• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Euronews: ევროკავშირის ახალი ფინანსური დახმარება უკრაინას და მოლაპარაკებები რუსეთისთვის სანქციების გაზრდაზე

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
Euronews: ევროკავშირის ახალი ფინანსური დახმარება უკრაინას და მოლაპარაკებები რუსეთისთვის სანქციების გაზრდაზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენიმე  დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2015 წლის დასაწყისში ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ეს ფინანსური დახმარების რიგით მესამე პაკეტია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი პეტრე პოროშენკოს სატელეფონო საუბრისას სამომავლო გეგმები გააცნო და 2015 წლის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებითაც ესაუბრა. როგორც პოროშენკოს პრესსამსახური ავრცელებს, ევროკავშირისა და საერთაშორის – საფინანსო ორგანიზაციებს შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთქმედების საკითხების განხილვა უკრაინასთან მალე აქტიურ ფაზაში შევა. ევროკომისია კი აცხადებს რომ, იუნკერი, პოროშენკოს მოწვევით, მზადაა მომდევნო წლის დასაწყისში ესტუმროს უკრაინას.

10887965_896282237069720_459863548_n ევროკავშირისა და უკრაინის დროშები

ევროკავშირის მიერ უკრაინისადმი გაწუელი ფინანსური დახმარებები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროპა დაეხმარება უკრაინას განვითარებაში, დახმარების პაკეტი ფულემ რამდენიმე წელზე გათვალა.

10878947_896282263736384_1746614379_oევროკომისიის პრეზიდენტი – ჟან კლოდ იუნკერი

2014 წლის შეფასებით, ევროკავშირმა უკრაინას საერთო ჯამში 1,61 მილიარდი ევრო გამოუყო, ბოლო ფინანსური გადარიცხვა განხორციელდა 3 დეკემბერს, როდესაც ევრო გაერთიანება ქვეყანას 500 მილიონით დაეხმარა. აღნიშნული ფინანსური დახმარებების პარალელურად ქვეყანა ცდილობს, რომ ევროპის მითითებები შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკება 24  და 26 ოქტომბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პეტრე პოროშენკომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან:  ფრანსუა ოლანდთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მიაღწია. მხარეები შეთანმხდნენ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გაყვანისა და ყველა მძევლის განთავისუფლების შესახებ.

 10884602_896282240403053_710376362_nუკრაინის პრეზიდენტი  –   პეტრო პოროშენკო

ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. პრორუსულმა სეპარატისტებმა უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვა ისევ დაიწყეს. 22 დეკემბერს კი ქალაქ მარიუპოლთან  რკინიგზის ხაზი ააფეთქეს, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სარკინიგზო მიმოსვლა და საზღვაო პორტის მუშაობა მხოლოდ გუშინ ნაშუადღევს აღდგა.

ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე ზეწოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ გამოცემაში განაცხადა, რომ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამოფორმებასა და საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას რუსეთი აუციელებლად შეუშლის ხელს. კანცლერის თქმით, ის მოვლენები რაც დღეს უკრაინაში ხდება პირდაპირი წინასწარმეტყველებაა იმისა, რაც მოხდება მომავალში ჯერ მოლდოვასა და შემდეგ საქართველოში.  გერმანელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ  ევროპამ ახლა უნდა ჩვენოს ძალა, რათა მომავალში შედეგები ისეთივე მძიმე არ იყოს, როგორიც უკრაინაშია. ევროპულ გამოცემაში ფიქრობენ, რომ პესიმისტური შეხედულება იმის შესახებ, რომ რუსეთს სანქციები არ შეაშინებს და იგივე სცენარით იმოქმედებს საქართველოში და მოლდოვაში უსაფუძვლოა. თუმცა, ფაქტია რომ რუსეთი გაყინული კონფლიქტებით ამ სამ ქვეყანას პრობლემებს უქმნის. ამ სამ კონფლიქტში კი დნესტრისპირტეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები იგულისხმება.

10893748_896282243736386_1682903346_nსეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში

 ევროკომისიის შეფასებით,  რუსეთის დესტაბილიზაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე კონტროლს ექვემდებარება. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა მერკელის მოსაზრება, სადაც ის ამბობს, რომ ასობით ადამიანის სიკვდილი მხოლოდ რუსული ამბიციების დამსახურებაა:

10888297_896282257069718_1685310760_nგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

 „საკუთარი გავლენის გაძლიერების მიზნით, კრემლი ცდილობს რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული გახადოს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე თვალის დახუჭვა არ შეუძლება და მიმაჩნია,რომ რუსეთთან დაკავშირებით ევროპის ერთიანი პოზიცია სწორია. დიახ, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და გავუმკაცრებთ სანქციებს რუსეთს“.  

ევროპულ გამოცემებში აქტიურად განიხილავენ პოლიტიკური ანალიტიკოსის, ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსაზრებას, რომელიც ფიქრობს რომ უკრაინა ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი, შორეულ პერსპექტივაში კი ეს რუსეთის გეოპოლიტიკურ მომავალზეც მოახდენს ზეგავლენას.  რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები ისტორიულად შეუქცევადია, რომელიც გეოპოლიტიკურ გარდაქმნებს გამოიწვევს.

