• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: 21-ე საუკუნის მონები – მსოფლიოში 35.8 მილიონი ადამიანი შრომობს იძულებით

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
CNN:  21-ე საუკუნის მონები – მსოფლიოში 35.8 მილიონი ადამიანი შრომობს იძულებით
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10813855_875688432462434_1802328625_oმსოფლიოში მონობის საერთო ინდექსის ( Global Slavery Index – GSI) მაჩვენებელმა 2014 წელს 35.8  მილიონ ადამიანს მიაღწია. ადამიანის უფლება დამცველების განმარტებით, 21-ე საუკუნეში მონობა იგივე ტრეფიკინგია –  რაც მონობის სახეშეცვლილი ფორმაა. აღნიშნული ქმედება მოიცავს ადამიანის ძალისმიერი, მოტყუებით ან იძულებით სხვადასხვა საშუალებით  შრომას, ქორწინებას ან სექსუალურ ექსპლუატაციას. GSI-ის საერთო მონაცემებით მსოფლიოს 167 ქვეყანაშია ადამიანთა მონობა დაფიქსირებული, აქედან ინდოეთში, ჩინეთში, პაკისტანში, უზბეკეთსა და რუსეთში დაახლოებით 22 მილიონი ადამიანია შრომით ექსპლუატაციაში იძულებით ჩაბმული.

ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ინდოეთშია,სადაც 14.29 მილიონი ადამიანი  შრომობს იძულებით.

10805113_875688412462436_1055538129_nმონობა, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული ის პირველი საკითხია, რომელსაც ყოველთვის ფართო საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა. მანფრედ ნოვაკის სიტყვებით მონობა არის „ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე განხორციელებული ძალადობის უკიდურესი გამოხატულება, რაც წარმოადგენს უშუალო თავდასხმას ადამიანის პიროვნებასა და მის ღირსებაზე“. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ყველა სახის მონური შრომის ტრადიციული ფორმები გაუქმდა, არსებობს მისი ბევრი თანამედროვე ფორმა – მონობა ვალის გამო, ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგი და ექსპლუატაცია – რაც წარმოადგენს მონობის ანალოგიურ ფორმას და რასაც საერთაშორისო საზოგადოება გმობს. უკანასკნელი ქვეყანა,რომელმაც მონობა გააუქმა ისიც, 1983 წელს იყო მავრიტანია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში მაინც არსებობს ადამიანთა „გაყიდვა“ ოჯახის მიერ პროსტიტუციის მიზნით, პედოფილია, ოჯახის წევრთა მომსახურება, აგრეთვე, იძულებით შრომა და იძულებითი ქორწინება, როდესაც საკუთარ არჩევანს ყურადღება არ ექცევა. აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მონობა არის ადამიანური ღირსების პატივისცემისა და ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობის პრინციპის საპირისპირო მოვლენა, მას არასოდეს ექნება გამართლება. თავისთავად იგი არის არსობრივად ვიწრო ცნება, რომელიც იწვევს პიროვნების, როგორც სამართლებრივი ერთეულის სრულ გაქრობას.

10811456_875688409129103_878902258_nერთა ლიგა წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ აღმოეფხვრა ეს პრობლემა აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, სადაც იმ დროს გაბატონებული იყო კოლონიური კანონები, უფლებები და მონობის რწმენა. 2001 წელს აფრიკაში, რასიზის თემაზე ჩატარებულმა საერთაშორისო კონფერენციამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია აფრიკის მემკვიდრეობა – მონებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.თუმცა, აფრიკის რეგიონი დღემდე ყურადღების ქვეშ გახლავთ. იმის გამო, რომ დღეს ტრადიციული მონობის დოკუმენტალურად დასაბუთებული მაგალითები ცოტაა, ყურადღება გადატანილ იქნა ადამიანთა ტრეფიკინგზე და იძულებით შრომაზე, ეს არის პრაქტიკა, რომელიც ახლოს დგას მონობასთან. კვლევის ავტორები კი განმარტავენ, რომ სწორედ ამ დოკუმენტალურად დაუსაბუთებელი მაგალითების გამო ქვეყნდება ეს ანგარიში ყოველწლიურად.

აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით მაჩვენებელი 20%- ით არის გაზრდილი. თუმცა, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რაოდენობის ამგვარი ზრდა განპირობებულია არა მონობის რიცხვის ზრდით, არამედ კვლევის მეთოდებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის გაუმჯობესებით. მონობის რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა რეალურად წარსულში ჩატარებული კვლევები არ იყო გათვლილი ზუსტ პოპულაციაზე, რამაც განაპირობა  რეალურთან ნაკლებად მიახლოვებული შედეგები.

