• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ალასანიამ გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი ალასანიამ გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. ირაკლი ალასანია ვილდფლეკენის სამხედრო ბაზას ესტუმრა. გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გადის წვრთნას. ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან, სადაც „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო.

„დღეს შეფასება, რომელიც გერმანელმა გენერლებმა, ოფიცრებმა მოგვცეს, საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფის არის უმაღლესი. მე ვარ მართლაც ძალიან ამაყი, თუ რამხელა გამოცდილება შეიძინეს და ასევე რა სწრაფად აიღეს გერმანული სამხედრო ტაქტიკა ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მეთაურებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ერთობლივი სამხედრო ოპერაციებში ყოფნის. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვედანაყოფების ერთად ოპერაციაში ყოფნა, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს დიდ საფუძველს უქმნის. მე მეამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ქვედანაყოფები ასე გამორჩეულები არიან ყველგან, ეს იქნება ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში თუ გერმანელებთან ერთად  ახალ მისიაში.“

გერმანიის 37-ე მექანიზირებული ქვეითი ბატალიონის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბროიერი ქართველი სამხედროების მომზადების დონეს მაღალ შეფასებას აძლევს:

„დიდი პატივია, რომ ჩემი ბატალიონი ქართულ კონტინგენტს ამზადებს. ჩვენ რამდენიმე კვირაში ავღანეთში გავემგზავრებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა  ასე კარგად გაწვრთნილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაგვევლო მომზადება მისიისთვის.  ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, საერთო ამოცანები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საქმეს ერთიანი ძალებით ვაკეთებთ. გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი თანამშრომლობა. როგორც ჩემი ასეულის მეთაურმა აღნიშნა დღეს, დასაწყისში ეს მხოლოდ პარტნიორობა იყო, ახლა კი ეს ურთიერთობა უკვე მეგობრობაა. ჩვენი მეგობრობა ყოველ დღე ძლიერდება და მყარდება.“

სწავლება 5 თვეს გრძელდება და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ ქართველმა სამხედროებმა ინდივიდუალური, ოცეულის და ასეულის დონის მომზადება გაიარეს. მათ პატრულირება, ბაზის დაცვა და სწრაფი რეაგირება შეისწავლეს. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც უტარდება.

ქართველი სამხედროები მომზადებას ნოემბერში დაასრულებენ. მე-4 ბრიგადის ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის შესრულებას გერმანელ სამხედროებთან ერთად შეუდგება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლიაიენის შეხვდება. ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ასევე, დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა კოერბერის ფონდში.

30.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

თინა ხიდაშელი: “კულტურის სამინისტროში პრინციპულად სხვა ხედვის ადამიანი მოდის”

თინა ხიდაშელი: “კულტურის სამინისტროში პრინციპულად სხვა ხედვის ადამიანი მოდის”

12 years ago
ბრიტანეთში მოპარული ოქროს უნიტაზი  6 მილიონი დოლარი ღირს

ბრიტანეთში მოპარული ოქროს უნიტაზი 6 მილიონი დოლარი ღირს

7 years ago
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აღარ გაუქმდება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აღარ გაუქმდება

10 years ago
ემანუელ მაკრონი: “არავაქცინირებულებს ცხოვრებას გავურთულებ”

ემანუელ მაკრონი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან უნდა გავურთულო

5 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by