• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1398079_753733491384396_4617819984374864792_oსაქართველოსათვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე საზოგადოება ერთიანია.

“ჩვენ დიდად ვაფასებთ ღია დიალოგს პრეზიდენტ შულცსა და, ზოგადად, ევროპარლამენტთან. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტისა და პირადად ბატონი შულცის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანისადმი. ევროპარლამენტი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა ლისაბონის შეთანხმების შედეგად ევროკავშირის ინსტიტუციონალურ არქიტექტურაში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და როლის გაზრდის კვალდაკვალ. ამ მხრივ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, წარმოადგენს რა ჩვენს ეროვნულ იდეასა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთა შორის, რადგან ჩვენში სახეზეა პოლიტკური ელიტის ერთიანობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით. საქართველოსათვის 2014 წელი არის მნიშვნელოვანი მიღწევების წელი. ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულების ქმედითი გამოხატულება, რომელიც ქმნის ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების წარმატებული განვითარებისათვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო იმედის თვალით შეყურებს დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, “რასაც ჩვენთვის უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს”.

“გარდა ამისა, ეს იქნება პრეცედენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ასოცირების ხელშეკრულების სრულ განხორციელებას უახლოეს მომავალში. დღეს ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიან განხორციელებას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მივესალმებით ამ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ნაწილობრივ განხორციელებას ამ მიზნით, და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, მივაღწიოთ დროულ წინსვლას ამ პროცესში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა კონკრეტული შედეგების დემონსტრირება რიგის სამიტისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

18.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველოში კოვიდ-შემთხვევების 15-20% ინდური შტამია – იმნაძე

“ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა” : პაატა იმნაძე

5 years ago
„სია არ იწერებოდა ერთ ოთახში, ერთ ადგილას“

„სია არ იწერებოდა ერთ ოთახში, ერთ ადგილას“

10 years ago
ელენე ხოშტარია: “მე ვაკე ნამდვილად წავაგე”

მაჟორიტარული სისტემით, 40%-იანი მხარდაჭერით საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებ – ელენე ხოშტარია

9 years ago
ტრაგედია პატარძეულში – გარდაიცვალა ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა

ტრაგედია პატარძეულში – გარდაიცვალა ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა

1 year ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by