• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ არის დღეს ყველაზე ეფექტური მინისტრი? – ექსპერტების მოსაზრებები

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
ვინ არის დღეს ყველაზე ეფექტური მინისტრი? – ექსპერტების მოსაზრებები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იწევს და მალე შესაძლოა უმაღელს ნიშნულს მიაღწიოს. რა, სად, როდის? ალბათ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი ქვეყანის ყველაზე ჭკვიან ექვსეულსაც კი გაუჭირდება. შეიძლება პოლიტიკა ამითაცაა საინტერესო, არასოდეს იცი რა მოხდება  დანამდვილებით, არასოდეს იცი ვინ იქნება შემდეგი. თავად პოლიტიკოსთა ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. მათ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე და მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი გააზრებული უნდა იყოს. თუმცა რამდენად გრძნობენ ისინი ამ პასუხისმგებლობას ეს ცალკე განხილვის თემაა. საქართველოს უახლოეს წარსულში, მინისტრთა კაბინეტში არაერთი ცვლილება მოხდა,ზოგი მოულონდელი და ზოგიც მოსალოდნელი. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მინისტრთა კაბინეტი და კიდევ რა ცვლილებებია მოსალოდნელი მათ შემადგენლობაში, აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს ექსპერტებმა – ირაკლი ზარქუამ, რამაზ საყვარელიძემ, აკაკი ცომაიამ, გვანცა გვიჩიამ  და ლალი ჩაგელიშვილმა. 

ZARQUირაკლი ზარქუა:  

„ამ წლების განმავლობაში მინისტრთა კაბინეტს უამრავი გამოწვევა ქონდა.  მთლიანობაში  დღევანდელი ხელისუფლების  მთავარი დამსახურება არის ის, რომ   გარემო უფრო ჰუმანური გახდა, ბიზნესი განთავისუფლდა სახელისუფლებო ტერორისგან, ხოლო  მედია სამთავრობო ზეწოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ  უამრავი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა  ეკონომიკა,  ეს ის აქილევსის ქუსლია ამ მთავრობისთვის, რომელსაც ჯერ-ჯერობით თავს ვერაფრით  ართმევს. აქ იგულისხმება, როგორც უმუშევრობის პრობლემა, შემოსული ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში თუ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ეკონომიკასთან ერთად, ასევე მნიშნელოვანი ხარვეზებია  ე.წ  სამართლიანობის აღდგენის კუთხით.  ათი ათასობით ადამიანი ისევ ამაოდ ელოდება სიმართლის დადგენას. თუმცა ობიექტურობისათვის , უნდა ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლებას ისევ ძველი რეჟიმის ხელშია. ძალიან დიდ ხარვეზად  მიმაჩნია ამ მთავრობისთვის ნეპოტიზმის პრობლემა, რაც აშკარაა.  ასევე არაკომპეტენტური პირების დანიშვნა სხვადასხვა წამყვან სპეციალობებზე. ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევებისა თუ ჩავარდნების მიუხედავად, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ახალი ხელისუფლების მუშაობა. მე  მაინც ვისურვებდი,  რომ მთავრობას მეტი ძალისხმევა და ყურადღება მიემართა  ეკონომიკის განვითარებისკენ . მინისტრთა კაბინეტიდან, ალბათ გამოყოფის ღირსია ჯანდაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო . მან  მართლა ღირსეულად გაართვა თავი საყოველთაო დაზღვევის რთულ პროგრამას საქართველოში. ახალი მონაცემებით თუ არ ვცდებისაქართველოს  2 მილიონზე მეტი  მოქალაქე არის რეგისტრირებული ამ პროგრამაში. ძალიან მნიშელოვანი იყო ასევე  C -ჰეპატიტის  პროგრამა, „სოფლის ექიმის პროგრამა“, ასევე ახალი სპეც.მანქანებით აღჭურვა ცალკეული სოფლებისა თუ ქალაქების საავადმყოფოების და ა.შ.

