• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახელმწიფო მუნივერსიტეტების რექტორებმა პარლამენტს მიმართეს

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
სახელმწიფო მუნივერსიტეტების რექტორებმა პარლამენტს მიმართეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

12pppსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით 8 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ხელმოწერით მიმართვა მიიღეს.

უნივერსიტეტის რექტორები მიმართვის ტექსტში სახელმწიფო უნივერსიტეტების, შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპთან.

“თბილისის თაიმსი” მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პარლამენტი განიხილავს საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების, შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა.
დაგეგმილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპთან. ისინი ასევე ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, რომელსაც საქართველო 2005 წელს მიუერთდა ბერგენის სამიტზე. ბოლონიის დეკლარაცია, ისევე როგორც ბოლონიის პროცესის ამის შემდეგ მიღებული თითქმის ყველა კომუნიკე, ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად დასახული მიზნების მიღწევისათვის აუცილებელ პირობად აღიარებს საგნამანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობას. უნივერსიტეტების ავტონომიურობის ეს პრინციპი ასახულია საქართველოს კანონში “უმაღლესი განათლების შესახებ”:

მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი: “ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა”;

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი: “ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას”.
ჩვენი ერთსულოვანი პოზიციაა, რომ აღნიშნული საკანომდებლო ცვლილებები არ უნდა გავრცელდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზუსტად ისევე, როგორც, კანონპროექტის მიხედვით, ისინი არ ვრცელდება მარეგულირებელ ორგანოებზე. როგორც მარეგულირებელი ორგანოების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში ამ ინსტიტუტებისათვის დასახული მიზნების მიღწევისა და მათი განვითარების საფუძველს წარმოადგენს ავტონომიურობა, რაც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამიტომ გამონაკლისი, დაშვებული ერთ შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მეორე შემთხვევაზეც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით იქნება უზრუნველყოფილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია საკანონმდებლო დონეზე”, – ნათქვამია რექტორების მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს შოთა რუსტაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორები.

09.12.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“დღეს საქართველოს მოსახლეობა ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით უარს უნიათობას”

დავით ბაქრაძე: ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილების უარყოფას ვერ გარისკავს

9 years ago
რომელი მედიკამენტები იწვევს მეხსიერების გაუარესებას და რა უნდა იცოდეთ იმ პრეპარატებზე, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღიურად სვამთ – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

რომელი მედიკამენტები იწვევს მეხსიერების გაუარესებას და რა უნდა იცოდეთ იმ პრეპარატებზე, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღიურად სვამთ – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

3 years ago
„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრების ციკლი დაიწყო

„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრების ციკლი დაიწყო

9 years ago
,,სნაიპერმა, ეზოში მოსაწევად გასულს, სამი ტყვია ესროლა…” – ,,კრიმინალური ავტორიტეტის”, თემურ ახუბას მკვლელობის დეტალები

,,სნაიპერმა, ეზოში მოსაწევად გასულს, სამი ტყვია ესროლა…” – ,,კრიმინალური ავტორიტეტის”, თემურ ახუბას მკვლელობის დეტალები

3 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by