• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: რით ამართლებენ რადიკალი ისლამისტები პარიზის ტერაქტს და რას უნდა ველოდოთ ისლამური სახელმწიფოსგან?

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გლობალიზაცია 21-ე საუკუნეში ყველაზე ნათლად სწორედ ტერორიზმით გამოიხატა. ეს უკანასკნელი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა,რომ მსოფლიოში არსებულ ორასზე მეტ ქვეყანას მის წინააღმდეგ ბრძოლა დამოუკიდებლად არ შეუძლია.

7 იანვარს პარიზში მომხდარმა ტერაქტმა მსოფლიოს შეახსენა,რომ 9/11 – ის ტრაგედიიდან ძალიან ცოტა დროა გასული,  ახალი საფრთხე კი „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოდან“ მოდის.  7 იანვარს, ჟურნალ „ჩარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ჟურნალის რედაქტორი, სამი კარიკატურისტი, ექვსი ჟურნალისტი და ორი პოლიციელი ძმებმა შერიფ და საიდ კუაშებმა დახოცეს.

10934059_909568229074454_2730427687397519521_nჟურნალი „ჩარლი ჰებდოს“ რედაქციის მიმდებარე ტერიტორია ტერაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ

ტერაქტთან დაკავშირებით, მსოფლიო გამოცემებში ბევრი დაიწერა. მოსახლეობის უმეტესობამ სოლიდარობა გამოუცხადა საფრანგეთსა და ალაპარაკდა იმ სამომავლო საფრთხეებზე, რასაც მსოფლიო ისლამური სახელმწიფოსგან უნდა ელოდოს. დასავლეთში ამბობენ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ 7 იანვრამდე დაიწყო, ანუ მაშინ როდესაც დასავლურ მედიაში ცნობილი ინგლისური აბრევიატურით არსებულმა სახელმწიფომ, ISIS – მა იმ სახელმწიფოთა რუკა გაავრცელა, რომელშიც ის აპირებდა ტერორისტული აქტების განხორციელებას. რა არის ამ მუქარის მიზეზი ? – პირველ რიგში, ალბათ ის რომ რადიკალი ისლამისტები თანამოძმეებს არწმუნებენ იმაში, რომ ისინი დასავლეთში დაუცველები არიან, ცხოვრობენ შიმშილსა და სიღატაკეში, ამცირებენ მათ და არიან რასობრივი თუ რელიგიური დისკრინიმაციის მსხვერპლნი. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა „სი-ენ-ენ“-ი წერს, რომ ამ მოტივით ბრძოლა ევროპისა და მთლიანად დასავლური სამყაროს წინააღმდეგ გაუმართლებელია, ისინი მხოლოდ საბაბს ეძებენ , რათა გაამართლონ ის ძალადობა, რასაც დღეს ისლამური სახელმწიფო არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც სჩადის.

10900079_909568255741118_7809853942972735149_o ISIS -ის დაჯგუფების წევრები

7 იანვრის პარიზის ტრაგედიასა და ისლამური სახელმწიფოს შორის კავშირი იმ დღესვე გაჩნდა, ეს შეხედულება კი გამყარდა მაშინ, როდესაც პარიზში მსვლელობის დაწყებამდე ინტერნეტში ვიდეო-მიმართვა გავრცელდა. დასავლურ სამყაროს აჰმედ კულიბალი მიმართავდა, ის საკუთარ თავს ისლამური სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ სწორედ მისი სახელით მოქმედებს. კულიბალი აღნიშნავდა, რომ ჩარლი ებდოზე თავდასხმა სწორედ იქ დაიგეგმა და ის თავად მუშაობდა თავდასხმის გეგმაზე.

10917793_909568219074455_1020809228070373328_oაჰმედ კულიბალის გავრცელებული ფოტო, კადრი ვიდეო მიმართვიდან

მიმართვის ბოლოს ამბობს , რომ გუნდი ორად გაიყო და საბოლოოდ, ძმებს დაევალათ მუჰამედის სახელის უპატივცემულობისთვის შურისძიება. აჰმედ კულიბალმა მიმართვის გავრცელების შემდეგ ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა, ის სპეც-ოპერაციის დროს მოკლეს. პოლიცია ამ დრომდე ეძებს ჩარლი ებდოზე თავდასხმის კიდევ ერთ მონაწილე ქალს,  ჰაიატ ბუმედინს, რომელმაც თურქეთისა და სირიის საზღვარი უკევ გადაკვეთა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტი ძმები დიდი ხანია უკვე „ალ – ყაიდის ქსელი“ წევრები  არიან, ეს უკანასკნელი კი ისლამური სახელმწიფოს გარეშე ბოლო რამდენიმე თვეა აღარ მოქმედებს.გამოცემის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე, იგივე „შარბი“ იქამდე უკვე შეტანილი იყო „ალ–ყაიდის“ მთავარი სამიზნეების სიაში და მას სპეციალურად მიჩენილი პოლიციელი იცავდა.

