• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მოთხოვნა პროვოცირებულია” – ნინო დობორჯგინიძე

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საზოგადოების ნაწილი სამეგრელოში მეგრულისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მეგრული არის ენა და მეგრელებს აქვთ ამის მოთხოვნის უფლება. „თბილისი თაიმსი“ ამ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა ენათმეცნიერს, საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს ტარიელ ფუტკარაძეს. ინტერვიუ გასული წლის 25 დეკემბერს გავიდა პორტალზე, რასაც საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს ტარიელ ფუტკარაძის კონკრეტულ განცხადებას მეგრულის შესახებ, რომელზეც იგი ინტერვიუში საუბრობს. „თბილისი თაიმს“-მა გადაწყვიტა მოესმინა  განსხავებული მოსაზრება. ჩვენ დავუკავშირდით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორს, ენათმეცნიერ ნინო დობორჯგინიძეს, რომელიც არ ეთანხმება ტარიელ ფუტკარაძეს პრინციპულ საკითხებში. გთავაზობთ ტარიელ ფუტკარაძის ინტერვიუდან ამონარიდს და ნინო დობორჯგინიძის განსხვავებულ მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით

maxresdefault

ქალბატონო ნინო, სამეგრელოში მოსახლეობის ნაწილი მეგრული ენისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია მათი მოთხოვნა?

– ვფიქრობ, რომ მეგრული ენისთვის ამ სტატუსის მოთხოვნა პროვოცირებულია. ეს საკმაოდ კარგად ნაცადი ხერხია. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, როცა რუსეთის იმპერიული გეგმა ამუშავდა და დაიწყო საქართველოს რუსიფიკაციის პროცესი. ეს უკანასკნელი მშვენივრად შეინიღბა განმანათლებლისა და მართლმადიდებლობის დამცველის იარლიყით: ერთმორწმუნეთა ქომაგს, თითქოს, ცივილიზაცია შემოჰქონდა მეზობელ ხალხებში და  ოციოდე მართალი გენერლის მეშვეობით უნდა გაენათლებინა ქართველები, ეს ერთი მუჭა ხალხი.

ქართველების ენობრივი დაქუცმაცების მეთოდიც მეცხრამეტე საუკუნიდან გადმოგვყვა  ერთმორწმუნეობისა და ორ ქრისტიან ერს შორის საუკუნეობრივი მეგობრობის  ფსევდორელიგიურ მითთან ერთად.  იმ დროს მეგრული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება და სასწავლო-საგანმანათლებლო თუ სხვა სფეროებში მისი დანერგვა, რუსეთმა ქართულის წინააღმდეგ  გამოიყენა, ქართულის პოზიციები შეასუსტა, მისი ალტერნატივა „გამოძებნა“ მეგრულის სახით; ეს უკანასკნელი კი უფრო იოლად ჩაანაცვლა  საკმაოდ ფართო ფუნქციური სფეროების მქონე გავლენიანი რუსულით.

fut

ტარიელ ფუტკარაძე: „მეგრლები, სხვა ქართველებთან ერთად არიან მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ქართულის შემქმნელები და არა -“უმწერლობო ენის” მქონე ხალხი (როგორც ამას ზოგი აცხადებს). ის, ვინც ქართული ენის ნაცვლად მეგრულს აცხადებს მეგრელთა დედაენად, სამეგრელოს ძირძველ მოსახლეობას ართმევს მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო კულტურის ქმნადობაში მონაწილეობის ისტორიას. ქართული სამწიგნობრო ენის  ზოგადქართული ენის – შექმნაში გამორჩეული წვლილი აქვთ მეგრელებს (ლაზებს); იოვანე ლაზით დაწყებული ანტონ ჭყონდიდელითა თუ გამსახურდიებით დამთავრებული, ამ კუთხის ქართველობა მრავალი საუკუნის მანძილზე ძერწავდა ქართულ სამწიგნობრო ენას. axaliშესაბამისად, მეგრელთა ისტორიული დედაენა, ეროვნული ენა არის ქართული ენა, მეგრული კი კუთხური მეტყველებაა, მეგრელთა მშობლიური დიალექტია, რაც შეეხება ენისა და კილოს გამიჯვნას: არ არსებობს უმწიგნობრო ენისა და კილოს გამმიჯნავი სანდო კრიტერიუმი. ქართულ ენა  ეკლესიის ენაა სულ მცირე 16 საუკუნეა, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიისა და ქართველთა სალიტერატური ენა, რომელიც უშუალო მემკვიდრეა აიეტის დროიდან მოყოლებული ქუჯ-ფარნავაზის ეპოქამდე არსებული საერთო ქართველური ენისა, ყველა ქართველის დედაენაა, რომლის ფონზე ქართველური კუთხური მეტყველებანი კილოდ კვალიფიცირდება მემატიენეებიდან მოყოლებული, ვიდრე რუსეთის იმპერიის ენობრივ-ეთნიკურ დივერსიამდე. დღეს ვიღაც გააზრებულად ცდილობს, “ევროპული ქარტიის” არსის გაყალბებით დააკანონოს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება.“

ქალბატონო ნინო, როგორ შეაფასებდით ტარიელ ფუტკარაძის ამ განცხადებას? თქვენ როგორ ფიქრობთ  მეგრული ენაა თუ ქართული ენის დიალექტი?

