• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

3439ivanishvili005ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას მიაწერეს ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია “დემოკრატიის ჟანგბადის” შექმნა, რომელმაც ექსპერტებს CV-ების გაგზავნა მოსთხოვა.

“ეს ორგანიზაცია მე მომაწერეს და ატეხეს ამბავი, ივანიშვილი თავისუფალ სიტყვას ებრძვისო. ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! კრიტიკა უნდა აიტანონ. დღეს მეც ბევრი მაკრიტიკებს და მე თუ ვიტან, მათ რატომ არ უნდა აიტანონ?!”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა მის განცხადებას, რომლის თანახმად, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ კვლევა უნდა ჩატარდეს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან თქვა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ჰქონდათ კითხვები.
“ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა. 52-მა არასამთავრობომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, თითქოს მე სამოქალაქო სექტორის განადგურება მინდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ.

თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და `ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი `ნაციონალური მოძრაობისა” და “რუსთავი 2″-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა _ უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ _ არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის _ იქნება ეს `სიდა” თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია `ნაციონალური მოძრაობის” ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, თუმცა, იმ არასამთავრობოების გულშემატკივრებმა, რომლებიც თქვენ გააკრიტიკეთ, შეგახსენეს, რომ 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება `ქართული ოცნების” აქტივისტებს ავიწროებდა, ზემოხსენებული ორგანიზაციები მათ უფლებებს კბილებით იცავდნენ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის მადლობას იხდის.

“მადლობა ამისთვის. თუმცა, როდესაც ადრე ვინმეს კბილებით იცავდი, დღეს კი ცრუობ და ამაზე მიგანიშნებენ, ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვა. გვაქვს შეკითხვები და ამ შეკითხვებს არგუმენტირებულად დავსვამთ. მაგალითად, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა იქცევა და კრიმინალი გაიზარდა, ზოგიერთი, რომელიც, წესით, სულ სხვა საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ამ სიცრუეს ამყარებდა. ვიმეორებ, ყველას, ვინც მე დავასახელე, აქვთ უფლება, უყვარდეთ `ნაციონალური მოძრაობა”. თუმცა, ეს უნდა თქვან პირდაპირ და სასაცილოდ ნუ იხდიან თავს, როდესაც ამბობენ, თითქოს ივანიშვილი არასამთავრობოებზე ზეწოლას ახდენს. რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ და ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ და თუ ამას ვერ გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია “კვირის პალიტრის” დღევანდელ,  16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

10 years ago
ბაკურიანში პირველი აკვა-პარკი აშენდება

ბაკურიანში პირველი აკვა-პარკი აშენდება

11 years ago

“მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომ გივი თარგამაძის სახელზე ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, მეტსახელად “ბუღამ” რუსეთიდან გადმორიცხა თანხა. ბანკი არის “სულს ამოგხდით”

11 years ago
პატრიარქი – სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია – სიმაღლე, უბრალოებაში – სიდიადე, გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება

ილია მეორე – მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი, მაგრამ მწამს, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას

7 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by