10801696_909568202407790_1012234145174232297_n ტერაქტის მსხვერპლი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე

 რადიკალი ისლამისტების უკან რეალურად მილიარდების მქონდე ისლამური სახელწიფო დგას. მათი ფონდები დღეში ათასობით გადარიცხვას ანხორციელებენ, მილიონობით თანხა საუდის არაბეთის შეიხების, შიიტი აიათოლების საბანკო ანგარიშებზე ირიცხება, თანხა კი მათი თქმით, სწორედ ევროპაში მცხოვრებ დაუცველ ისლამისტებს უნდა მომხარდეს. სინამდვილეში კი ასე არ ხდება. უკვე აღვნიშნეთ, რომ ისლამური სახელმწიფოს აგრესია მხოლოდ დასავლეთისკენ არაა მიმართული. თავად, ისლამური ფუნდამენტალიზმის მკვეთრი მახასიათებელია ორაზროვანი პოლიტიკა და შეუთანმხლებლობა, რომელშიც  გამარჯვებული ყოველთვის ის გამოდის , ვისაც ბევრი ფული აქვს. ეს ერაყის სამოქალაქო ომის დროსაც გამოჩნდა, სადაც შიიტი და სუნიტი ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება სწორედ ისეთივე სისხლიანი იყო, როგორიც ის ტერაქტებია რომლებიც დასავლეთში ხორციელდება. ISIS სასტიკად უსწორდება ტყვეებს და სამოქალაქო პირებს. „ისლამური სახელმწიფო“ მონაწილეობს უპრეცედენტო მასშტაბის ეთნოწმენდაში და შიშისა და ტერორის ქვეშ ამყოფებს მუსლიმ მოსახლეობას.

10931690_909568222407788_2259608623491430947_oISIS -ის მებრძოლები სირიაში

ისლამისტების ვიდეო თუ წერილობით განცხადებებში ნათქვამია, რომ საფრანგეთში ასეთი ტერაქტი ჯერ კიდევ გასული საუკნეების გამოძახილი იყო. ფიქრობენ, რომ ასეთ განცხადებებში ისლამისტები ყურადღებას ამახვილებენ საფრანგეთის იმპერიალისტურ წარსულზე. დღეს პარიზში ბევრი მუსლიმი გარესამყაროსგან იზოლირებულ გეტოში ცხოვრობს, უმუშევრობა და ეს იზოლაცია სწორედ კრიმინალისკენ უბიძგებს მათ. ბრიტანეთის მუსლიმური საჯარო საქმეების კომიტეტის დამფუძნებელი ასღარ ბუხარი ამბობს, რომ საფრნაგეთში მუსლიმთა კლასი საკმაოდ დემონიზირებულია. ისლამური სახელმწიფოს ამ განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მუსლიმებს მართლად შეურაცხყოფენ და თავს ესხმიან ძალაუფლების სტრუქტურები, –  „ამ საზიზღარმა კარიკატურებმა მათი ცხოვრება კიდევ უფრო გააუარესა. რასისტული სტერეოტიპები მათ შესახებ კიდევ უფრო გამყარდა“  – წერს ასღარ ბუხარი. ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მოტივებითაა განხორციელებული ისლამური სახელმწიფოს ეს მოქმედებები. თუმცა, ძალადობა გაუმართლებელია და ადამიანთა სიცოცხლის ხელსაყოფად არ არსებობს მოტივი –  ამ მოსაზრებას ეხმიანებიან თავად ზომიერი მუსლიმებიც. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისა სიძულვილი და მკვლელობა არ არის რელ იგიის საწყისი, სუნიტური სამყაროს რელიგიური სასწავლო ცენტრი, ალ-აჟარი წერს, რომ ძალადობა გაუმართლებელია, ალ-აჟართან ერთად ტერაქტი და ისლამური სახელმწიფოს მხრიდან გავრცელებული განცხადებები დაგმო 22 არაბული სახელმწიფოსგან შემდგარმა რეგიონულმა ორგანიზაციამ – „არაბულმა ლიგამ“. მაშინ, დასავლეთში ისმის კითხვა, თუ მუსლიმი საზოგადოების ნახევარზე მეტი თანხმდება იმაზე, რომ ტერორიზმი და ძალადობა დაუშვებელია, რატომ იღებს ისლამური სახელმწიფო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და რატომ საუბრობს ის მილიონობით ადამიანის სახელით.  დასავლეთში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ, თუმცა ისინი ამბობენ რომ ისლამური სახელმწიფო მალე ისე გამდიდრდება,რომ აღნიშნულ არაბულ სახელმწიფოებს სწორედ მისი ფულადი დახმარება დასჭირდებათ და ის დიდ გავლენას მათი საშუალებით მოიპოვებს.  ის ყოველდღე ნავთობის გაყიდვისგან 3 მილიონ დოლარს იღებს, აქვს სირიასა და ერაყში ნავთობის 15 საბადოზე კონტროლის უფლება. ვარაუდობენ, რომ   ISIS  მომავალში დაელოდება ყველა იმ საბაბს, რისი საშუალებითაც ის ტერორისტულ აქტებს განახორციელებს დასავლურ ქვეყნებში.