10647559_875688419129102_2066495450_n“გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანთა მონობა მხოლოდ ისეთ ქვეყნებშია სადაც ომი და სიღარიბეა“ – ამბობს Walk Free Foundation-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ენდრიუ ფორესტი – „ ამ პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი სწორედ ამ შეხედულების გაქარწყლებაა, ეს ცუდი და არასწორი ინფორმაციაა, მონობა უნდა ვეძებოთ ყველგან, ის შეიძლება იყოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. იგი არის უხილავი ძალის მიერ მართვადი, რომელსაც უნდა შეებრძოლოს ძლიერი ხელისუფლება და ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება.“

ანაგრიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში მონობის პროცენტულ რაოდენობაში მეტი ადგილი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უჭირავთ, მაგრამ არის ისეთი ქვეყნები, სადაც საკუთარი მოქალაქეები განიცდიან ექსპლუატაციას. მაგალითისთვის, თურქეთში მონობის მსხვერპლთა დიდ რაოდენობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ხოლო ანგარიშში გამოქვეყნებულ დასავლეთ აფრიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – მავრიტანია, უზბეკეთი, ჰაიტი და კატარი საკუთარი მოსახლეობის 4%-ს შრომით ექსპლუატაციაში ამყოფებს, რაც სავალალო შედეგებია. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ შედეგებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება, პირველ რიგში,  უნდა იყოს აღნიშნული სახელმწიფოების პოლიტიკური ნება. 

_72009926_dscn0564ძალიან საინტერესო მაგალითს წარმოადგენს ანგარიშში წარმოდგენილი საამიროების იგივე ემირატების შემთხვევა, სადაც მოსახლეობის 1,4 % -ია ჩაბმული მონობაში. ქვეყანაში უფრო მეტი პროცენტული რაოდენობა უცხო ქვეყნის მუშებზე მოდის, რომლებიც იძულებით არიან ამ ქვეყანაში ჩასული და დღემდე მონურ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ემირატებში დღესდღეობით, ნებისმიერი მშენებლობაზე უცხოელი მუშები მუშაობენ, მათ არ აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა. 2022 წელს კი ემირატებმა უნდა უმასპინძლოს მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატს, ქვეყანაში დაიწყება საფეხბურთო მოედნების მშენებლობა და რესტავრაცია, თუმცა ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ემირატებს ამ პროცესის წარმართვა ძალიან გაუჭირდება, რადგან  სპონსორები უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომით უფლებებს იცავენ და მოითხოვენ ადგილობრივების ჩართვას ამ პროცესში. რაც თავისთავად საამიროებს ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის.

10819741_875688445795766_1549087351_oანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ე.წ „თეთრ მონობას“ მსოფლიოში სულ მცირე 150 მილიარდი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მოაქვს. ეს მონაცემები სამჯერ აჭარბებს 2013 წლის მაჩვენებლებს. მთელი შემოსავალის თითქმის ორი მესამედი, დაახლოებით 99 მილიარდი დოლარი ქალებისა და არასრულწლოვანი გოგონების კომერციულ სექსუალურ ექსპლუატაციაზე მოდის. დანარჩენი შემოსავალი კი იძულებითი ეკონომიკური შრომიდან – მათ შორის სახლებში, მშენებლობებზე და მაღაროებში. გაეროს მონაცემებით  თანამედროვე მონობა მსოფლიოში სიდიდით მესამე საერთაშორისო კრიმინალური ინდუსტრიაა – ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობის შემდეგ.

ინდექსის მაჩვენებლებში არიან დასახელებული ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჰოლანდია, შვედეთი, აშშ  და ავსტრალია, რომლებიც აღიარებენ ამ პრობლემას და იბრძვიან მის წინააღმდეგ, თუმცა სპეციალური რეკომენდაციები ამ ქვეყნებსაც გაუგზავნეს.

10808243_875688415795769_1076153154_nანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბავშვთა შრომით ექსპლუატაციას. კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით მონური შრომა ინდოეთშია, ხშირად ღარიბი უბნებიდან ბავშები სამსახურის ან სკოლაში მოწყობის დაპირებით, მოტყუებით მიჰყავთ დიდ ქალაქებში. იქ მათ ბაზრებზე ავაჭრებენ, ამზადებინებენ ცნობილ ინდურ ხალიჩებს. მათ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა.

კაკაოს პლანტაციებზე მონური შრომა ძირითადად კოტ დივუარში  გვხვდება, სწორედ აქედან მოდის მსოფლიოში შოკოლადის წარმოების 38%-ი. ამ ქვეყანაში  წარმოებული შოკოლადის 90%-ი სწორედ ბავშვთა მონური შრომით მოიპოვება.

Child-labour-pixდღემდე 12 ივნისს აღნიშნავენ, როგორც ბავშვთა შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღედ, იგი საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით 2002 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გააძლიეროს ბავშვთა შრომის წინააღმდეგ არსებული კამპანიები და აღმოფხვრას შრომითი ექსპლუატაცია.

წყარო: CNN

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

დაკეტილმა ტაძარმა ვის რა უნდა დაუშაოს არ ვიცი – დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე

დაკეტილმა ტაძარმა ვის რა უნდა დაუშაოს არ ვიცი – დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე

2 years ago
ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა

ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა

8 years ago
შსს-მ ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

შსს-მ ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

12 years ago
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა

8 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by