მთავრობიდან ასევე  გამოვყოფდი ენერგეტიკის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს – კახი კალაძეს. მისი მოსვლის შემდეგ  უფრო გამარტივებული და ლიბერალური გახდა საინვესტიციო პროექტების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში. ელექტროენერგიაზე  და ბუნებრივ აირზე  ტარიფები  გაიაფდა.  მოხდა  უშუქო სოფლების ელექტროენერგიით  მომარაგება, ასევე გაზიფიცირება და გამრიცხველიანება.  ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს შექმნას ელექტროენერგიის დამატებითი წყაროები შიდა რესურსებიდან, რათა საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ელექტროენერგიის დეფიციტის  პრობლემა ზამთარში. ამისთვის უკვე რამოდენიმე ჰესიც კი აშენდა  და წინ არის  ასევე მასშტაბური ხუდონჰესისა თუ  სხვა მნიშვნელოვანი ჰესების პროექტებიც. მე  გამიხარდებოდა თუ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო მეტ ყურადღებას დაუთმოდა ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებას, როგორიც არის  ქარის და მზის ენერგიის ხარჯზე ელექტროენერგიის მიღება. დანარჩენ მინისტრებს და სამინისტროებს მნიშნელოვანი ჯერ არაფერი შეუქმნიათ, რომ აღნიშვნის ღირსი იყოს.  არც ეკონომიკის სამინისტროს, არც ფინანსთა და მითუმეტეს ძალოვან სამინისტროებზე ლაპარაკიც ზედმეტია… ცვლილებები  კვლავ შეიძლება მოხდეს მინისტრთა კაბინეტში და ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. მთავარია მოხდეს ღირსეული და პროფესიონალი კადრებით ჩანაცვლება. რაც შეეხება პრეიმიერს, მიუხედავად მისი ასაკისა და გამოცდილებისა, მაინც მგონია , რომ დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს მისი მოღვაწეობა.მას არაორდინალურ გარემოში უწევს მუშაობა. ვგულისხმობ საშინაო და საგარეო გამოწვევებს, რაც ბუნებრივია იოლი არ არის. მთავარია, მან მოახერხოს ახალი ქმედ-უნარიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ინიციატივიანი და უფრო შედეგზე ორიენტირებული იქნება.“

sayvarelidze ramaziრამაზ საყვარელიძე:

„ალბათ ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის მუშაობა კრიტიკულად არის შესაფასებელი, რადგან საზოგადოებაში არის  უკმაყოფილება  სამართლიანობის  აღდგენის დაბრკოლების თუ ლარის კურსის დაწევის გამო. რაც შეეხება ცალკეული მინისტრების შეფასებას, ამის არც კომპეტენცია გამაჩნია და არც სურვილი.  მე არანაირი ინფორმცია არ მაქვს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებეის შესეხებ. პრემიერ–მინისტრ ირაკლი  ღარიბაშვილის მუშაობას კი ვაფასებ დადებითად. უფრო მეტ დეტალებში შესვლა არ მსურს. არ მინდა რაიმე პროგნოზების წინასწარ  გაკეთება.“

10707826_843654398999171_780817482_oაკაკი ცომაია:

„მთავრობის მუშაობას ვაფასებ მკვეთრად  უარყოფითად, რადგან  სახეზეა არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი. გარდა ამისა, არაკოორდიირებული ქმედებები მთავრობის წევრებს შორის. არ იგრძნობა, რომ მთავრობა წარმოადგენს ერთიან ორგანიზმს. ასევე, სახეზეა ნეპოტიზმის მაღალი მასშტაბები, საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ფლანგვა და ყველაფერთან ერთად პრემიების დიდი ოდენობა, რომელსაც მთავრობის წევრები დაუმსახურებლად იღებენ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მინისტრი ეფექტურია. ხოლო არაეფექტურ მინისტრებს შორის, ყველაზე არაეფექტურია მთავრობის ეკონომიკური გუნდი და განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრი. ასევე, ძალზე არაეფექტურები არიან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები. ჩემი აზრით, მთავრობა ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს და  ბუნებრივია, პრემიერ–მინისტრი უნდა შეიცვალოს. კიდევ რა ცვლილებები  მოხდება,  ამის შესახებ პროგოზს ვერ გავაკეთებ.“

gvanca gvichiaგვანცა გვიჩია:

„მე შევაფასებ მინისტთა კაბინენეტის ეკონომიკურ გუნდს, მათ  საკმაოდ კარგი შედეგი აქვთ. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, მათი პროექტები, რომლითაც სუბსიდირდება ბიზნეს ერთეულებისათვის მოზიდული სესხებისა და  საპროცენტო განაკვეთის ლიზინგი. ამასთანავე წარმატებით ხორციელდება კოოპერატივების გამსხვილების პროექტიც, თუმცა სასურველია, რომ კომუნიკაცია განსაკუთრებით რეგიონში არსებულ ბიზნესებთან, კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს.“

10696287_856914767660787_1802373537413741149_nლალი ჩაგელიშვილი:

„ბოლო ორი წლის მოვლენებმა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ ცხადყო, რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობა არაეფექტურია. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როცა არ განსაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები ეკონომიკაში. სწორედ ამ პრინციპების მიხედვით უნდა შემუშავებულიყო ქვეყნის განვითარების სტრატეგია და განხორციელებულიყო თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯები. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა სოციალურად დაცული საზოგადოების არსებობა. ეს კი ეკონომიკის რეალური სექტორის ამოქმედების და  ექსპორტის ხელშეწყობის შედეგად მიიღწევა. ჩვენთან კი სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა საარსებო მინიმუმის (რეალური მაჩვენებლის), პენსიების და სოციალურიად დაუცველი ფენების  პრობლემების მოგვარება; საარსებო მინიმუმი  დღეისათვის საქართველოში 150 ლარი(ოფიციალური მონაცემებით) რჩება;  იგივე  150 ლარია პენსიის მოცულობა, ხოლო დაპირებული 10 ლარის მატება კი, ჯერჯერობით არსად ჩანს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი ფენების პრობლემებს, ოჯახს რომელთაც 2 მცირეწლოვანი შვილი ყავთ და მიწურში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, თურმე შეიძლება შეუჩერდეს სოციალური დახმარება! ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა საერთაშორისო კვლევების შედეგად, ,,ბიგ მაკის’’ ინდექსის მიხედვით საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85% –მდე მიუახლოვდა.  ჩნდება კითხვა:  ასევე წარმატებული მაჩვენებელი გვაქვს შემოსავლების მიხედვითაც? თუ გავაანლიზებთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ბოლო 2 წლის მიხედვით, მოსახლეობის შემოსავლების დონე მსოფლიო მაჩვენებლის 50% -მდეც ვერ აღწევს . ვფიქრობ, დასკვნის გამოსატანად ესეც საკმარისია. საქართველოს მთავრობას დღეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაუჩინა ლარის კურსის ვარდნამ. ამ სიტუაციას მთავრობის გუნდის წევრები ერთხმად საგარეო ფაქტორებს მიაწერენ. ისინი ხმამაღლა, თვითკმაყოფილები აცხადებენ პრემიერთან შეხვედრაზე, რომ ეფექტურ ღონისძიებებს შეიმუშავებენ ექსპორტის, ტურიზმისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