10893409_896282250403052_1843691252_nპოლონელი პოლიტოლოგი,სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი

ბჟეზინსკის გავრცელებულ მოსაზრებაში საინტერესოა ის ეპიზოდი, სადაც მვლევარი რუსეთის ევროპულ სივრცეში გაერთიანებას პროგნოზირებს. მისი თქმით, უკრაინა ნამდვილად გახდება დემოკრაული ევროპის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით, ამას რუსეთიც გააკეთებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ იგი საკუთარ იზოლაციას არ მოახდენს და არ გახდება ნახევრად ინერტული, იმპერიალისტური გადმონაშთი.

ამერიკელი ექსპერტების ფიქრობენ, რომ 2015 წლის დასაწყისში ევროკავშირსა და უკრაინას შორის გარკვეული შეთანხმება უნდა შედგეს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს კიევის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, უკრაინელება კი უნდა გააცნობიერონ, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელები არ არიან აღტაცებული იმ ფაქტით, რომ მათი ფული კიევის ამჟამინდელ კორუმპირებულ ელიტას მოხმარდება.

„უკრაინამ უნდა დაანახოს ევროპას, რომ ის ევროპული ღირებულებების ერთგულია,“ –  წერს ზბიგნევ ბჟეზინსკი – „ უკრაინის ევროპულ მომავალს უკრაინელებში ახლად გამოღვიძებული პატრიოტიზმი განსაზღვრავს, რომელიც ნასაზრდოებია უკრაინის ისტორიული იდენტობის აღქმით და იმის გააზრებით, რომ უკრაინა კულტურად არის არა „დედა რუსეთის“, არამედ ევროპის ნაწილი”.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ მოსკოვის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მიზანია ძველი რუსული იმპერიის მსგავსი, თანამედროვე საბჭოთა კავშირის შექმნა.  ბჟეზინსკი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული ეს იდეა ნასაზრდოებია ქვეყნის იმპერიული წარსულით.

10846999_896282300403047_1364460884_n„რუსეთის იმპერიის რეალური ტერიტორიები“ – რუსული გეოპოლიტიკური სკოლის  ( XX ს.)  მიერ შექმნილი რუკა

„რუსეთს არ შესწევს ძალა, რომ აღადგინოს იმპერია. ის საკმარისად ძლიერი არ არის, გარდა ამისა, არაერთი ისეთი პრობლემის წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც ძალიან რთულია. მათ შორისაა ეკონომიკური და მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისი. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ის ვერ შეძლებს ისტორიული თუ გეოპოლიტიკური წარსულის დაბრუნებას, ეს უნდა გაიაზროს იქამდე, სანამ უკრაინაში განვითარებული სცენარით სხვა ქვეყნებში არ დაუწყია მოქმედება“.

10877849_896282253736385_1566470389_n ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი

 კვირის დასაწყისში უკრაინაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება შეიძლება 2 მილიარდი ევროს ოდენობით გამოიყოს. ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა  EURONEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტუსკთან ინტერვიუში ნათქვამია,რომ სოლიდურ თანხას კივს შეერთებული შტატები, კანადა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოუყოფს.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ევროკავშირი და აშშ შეთანმხდნენ, რომ აუცილებელია სანქციების კოორდინირება, მისი გაზრდა, სერაპატისტების წინააღმდეგ ზომების გაძლიერება და ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკის გაფართოება. დეკემბრის დასაწყისში, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის ევროკომისარმა მიგელ არიას კანიეტემ  და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარომ შევჩოვმა, რომელიც რუსეთთან გაზის საკითხებზე მოლაპარაკებას კურირებს, განაცხადა რომ საბჭო მხარს დაუჭერს ამერიკიდან ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტს, რაც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

10866880_896282247069719_1704953474_n ჯონ ქერი

სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადებით, სანქციებმა რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაზე უარი ვერ ათქმევინა, თუმცა სერიოზული ზიანი მიაყენა რუსულ ეკონომიკას. ქერი ვარაუდობს, რომ რუსული ეკონომიკა 2015 წლისთვის მძიმე რეცესიის ფაზაში შევა. სახელმწიფო მდივანმა რუსული მხარე მინსკის შეთანხმების დარღვევაში და უკრაინაში მოქმედი პრორუსი სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.

ევროკავშირი სანქციების გაზრდას რუსული სამხედრო აქტივობის პირდაპირპროპორციულად გეგმავს.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

კატალონიაში რეფერენდუმზე კენჭისყრა მიმდინარეობს

კატალონიაში რეფერენდუმზე კენჭისყრა მიმდინარეობს

9 years ago
აფბა – „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდა  კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს   

აფბა – „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდა  კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს  

8 years ago
“ყველაფერი გაკეთდება, რომ  ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”

ირაკლი კობახიძე: ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოვა

8 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისელებს ქუთაისობის დრესასწაულს ულოცავს

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by