• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10734217_767104360047309_5884956573567687453_nორი წლის განმავლობაში მთავრობამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კომპლექსური და მასშტაბური ღონისძიებები გაატარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში”, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საქმიანობის პრეზენტაციაზე განახცადა.

მისივე თქმით, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადადგმულმა ნაბიჯებმა წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანა.

“ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ სათანადოდ დაფასდა მშრომელი ადამიანების – გლეხის, ფერმერის, მეწარმის შრომა. ჩვენ დაგვხვდა გაპარტახებული, დაცლილი სოფელი, სადაც აღარ არსებობდა ელემენტარული პირობები ნორმალური ცხოვრებისათვის. ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს და ყოველმხრივ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. დღეს გლეხები გრძნობენ მთავრობის მხარდაჭერას საქმით, კონკრეტული ნაბიჯებით, რეალური თანადგომით და ეს მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები და გეგმები სოფლის მეურნეობის სფეროში.

“ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავიწყეთ “შეღავათიანი აგროკრედიტისა” და “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების” პროექტების განხორციელება. ეს პროექტები წარმატებით მიმდინარეობს. “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში უკვე 670 მილიონი ლარის 25 ათას 241 სესხი გაიცა. დაფინანსდა 89 ახალი საწარმო და მათგან უკვე გახსნილია 86, გაფართოვდა და გადაიარაღდა 580. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 35 დარგი დავაფინანსეთ. მათ შორის არის ღვინის წარმოება, მესაქონლეობა-მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, თხილის, რძის გადამუშავება, პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, რაც შეეხება “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების” პროექტს, უკვე დამტკიცდა 16 პროექტი და აქედან 11 ბიზნესპროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. პროექტების ჯამური ინვესტიცია 22 მილიონ ლარზე მეტია.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით ჩვენი ქვეყნის რეგიონები კიდევ უფრო მომძლავრდებიან და ადგილობრივი მოსახლეობა წელში გაიმართება. ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის პროექტი “აწარმოე საქართველოში”, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების დიდ შესაძლებლობებს და იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შესაძლებლობები იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი პროდუქცია. ჩვენ უკვე დავაფინანსეთ პროექტები, რომლებიც მეცხოველეობა-მეფრინველეობის, ზღვის პროდუქტების გადამუშავების, სასათბურე მეურნეობის განვითარების კუთხით ძალიან პერსპექტიულია.”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აგროკრედიტის პროგრამის დახმარებით ფერმერებს სრულიად სხვა შესაძლებლობები გაუჩნდათ – მათთვის გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსები.

“მთლიანად, სამივე პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 105 საწარმო. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის ხელშეწყობით დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უშუალოდ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარება მოუტანს ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

11.12.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

კახა კალაძე მხარდამჭერებს: შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები – მზად ვართ, გავიზიაროთ

9 years ago

თბილისში საბერძნეთის კრიზისსა და ქართულ გამოწვევებზე იმსჯელეს

11 years ago
კახა კალაძე – „ქართული ოცნება” პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი

კახა კალაძე – „ქართული ოცნება” პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი

6 years ago
“გარდაცვლილი კაცის ჯიბეში წერილი იპოვეს… შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო” – ისანში მომხდარის დეტალები

“გარდაცვლილი კაცის ჯიბეში წერილი იპოვეს… შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო” – ისანში მომხდარის დეტალები

9 months ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by