სახელმწიფოსთვის კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ გარანტიაა ენის სწორედ მართვისა და გამოყენებისთვის. სახელმწიფო ენა ერთ-ერთი ნიშანია სახელმწიფოებრიობის, იგი მანიშნებელია სახელმწიფოს ერთიანობისა და სიძლიერის. საქართველოში კვლავ არ არსებობს კანონპროექტი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფოს ენად გამოაცხადებს და გაწერს მის როლს და ფუნციებს მთელს ქართულ ტერიტორიაზე. ქართულმა ენამ სახელმწიფო სტატუსი 1918 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ მიიღო, მაგრამ ბოლო ათწლეულია ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი მხოლოდ კონსტიტუციითაა უზრუნვებელყოფილი. საჭიროა ჩარჩო კანონის მიღბა, რომელშიც გაშლით და დაზუსტებით იქნება განმარტებული ქართული ენის სახელმწიფოებრივი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ინიცირება მოახდინეს პარლამენტში, მისი დამტკიცება ჯერ კიდევ არ მომხდარა. რამოდენიმე დღის წინ თსუ-ს პროფესორებმა და მეცნიერებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, სადაც ითხოვენ, რომ ახლომომავალში მოხდეს ჩარჩო კანონის დამტკიცება. აღნიშნულ განცხადებას პარელამენტის მხრიდან მოჰყვა თუ, არა რეაგირება, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ჩარჩო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ ფარგლებში, რას წარმოადგენს ქვეყნისთვის ამ კანონის არსებობა, ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ლადო პაპავას, ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ავთანდილ არაბულს ესაუბრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტოს პროფესორებმა და მეცნიერებმა ახლახანს გაავრცელეთ მიმართვა საქართველოს პარლამენტის მიმართ და სთხოვეთ, რომ ხელი შეუწყონ “საქართველოს სახელმწიფო ენის” შესახებ კანონის მიღებას, თუ მოჰყვა თქვენს მიმართვას გამოხმაურება?
– ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება მოყოლია…
როგორ ფიქრობთ, რატომ ფერხდება კანონის შემუშავება, რატომ ვერ შეძლო ვერცერთმა მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ მისი მიღება?
– ამ კითხვაზე საპასუხოდ ძირითადად მაინც მარჩიელობა მომიხდება, ამიტომ პირდაპირი პასუხისაგან თავს შევიკავებ. მთავარია, რომ თუნდაც ეხლა ჩამიყალიბდეს პარლამენტი და მიიღოს კანონი “საქართველოს სახელმწიფო ენის” შესახებ.
თუკი მიმართვა არ იქნება ყურადღებული და გათვალისწინებული რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რას მოიმოქმედებთ, რათა თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?
– ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.
რას გულისხმობს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი?
– კონსტიტუციით გარანტირებულია ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი, თუმცა კონსტიტუციით ყველა ნიუანსი ვერ გაიწერება, ამიტომაცაა აუცილებელი სპეციალური კანონის მიღება.
რატომ გახდა საჭირო ახალი ჩარჩო კანონის მიღება?
– მსგავსი კანონი ყველა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს აქვს. თანაც ეს კანონი გაამახვილებს ყურადღებას საქართველოში სახელმწიფო ენის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.
ენათმეცნიერებისა და იურისტების მიერ რა ახალი რეალიებია გათვალისწინებული ჩარჩო კანონის ფარგლებში? რა გამოწვევებს პასუხობს იგი?
– ჩვენ განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ცნობილი ენათმეცნიერები და იურისტები. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა იმდენად რომელიმე კანონპროექტზე, რამდენადაც ზოგადად ამ სფეროს საკანონმდებლო დარეგულირებაზე.
საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული:
„კანონი შემუშავებულია და ის საკმაოდ დახვეწილი კანონპროექტია. მას საფუძვლად უდევს 2003 წლის კანონპროექტი და ახლა ის უფრო გაუმჯობესებულია და საკმაოდ სრულყოფილია. მის შმუშავებისას გათვალისწინებულია მრავალი ქვექნის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი საკმაოდ ლიბერალურად არის შდგენილი, ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ასევე არაქართულ მოსახლეობას კანონის ფარგლებში დაიცვან საკუთარი ენაც. ამიტომ, ვფიქრობ კანონპროექტი თავისთავად არ არის მიზეზი იმისა, რომ მას არ ამტკიცებენ. კანონპროექტი ინიცირებულია კომიტეტის მიერ პარლამენტში, მაგრამ არსებობს რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური მოსაზრებები რის გამოც გვიანდება მისი მიღება. ბევრი არასამთავრობო თუ ოპოზიციური პარტია იყენებს ამას პოლიტიკური სპეკულაციისათვის, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. როგორც ჩანს, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამ საკითხზე მუშაობა სასურველი ტემპით არ მიდის წინ.
