• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენი კოლეგა საქართველოში მოიწვია

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილმა თურქმენი კოლეგა საქართველოში მოიწვია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
10845961_372549122913367_9196353993418090146_nთურქმენეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც ოფიციალური პირების გარდა თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ოგუზხანის“ საპრეზიდენტო სასახლის დარბაზში სახელმწიფოთა ჰიმნების შესრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდინეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორად განიხილავს ცენტრალური აზიის რეგიონში. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ყველა სფეროს მიმართულებით უნდა განვითარდეს, რისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოთაშორისი მუდმივი დილოგის  შენარჩუნება ყველა დონეზე.

როგორც პრეზიდენტების, ისე დელეგაციების შეხვედრისას გამოითქვა სურვილი თანამშრომლობა გაღრმავდეს ეკონომიკის, კერძოდ კი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცების სურვილის დასტურია საქართველოში თურქმენეთის საელჩო გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, იგეგმება ანალოგიური შეთანხმების გაფორმება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც, რომელიც ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხს ითვალისწინებს. ქართული მხარის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის განზრახვას ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს მზარდ  ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული – ნეიტრალიტეტის დღე მიულოცა, რომელიც თურქმენმა ხალხმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე – 12 დეკემბერს აღნიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.  გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოწვევა მიიღო და განაცხადა, რომ აუცილებლად ესტუმრება საქართველოს. შეხვედრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს უმაღლესი რანგის ვიზიტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ახალი იმპულსი იქნება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარებისათვის.

შეხვედრისას განხილულ თემებს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ვაშაკიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.

15.12.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებული სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას

9 years ago
თბილისი მეექვსე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი მეექვსე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

12 years ago
რუსთაველის და თავისუფლების მეტრო შეფერხებით მუშაობს

რუსთაველის და თავისუფლების მეტრო შეფერხებით მუშაობს

8 years ago
CNN: ტრამპის ინტერესები აფრიკაში –  ჩინეთისა და აშშ-ს დაპირისპირების ახალი საგანი

ექიმი: დონალდ ტრამპი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია

8 years ago

ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს სახელებს. „თაგვისარა - ბევრმა იცის ბევრმა არ იცის, ანთების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე...

მეტის ნახვაDetails
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026
კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

06/10/2026
ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026
  • მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო 06/10/2026
  • კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by