• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„იაგოს ღვინო“ – რას წერენ ქართული ღვინის კომპანიაზე „Forbes“ და „The New York Times“?!

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„იაგოს ღვინო“ –  რას წერენ ქართული ღვინის კომპანიაზე „Forbes“  და „The New York Times“?!
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოსა და ქართული ვაზის ჯიშების ისტორია ერთმანეთთან  მყარად არის გადაჯაჭული. საქართველო  არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები უწყვეტად არის შემონახული. ძველი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასთან ერთად, ქართული მევენახეობა-მეღვინეობას შეუძლია ქვევრის ღვინითაც იამაყოს და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე.

 მცხეთის რაიონის, სოფელ ჩარდახში იაგო ბიტარიშვილი უკვე ათ წელზე მეტია ღვინოს აწარმოებს. მისი თქმით, ერთ წელიწადში დაახლოებით, წარმოებული ღვინის რაოდენობა 3000 ბოთლს აღწევს.  „იაგოს ღვინო“, დღესდღეობით, საქართველოს გარდა მსოფლიოს თერთმეტ ქვეყანაში იყიდება. მას ძირითადად რესტორნებში, ნატურალური ღვინის ბარებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში შეხვდებით. ღვინის განსხვავებული გემოს საიდუმლოც სწორედ ქვევრში მისი დაყენების ტექნოლოგიაა.

იაგო ბიტარიშვილის ვენახი ბიომეურნეობას წარმოადგენს. მიზეზი კი არის ის, რომ იგი ქიმიურ სასუქებსა და შხამქიმიკატებს არ იყენებს.

“თბილისი თაიმსს“  მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინის „იაგოს ღვინოს“ კომპანიის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ესაუბრა.

10961838_925584530806157_1590194649_n

რას წარმოადგენს ღვინის კომპანია „იაგოს ღვინო“ და როგორია მისი შექმნის ისტორია?

– ღვინის კომპანია „იაგოს ღვინო“ შეიქმნა 2003 წელს და მისი შექმნის ისტორიაც, სწორედ კომპანის დაარსების მიზანს უკავშირდება. ჩვენი მიზანი არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება. ეს ეხება, როგორც ვენახში ყურძნის მოყვანას, ისე მარანში ღვინის დაყენების პროცესს.  ყველაფერი უნდა  იყოს ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობაში.

როგორია ამ სეგმენტზე ქართული ბაზარი და რამდენად კომფორტულია თქვენი კომპანიისთვის?

– უნდა ითქვას, რომ ჩვენი  კომპანიის „იაგოს ღვინის“ პროდუქციის თითქმის 100 % გადის ექსპორტზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება  ადგილობრივი ბაზრის შეფასება, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ნატურალური ქვევრის ღვინის ბაზრის სეგმენტი საკმაოდ დინამიურად ვითარდება.

10965723_925585964139347_619037258_n

„იაგოს ღვინო“-ს საწარმო სად არის ტერიტორიულად  და საშუალოდ რამდენ ბოთლს უშვებს წელიწადში კომპანია, როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია იგი მომხარებლისთვის?

– მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში მდეობარეობს ჩვენი მარანი და ვენახი. წარმოება ძალიან ლიმიტირებულია ვინაიდან ჩვენ არ ვყიდულობთ ყურძენს, შესაბამისად მხოლოდ ჩვენი ვენახიდან მიღებული ყურძნისგან ვაყენებთ ღვინოს. ვენახის ფართობი  კი სულ 2 ჰექტარია,  აქედან გამომდინარე  წელიწადში დაახლოებით 3 ათასი ბოთლი ღვინო იწარმოება.

961495_925585960806014_1816865577_n

რა უპირატესობები აქვს თქვენს კომპანიას, სხვა კომპანიებთან შედარებით და რამდენი დასახელების ღვინოს უშვებთ?

– მე ვაწარმოებ ერთი დასახელების ღვინოს. ეს არის თეთრი , მშრალი, ჩინური ყურძნისგან დაყენებული ღვინო „ჩარდახი“. ღვინო ყენდება ქართული ტრადიციული წესით, ქვევრებში.

– კონკრეტულად ალბათ, ვერ ვიტყვი სხვა „მამებთან“ შედარებით, რა უპირატესობა აქვს ჩემს ღვინოს. ეს ალბათ ბიზნესში  უჩვეულო პასუხად ითვლება, მაგრამ ჩემთვის მთავარია ის, რომ  ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და რაც უფრო მეტად ვიხარჯები, მით უფრო მსიამოვნებს  ეს საქმე.

საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებში თუ იყიდება „იაგოს ღვინო“ და იყო თუ არა პრობლემებთან დაკავშირებული თქვენი ღვინის ექსპორტი, (კონკრეტულად რომელ ქვეყნებში იყიდება)?

 – როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროდუქციის თითქმის 100% გადის ექსპორტზე. პირველად ექსპორტი განხორციელდა 2006 წელს იტალიაში, პრობლემები არ შემქნია არასდროს. შემდეგ იტალიას მოჰყვა  ათი ქვეყანა: ინგლისი, საფრანგეთი, აშშ, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, სლოვენია, ბელგია და ჰოლანდია. სულ თერთმეტი ქვეყანა.

10979209_925584527472824_1221129216_n

როგორც ცნობილია, თქვენს ღვინოზე დაიწერა Forbes-ში და The New York Times-ში, როგორ გაიცნო მსოფლიომ თქვენი კომპანიის შესახებ და რას წერდნენ ცნობილი გამოცემები თქვენზე?

– Forbes– ში, იყო ასეთი სტატია „9 სასმელი,რომელიც უნდა გასინჯოთ 2015 წელს“, ამ სიაში მოხვდა ჩემი ღვინოც. რაც შეეხება, The New York Times-ს იქ, 52 ქვეყნის სია იყო გამოქვენებული, რომელშიც აუცილებლად უნდა იმოგზაურონ 2015 წელს. მათ შორის ჩემი მარნის მონახულებასაც ურჩევს სტატიის ავტორი ტურისტებს.

ამ სტატიებში საქართველოდან ასევე მოხვდა რამდენიმე ქართული ღვინო და ადგილი. ასეთი ავტორიტეტული გამოცემების მხრიდან აღიარება დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი წარმატებაა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ რჩევებს  მსგავსი გამოცემები უსაფუძვლოდ არ იცემიან. ეს არის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ გამოქვენებული სტატიები. მათი ავტორები პროფესიონალები არიან, რომლებიც არაერთხელ არიან ნამყოფი საქართველოში და შესაბამისად, დასკვნებიც ამის მიხედვით გამოიტანეს.

10965660_925586127472664_645058981_n

რა შეიგიძლიათ თქვათ კომპანიის სხვა წარმატებების შესახებ და რა იგეგმება მომავალში, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „იაგოს ღვინისგან“?

– კომპანია ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს ღვინის  ტურიზმის მიმართულებით, რის განვითარებასაც მომავალშიც აპირებს. ასევე დაგეგმილი გვაქვს  სხვადასხვა სიახლე, რომლის შესახებაც, უშუალოდ მათი განხორციელების პროცესში ვისაუბრებ.

რა არის თქვენი ღვინის უპირატესობა? რით შეიძლია განასხვაოს მომხმარებელმა სხვა ღვინოებისგან?

– უნდა ითქვას , რომ უახლოესი ისტორიის მანძილზე ღვინო „ჩარდახი“ იყო პირველი, რომელიც ქვევრში, ტრადიციული მეთოდით, ჭაჭის  ექვსთვიანი დაძველებით იქნა დაყენებული. მანამდე მომხარებელი სხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ჩინურ ღვინოს იცნობდა. იმას, რომ ეს საკმაოდ წარმატებული სიახლე იყო ამტკიცებს ისიც, რომ დღეს ანალოგიური მეთოდით უკვე რამდენიმე მარანი აწარმოებს ღვინოს.

ესაუბრა ნათია კეკენაძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
ახალი ამბები

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026

საინტერესო

გიგი უგულავა ბოდიშს იხდის

გიგი უგულავა ბოდიშს იხდის

12 years ago
კაბინეტში ერთი პირი მარწმუნებდა, რომ ჩვენც სამაგალითოდ დავისჯებოდით კლიპის გამო – გიორგი ქებურია

კაბინეტში ერთი პირი მარწმუნებდა, რომ ჩვენც სამაგალითოდ დავისჯებოდით კლიპის გამო – გიორგი ქებურია

9 years ago

ორჰან ფამუქი ტაბერნაკულის პრემიით დააჯილდოვეს

13 years ago
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7403 ლარი გახდა

9 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by