საზოგადოებრივი მოთხოვნა საკმაოდ ძლიერია. ქუჩაში რომ გახვიდეთ და ხალხს კითხოთ არის თუ არა საჭირო სახელმწიფო ენის დაცვა და კანონის მიღება სახელმწიფო ენის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ათიდან ათი თუ არა ცხრა აუცილებლად იტყვის, რომ – აუცილებელია. ჩვენ მუდმივად გვირეკავენ და გვეუბნებიან რატომ არ ვიცავთ ენას და რატომ არ ვზრუნავთ მასზე. რათქმაუნდა საზოგადმოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მაინც პარლამენტის პრეროგატივაა. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ პარლამენდი დაამტკიცებს ამ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების აქტიურობა გახდება საჭირო. კანონი რომელიც დღეს გვაქვს ითვალისწინებს ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსს საქართველოში. კანონი არ არის გაშლილი და დაკონკრეტებული. იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი საგანგებო კანონით, ჩარჩო კანონი პუნქტობრივად გაწერს კონსტიტუციით დადგენილ კანონს. მასში იქნება გაწერილი კონკრეტული დებულებები. მაგალითად: რა ვალდებულებები აკისრია მასმედიას, განათლების სამინისტროს, მეცნიერებს. უნდა იყოს დაფიქსირებული ქართული ენის როლი სარეკლამო ბაზრებზე და ასე შემდეგ. ქართული ენა უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფო ფუნქციონირების თვალსაზრისით.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:
„კანონი სახელმწიფო ენის შესახებ შევიდა შევარდნაძის დროინდელ პარლამენტში 2003 წელს. მაშინ დაიწყეს მისი განხილვა, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო არ მიიღეს. ხოლო მომდევნო 2004 წელს, როცა მოვიდა ახალი პარლამენტი, მათ საერთოდ გააქრეს კანონი და ვერ მივხვდით რატომ, რისთვის და ვინ იყო დაინტერესებული, იმით, რომ სახელწიფო ენის კანონი არ ჰქონოდა ქვეყანას. საბედნიეროდ ამ პარლამენტმა მიიღო და დაიწყო განხილვა და მაქვს იმედი წარმატებით დამთავრდება.
ჩვენ, ვისაც გვაინტერესებს, რომ ქვეყანაში გვქონდეს სახელმწიფო ენა, რომელსაც ექნება თავისი კანონი, მას ეყოლება სახელმწიფო როგორც მრჩეველი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავაჯეროთ კანონის მიღების აუცილებლობაში ისინი ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს. პიროვნებებს, რომლებიც ამ კანონის მიღების, მოწინააღმდეგენი არიან, ამ წუთში ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, რომ ყოვნდება ფაქტია. დაყოვნების მიზეზიც არ არის ჩვენთვის მთლად ნათელი. კანონმა ყველანაირი ექსპერტიზა გაიარა, ევროპული, ადგილობრივი და ა.შ. კანონი არის მიყვანილი იმ მდგომარეობაში, იმ კონდიციამდე, რომ მისი მიღება შეიძლება. განხილვები შედგა საპარლამენტო კომიტეტში, შედეგები იყო დადებითი, მაგრამ პლენარულ სხდომაზე ჯერჯერობით მაინც არ გააქვთ. იმდეი მაქვს, რომ გაიტანენ. კონსტიტუციაში ენის შესახებ წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და აფხაზეთში აფხაზური ენა. ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია ენის შესახებ, ეს უნდა გაიშალოს.
ჩარჩო კანონში გაწერილია თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ენა, რა ფუნქცია აკისრია მას, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება სახელმწიფო ენის მიმართ, როგორი უნდა იყოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეების დამოკიდებულება, რა ვალდებულებები გვაკისრია ჩვენ, ნებისმიერ ჩვენგანს სახელმწიფო ენის წინაშე. ამ კანონში კარგად არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო ენას რა ფუნქციები აკისრია. სახელმწიფო ენას სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე აქვს უპირველესი ენის ფუნქცია ეს უნდა იყოს საქმის წარმოება, სამართალ წარმოება, განათლება თუ ა.შ. დავკონკრეტდები, ქალაქში, რომ გახვალთ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენ ქართულ ქალაქში ხართ. დღეს ქუჩებში გაივლი და ვერ მიხვდები ევროპის შუაგულში ხართ თუ საქართველოს დედაქალაქში წარწერებიდან გამომდინარე. აი ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს. სახელმწიფო ენას უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია და როლი, არასახელმწიფო ენებს თავისი. კონსტიტუციურად გამიჯნულნი უნდა იყვნენ ისინი კანონმდებლობის დონეზე. იმის შემდეგ, რაც მიღებული იქნება სახელმწიფო ენის კანონი, დადგება საკითხი არასახემწიფო ენების კანონის შესახებ, ანდა რამე უფრო კანონქვემდებარე აქტების შესახებ. ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით ავსებს. ვიღაცას ეშინია, რომ თუ ჩევენ მივიღებთ კანონს სახელმწიფო ენის შესახებ ამით ჩვენ დავკარგავთ სხვა ენებს. პირიქით ეს იქნება საფუძველი სხვა ენებისათვის, რომ მათ კონსტიტუციის კანონმდებლობის ფარგლებში ჰქონდეთ ყველა ის უფლება, რაც მათ ნორმალურ ცივილიზებულ სახელწიფოში ეკუთვნით.“
08.01.15
თამარ გვირჯიშვილი