10906082_909568265741117_6641503600801286433_n„მე ვარ ჩარლი“ – ფოტო საპროტესტო აქციიდან ძალადობის წინააღმდეგ, პარიზი

 ამის პარალელურად,საფრანგეთში, ჟურნალი „ჩარლი ებდოს“ ახალი ნომერი გამოდის, სადაც მუჰამედის ახალ კარიკატურას თვალზე ცრემლი სდის და ხელში უჭირავს ქაღალდი, რომელსაც აწერია „მე ვარ შარლი“, საფრანგეთის გარდა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მოეწყო საპროტესტო გამოსვლები კარიკატურებით, წარწერებითა და შეძახილებით მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთს და მუსულმანურ სამყაროს ახსენებს, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ადამიანებს 21-ე საუკუნეში არ უნდა კლავდნენ.

previewჟურნალის ახალი კარიკატურა

ამ ჟურნალში დაიბეჭდა ქრისტიანული და სხვა რეილიგიის მიმართ ბევრი სატირული სტატია თუ კარიკატურა მაგრამ ამისთვის არავინ მოუკლავთ.

10933740_909568199074457_4605255612902666171_nსაფრანგეთში მცხოვრები მუსლიმი სწავლულების წარმომადგებელი პატივს მიაგებს 7 იანვრის ტერაქტში დაღუპულებს

საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმი სწავლულებისთვის რთულია ხაზი გაავლო ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლებასთან და რელგიის შეურაცხყოფასთან , თუმცა ისინი წერენ რომ წინასწარმეტყველი მუჰამედისთვის სატირულ ნახატებზე მეტად შეურაცხმყოფელია მისი სახელით ადამიანების ხოცვა.

10920937_909568209074456_4836088064111529565_n„არ გვეშინია“ – ფოტო საპროტესტო აქციიდან, პარიზი.

დასავლელი მეცნიერები თვლიან, რომ სანამ თანამედროვე მსოფლიოში რელიგიური თუ სხვა რადიკალიზმი იარსებებს იქამდე ჩათვლიან ISIS და მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციები იმას, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის, ადამიანთა სოციალური პრობლემებისთვისა და რელიგიის შეურაცყოფისთვის უდანაშაულო ადამიანების დახოცვა გამართლებულია. გავა წლები და  არამარტო საფრანგეთში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში  შეიძლება ყველა მცხოვრები მუსლიმის სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ წარიმართოს და  მოხდეს ისე, რომ მაგალითისთვის, ფრანგული „Charlie Hebdo”-სა და ესპანურ “El Juevas”-ში გამოქვეყნებულმა კარიკატურებმა რადიკალ მუსლიმებზე მტკინვეულად აღარ იმოქმედოს, თუმცა იმ თორმეტი ადამიანის სიცოცხლე, რომლებიც 7 იანვარს პარიზში ტერაქტს ემსხვერპლნენ   ვეღარასდროს დაბრუნდება. ასევე დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ისლამური სახელმწიფოს საზღვრებისა და ფინანსების ზრდის შეჩერება, რომელებიც პირდაპირპროპორციულად შეამცირებს უსაფრთხოების შეგრძნებას დასავლურ ქვეყნებში.

წყარო:CNN

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10736238_864104886954122_22249761_n

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

ჟურნალისტი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

10 years ago
,,გახსოვთ დაგპირდით, ყველას მოგინელებთ-თქო? ჯერ არ დამიწყია“ – თინა კანდელაკი 

,,გახსოვთ დაგპირდით, ყველას მოგინელებთ-თქო? ჯერ არ დამიწყია“ – თინა კანდელაკი 

4 years ago
გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არ უნდა გაიხსნას მეტრო

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არ უნდა გაიხსნას მეტრო

6 years ago
გიგი უგულავა: “აუცილებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს”

გიგი უგულავა: პრეზიდენტს ნაღმებით სავსე დოკუმენტისთვის ხელი არ უნდა მოეწერა

9 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by