პირველ რიგში პროფესიონალმა გუნდმა უნდა იცოდეს (და ეს მათ ძალინ კარგად იციან), რომ საგარეო ფაქტორები დამატებითი ფაქტორებია; საგარეო შემოსავლების ცვლილება ქვეყანაში მუდმივად იქნება,  მითუმეტეს მათი მკვეთრი კლება. სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ექსპორტის პოლიტიკის რეგულირების მიზნით, ექსპორტის წახალისების სტრუქტრის შექმნა. ჯერ ერთი, ეს დამატებითი ხარჯებია და ამ პირობებში არამგონია ასეთი ,,ფუფუნების’’ უფლება გვქონდეს .  მეორეც რომელ ექსპორტზეა საუბარია? ექსპორტი, რომელიც რეალურად არ არსებობს? საქართველოს საქსპორტო პოტენციალის განვითარებას მხარდაჭერა ჭირდება და არა რაიმე დამატებითი სტრუქტურების მხრიდან ხელშეშლა. მესამეც -ეს საკითხები საქართველოს სავაჭრო პალატის პრეროგატივაა და სადაა ამ დროს ეს უწყება თავის ფუნქციებით? ბოლოს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხი. გასარკვევია ინვესტიციები რა მიმართულებით განხორციელდება. როგორც უკვე აღვნიშნე, აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ რეალური ეკონომიკის(წარმოების) და საფინსო-საბანკო სფეროს რეანიმაცია. ტურიზმის განვითარება კი ძლიერი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყნებშია შესაძლებელი. მისი მულტიპლიკატორი ეკონომიკის საწარმოო სექტორია. ჩვენ უკვე გვაქვს მაგალითი ისეთი ქვეყნებისა (საბერძნეთი, კვიპროსი; მოსალოდნელი საფრთხეები ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთიში), რომელთა ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზე იყო  დაფუძნებული და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, გამოუვალ მდგომარეობაშიო აღმოჩნდნენ.  სწორედ იმიტომ, რომ მათ არ ქონდათ განვითარებული ეკონომიკა სხვა მიმართულებებით.

რომელიმე ერთეულ მინისტრის ეფექტურობა-არაეფექტურობაზე საუბარი არაკორექტული იქნება, რადგანაც მუშაობს გუნდი და თუ რაიმე შეცდომა იქნება დაშვებული ესეც გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. ჩვენს მთავრობას არაპროფესიონალ მინისტრების შემადგენლობაში ვერ დავადანაშაულებთ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. დღევანდელი სახელმწიფო მართვა რადიკალურიად განსხვავდება ადრინდელისგან. დღეს, საქმის მცოდნე პროფესიონალი ნიშნავს თავისუფალ, კრეატიულ, რისკიან ადამიანს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში სწორ, მყისეულ გადაწყვეტილებას ღებულობს.  რასაც ვერ ვხედავთ დღევანდელ მმართველობაში. ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს: არაპროფესიონალიზმი და/ან ერთპიროვნული სახელმწიფო მართვის გამო, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების არ არსებობა. დღეს ჩვენ პროფესიონალიზმის დეფიციტი მენეჯმენტის კუთხით გვაქვს.  რაც დღევანდელ ხელისუფლებას აკლია ესაა სწორი სახელმწიფო მართვის პოლიტიკა. ხშირ შემთხვევაში კი არასწორი დელეგირება; არაპროფესიონალიზმი გუნდის შიგნით სტრუქტურებში (დელეგირება მხოლოდ ფურცელზეა); კონტროლის მექანიზმის არ არსებობა, რაც მინისტრებსა და სამინისტროებს გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებლებს ვერ გახდის.ეკონომიკის ექსპერტები აანალიზებენ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. ისინი არ იძლევიან პოლიტიკურ პროგნოზებს. ამ სახის შედეგებს აყენებს მთელი საზოგადოება პროფესიულ წრეებთან ერთად. დემოკრატიის გზაზე ამის მოწმე ქართული საზოგადოება არაერთხელ იყო და ამის მომსწრეები ისევ ვიქნებით, თუ ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ არ შეიცვლება.“

 ანო მუქათარიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

09/15/2026
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება
ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

09/14/2026
„როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება…“ – რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა
ახალი ამბები

„როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება…“ – რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა

09/14/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026

საინტერესო

“რუსულ ხომალდს: “Иди на х*й!” როგორ გაიგე?” – კუნძულის გარნიზონი ოკუპანტებს არ დანებდა  

“რუსულ ხომალდს: “Иди на х*й!” როგორ გაიგე?” – კუნძულის გარნიზონი ოკუპანტებს არ დანებდა  

5 years ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „სუბუტექსი“ ამოიღო

8 years ago
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8 years ago
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

8 years ago

ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ...

მეტის ნახვაDetails
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

09/15/2026
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

09/14/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა 09/15/2026
  • “კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა 09/15/2026
  • „სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან 09/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by