპაციის მცდელობა აქვს

9 years ago
პროკურორი: მეგის ქარდავას ექსტრადირებას შესაძლოა 1 წელი დასჭირდეს

პროკურორი: მეგის ქარდავას ექსტრადირებას შესაძლოა 1 წელი დასჭირდეს

9 years ago

ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ...

მეტის ნახვაDetails
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

09/15/2026
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

09/14/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა 09/15/2026
  • “კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა 09/15/2026
  • „სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან 09/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by