სოციალისტური რესპუბლიკა – ეს არის რესპუბლიკური მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც წესებსა და ჩარჩოებში არ არსებობს. ამ მმართველობის ფორმამ მეოცე და უკვე, ოცდამეერთე საუკუნეში მრავალგვარი ტრანსოფრმაცია განიცადა. დღეს, როდესაც სოციალისტური რესპუბლიკების დახასიათებას ცდილობენ, მოჰყავთ კონკრეტული მაგალითები. კლასიკური მაგალითია საბჭოთა სოციალისტური კავშირი, საშუალო – ჩინეთის სოციალისტური რესპუბლიკა და ამ მმართველობის ყველაზე სასტიკი ფორმა – კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.
სოციალისტური რესპუბლიკების არსებობის ისტორიაში ჩინეთი განსხვავებულ ადგილს იკავებს. ესაა ქვეყანა, რომელმაც გახსნილი საბაზრო ურთიერთობებითა და მჭიდრო კავშირებით შეძლო ის, რაც აქამდე ნებისმიერი ქვეყნისთვის რთული იქნებოდა. ანალიტიკოსები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ მიღწევად აფასებენ იმას, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ, ჩინეთმა ბოლო 35 წლის განმავლობაში განიცადა ეკონომიკური ტრანფორმაცია.
ჩინეთის ყოველდღიურად მზარდი ეკონომიკა, მისი როლისა და მნიშვნელობის ზრდა მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობებში, დიდ ინტერესს იწვევს ამ სახელმწიფოს მიმართ. ყველასთვის ნათელია, რომ ჩინეთს აქვს ძალიან მზარდი პოტენციალი და შეუძლია ახლო მომავალში უდიდესი როლი შეასრულოს მსოფლიო ეკონომიკაში, რისი ნიშნებიც ამჟამად, აშკარად, იკვეთება.
პორტი ჩინეთში და გადასაზიდვად გამზადებული ჩინური პროდუქცია
ამ ყველაფერს ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე და ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ქრონოლოგიურად, რომ მივადევნოთ თვალი მოვლენებს აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, ანუ მას შემდეგ რაც ქვეყანაში ძირითადი ეკონომიკური რეფორმები პირველად განხორციელდა.
ჩინური საქონლის გადაზიდვის პროცესი
დასავლელი მეცნიერები დღემდე რჩებიან იმ აზრზე, რომ ამ ქვეყნის მსგავსი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, განპირობებულია სწორი სავაჭრო პარტნიორების ძებნაში. ამის საილუსტრაციოდ მათ მოჰყავთ აფრიკის მაგალითი.
ჩინეთსა და აფრიკას ურთიერთობის დიდი ხნის ისტორია გააჩნიათ, თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება 2000 წლიდან, როდესაც შეიქმნა “ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი”. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩინეთსა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მუდმივად იმართება ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრები. პირველივე ფორუმზე შედგა 2000 წელს, სადაც მიღებულ იქნა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: “პეკინის დეკლარაცია” და “ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის პროგრამა სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის”.
აფიკელი ბავშვები ჩინეთის დროშით ხელში
ჩინეთი აფრიკის სახელმწიფოებს ყოველთვის უწევდა და უწევს სხვადახვა სახის დახმარებას, იქნება ეს ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა.
ის დღემდე ცდილობს გააძლიეროს თავის ეკონომიკური გავლენა რეგიონის მასშტაბით და მოიპოვის მოკავშირეთა მაქსიმალური რაოდენობა აფრიკის კონტინენტზე.
ქვეყანა ზრდის სავაჭრო კავშირებსაც “შავ კონტინენტზე”. მისთვის სავაჭრო ბრუნვა აფრიკის ქვეყნებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარით იზრდება.
და მაინც, რატომ მაინცდამაინც აფრიკა? აფრიკას გააჩნია ბუნებრივი რესურსების უდიდესი მარაგი. კონტინენტი არის უმდიდრესი რეგიონი სასარგებლო წიაღისეულით. ქვანახშირი, რკინა, სპილენძი, ოქრო, ალმასი და სხვა რესურსები აფრიკის მთავარი სიმდიდრეა.
კონტინენტი ასევე მდიდარია ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსებითაც. კერძოდ, ნიგერია, ლიბია, ეგვიპტე და ალჟირი ნავთობის მოპოვების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების ოცეულში შედიან.
თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა ჩინეთი ხომ ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა, და რატომ ამახვილებს ის მეტ ყურადღებას ბუნებრივ აირზე? ის საკუთარი რესურსებით მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ამიტომ ესაჭიროება მას რესურსებით მდიდარი აფრიკის კონტინენტი.
