ერთი რამ ნათელია- ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე.
“ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. გავიხსენოთ: სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა დასავლურობაზე, მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს.
“თუმცა, დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენ წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ მას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ყველას ძალისხმევა სჭირდება”, -განაცხადა პრეზიდენტმა.
14.11.14