• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნოდარ ხადური: "გერმანული მხარე განაგრძობს საქართველოს 20-წლიანი დახმარების პროცესს“

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები დასრულდა.

ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა, ანეტე ზაიდელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

“გერმანული მხარე განაგრძობს საქართველოს 20-წლიანი დახმარების პროცესს. დღეს ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოძებნას კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ეს არის, როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ოქმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა, ანეტე ზაიდელმა.

“საქართველოსთან 1992 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა. საქართველო წარმატებულად ახორიელებს ამ პროექტებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომავალშიც ჩვენ ძალიან წარმატებულ ნიადაგზე გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, – ანეტე ზაიდელმა.

მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი, ასევე, გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები, კერძოდ, განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, რომლებიც გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები, ხოლო გერმანიის მხრიდან – გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლო მოლაპარაკებები თბილისში 2011 წლის 19-20 ოქტომბერს შედგა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა. გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში ახორციელებენ განვითარების პროექტებს – გრანტების, შეღავათიანი სესხების და ტექნიკური დახმარების სახით.

ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე ნოდარ ხადურმა და ანეტე ზაიდელმა პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.

16.05.13

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს
ახალი ამბები

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026
„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

09/09/2026
თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

საინტერესო

ეუთო-ს  საბჭოს  საგანგებო სხდომებზე  საქართველომ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო

ეუთო-ს საბჭოს საგანგებო სხდომებზე საქართველომ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო

13 years ago
უკრაინის საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში დაგმო ხელისუფლების პოლიტიკა და თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში დაგმო ხელისუფლების პოლიტიკა და თანამდებობიდან გადადგა

13 years ago
კახა კალაძე: “არ დავუშვათ, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას”

კახა კალაძე: “არ დავუშვათ, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას”

12 years ago
ცნობილია, მსახიობ ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი

ცნობილია, მსახიობ ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი

2 years ago

ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ კითხვების სტუმარი, პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგიაა. თათიას პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად საუბრობს და ამბობს,...

მეტის ნახვაDetails
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • „ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია 09/12/2026
  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან 09/09/2026
  • „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი 09/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by