სამხრეთ აფრიკისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა
ჩინეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფრიკას, როგორც ერთ-ერთ უდიდეს გასაღების ბაზარს. აფრიკა თავისი მილიარდიანი მოსახლეობით უდიდესი პოტენციური ბაზარია, ამიტომაც დიდია დაინტერესება არა მარტო ჩინეთის, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. თუმცა ის ფაქტია, რომ აფრიკა უღარიბესი კონტინენტია, ამიტომ მოსახლეობას არ შეუძლია ევროპულ და ამერიკულ ძვირადღირებული პროდუქციის შეძენა. სამაგიეროდ, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ჩინური ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც თავისუფლად ასაღებენ წარმოებულ ჩინურ იაფ პროდუქციას.
ფაქტი, რომ ჩინეთს აქვს განზრახვა მოიპოვოს ზეგავლენა საერთაშორისო დონეზე ნათელია, ამ მიზნის განხორციელება კი მან დაიწყო რეგიონული ზეგავლენის მოპოვებით, რაც აშკარად იკვეთება ჩინეთის აფრიკასთან ურთიერთობებში. თუმცა, ეს ურთიერთობები მხოლოდ ეკონომიკური არ არის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩინეთი ასეთ სიძლიერეს მხოლოდ ეკონომიკური ზრდით ვერ მიაღწევს. და თუ კი ბაზარი განსაზღვრავს პოლიტიკას, არც ეს უკანასკნელი ჩამორჩება მას. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთს აფრიკის კონტინენტისადმი ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ინტერესებიც ამოძრავებს.
პირველ რიგში, მისი მიზანია მეგობრული ურთიერთობების დამყარება აფრიკის ქვეყნებთან, რათა მათგან მიიღოს დახმარება ტაივანის საკითხის მოგვარებაში. მას, რა თქმა უნდა, არ სურს რომ მსოფლიომ აღიაროს ტაივანი, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ აფრიკის მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს უკვე შენარჩუნებული დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან. მეორეც, ჩინეთს სჭირდება ხმები და მხარდამჭერები გაეროში და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა შეინარჩუნოს საგარეო პოლიტიკური კურსის სტაბილურობა.
ჩინეთი წლების განმავლობაში ძლიერი ეკონომიკის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა. თუმცა, მას არ გაუჭირდა იაპონიის გადასწრება და ბოლო მონაცემებით, 2013 წლის მეორე კვარტალში მისმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა იაპონიის მთლიან შიდა პროდუქტზე 4 მილიარდით მეტი შეადგინა. ჯერ კიდევ გასულ წლებში, ანალიტიკოსები ფიქრობდნენ რომ ჩინეთი მესამე ადგილს დიდხანს არ დასჯერდებოდა, მაგრამ მოვლენების ამგვარმა სწრაფმა განვითარებამ როგორც იაპონია ისე აშშ -ც შეაშფოთა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გარანტირებულად იმის თქმა, რომ ჩინეთი აშშ-ს ეკონომიკას სულ რაღაც 20 წელში დაეწევა შეუძლებელია, რადგან ქვეყანას სხვა მთელი რიგი მოქმედებები აქვს განსახორციელებელი.
მაგალითისთვის, ექსპორტის მხრივ ჩინეთი ლიდერია, მას აშშ მცირედით ჩამოუვარდება და გერმანიის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს. ხშირად, ჩინეთი ხელოვნურ მანიპულაციურ მოქმედებებს მიმართავს და იენს ხელოვნურად აუფასურებს, რასაც მოჰყვება ის, რომ ამერიკელი მომხმარებელი ნაკლები თანხით მეტ ჩინურ პროდუქციას იყიდის. გრძელვადიანად ვალუტით მანიპულირება კი ჩინეთის ეკონომიკას დასუსტებით შეიძლება დაემუქროს. ჩინეთის მთავრობა თვითონვე აზარალებს ქვეყანას, როდესაც გაცვლითი კურსის მანიპულირებით ეკონომიკის წახალისებას ცდილობს. დასავლელი ეკონომისტების აზრით, როდესაც ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკურ სიძლიერეზე პრეტენზია აქვს იმპორტზე მეტი ექსპორტი გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ მას ქვეყნის გარეთ მეტი საქონელი და მომსახურება გააქვს, ვიდრე შემოაქვს. დროთა განმავლობაში რესურსების სიმწირემ და ამის გამო გაძვირებულმა ფასებმა შეიძლება მოულოდნელად თავი იჩინოს. თუ ქვეყანა მხოლოდ ექსპორტს ეწევა, საბოლოოდ იგი რესურსების გარეშე აღმოჩნდება. ასეთი პროგნოზები კი მათ, ვინც ვარაუდობენ ჩინეთის პირველობას ნამდვილად არ აწყობთ.
01.01.15
მასალა მოამზადა
ნათია კეკენაძემ









