• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

news_12607აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს მთავრობა ერთმნიშვნელოვნად აფასებს, როგორც რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

“იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას. მოსკოვის ეს ნაბიჯი იდგმება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს, ხოლო საქართველოს მხრიდან გადაიდგა არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა.

აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, იგი სრულად გამოიყენებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებს, მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერს შედგება, საქართველო მწვავედ დასვამს ე.წ. “ხელშეკრულების” ხელმოწერის საკითხს.

საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოხდინოს მასზე”, -ნათქვამია განცხადებაში.

25.11.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ანაკლიის პორტის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო

10 years ago
მეცნიერთა საინფორმაციო პორტალი შეიქმნა

მეცნიერთა საინფორმაციო პორტალი შეიქმნა

11 years ago
თუ უკრაინაში თავისუფლება დასრულდება, საქართველოსა და მოლდოვაში იმედი გაქრება 

თუ უკრაინაში თავისუფლება დასრულდება, საქართველოსა და მოლდოვაში იმედი გაქრება 

4 years ago
შსს-მ მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების 10 წევრი დააკავა

12 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by