– „მეგრული არასამწერლობო ქართველური ენაა; ქართველური ენობრივი სამყარო ერთიანია და იგი მთელი ქართველი ხალხის საკუთრებაა; რუსეთი დღესაც წარმატებით იყენებს მეცხრამეტე საუკუნის მეთოდებს და ნებით თუ უნებლიეთ,  ჩვენც გვითრევს ამაში. მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მოთხოვნა პროვოცირებულია მეთქი, რომ ვთქვი ზემოთ, ამაში ჩვენი ხელიც ურევია. რამდენიმე წლის წინ სწორედ თქვენმა რესპოდენტმა, ბატონმა ტარიელ ფუტკარაძემ დაიწყო მტკიცება, რომ მეგრული და სვანური ენები კი არაა, დიალექტებიაო. eeeeeeeeeeeამით ბატონი ტარიელი და მისი ორი თანამოაზრე ენათმეცნიერი თითქოს ენობრივი დაქუცმაცების  საფრთხისგან იცავდნენ ქვეყანას, სინამდვილეში კი, ნებით თუ უნებლიეთ, სწორედ ამ საფრთხის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი. როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამეცნიერო წრეებში საყოველთაოდ გაზიარებული თეორია ამტკიცებს, რომ არსებობდა წინარექათველური ფუძეენა, რომლის დაშლის შედეგად მივიღეთ სამი ქართველური მონათესავე ენა: ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური (მეცნიერთა ერთი ჯგუფი მეოთხე ქართველურ ენად თვლის ლაზურს). ხანგძლივი ისტორიით და საერთო ეროვნული ცნობიერებით შეკრულ ერთობას, სამეცნიერო მეთოდოლოგიით მკაფიოდ დადასტურებულ მონათესავე ენებსა და ამ ენების მატარებელ ქართველობას ბატონმა ტარიელმა  სრულიად თვითნებურად შეუცვალა ენობრივი რუკა და შესთავაზა უსაფუძვლო, მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლებული თეორია, რომ მათი ენები, მეგრულ-ჭანური და სვანური, ენები კი არაა, დიალექტებია.

არ არის საჭირო ლინგვისტიკის და განსაკუთრებით სოციოლინგვისტიკის ცოდნა, დაკვირვებული კაცი ისედაც მიხვდება, რა დიდი საფრთხე იმალება საენათმეცნიერო საკითხებით ამგვარ მანიპულაციებში: მეგრელებსა და სვანებს, გარდა ერთიანი ეროვნული ქართული სალიტერატურო-სამწერლობო ენისა, ადგილობრივი არასამწერლობო ენებიც აქვთ და საერთო-ეროვნულ ქართულთან მათი თანაარსებობა არასდროს გამხდარა რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული. უცებ მათ უცხადებენ, რომ ეს თქვენი სიმდიდრე, მეგრული ან სვანური ენები, სინამდვილეში დიალექტებია და რომ ენებად ისინი საბჭოთა სპეცსამსახურებმა შერაცხეს. თუ გავითვალისწინებთ ენისადმი ამ ენის მატარებლის განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებას, იოლი მისახვედრია, რომ ამ ხალხს „ბუნებრივად“ გაუჩნდებოდა თავიანთი არასამწერლობო ენის დაცვის სურვილი.

unnamed

ამას დაემატა რელიგიური წრეების არამეცნიერული, არაკომპეტენტური და ხმამაღალი ჩარევა მეცნიერთა დისკუსიაში. საპატრიარქო არა ერთ-ერთი მონაწილის, არამედ არბიტრის ფუნქციით ჩაერთო კამათში. საპატრიარქოს ტელეგადაცემებით დაიწყო პროპაგანდა, რომ მეგრული და სვანური ენები კი არაა, დიალექტებია. საპატრიარქოს მიერ ხელდასხმულმა ტარიელ ფუტკარაძემ  საბჭოთა სპეცსამსახურების იდეების გამავრცელებლებად მონათლეს ის ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები, ვინც ქართველურ ენათა თეორიას ემხრობა. ამგვარი მიდგომა ნაყოფიერი საფუძველი გამოდგა ამ საკითხის პროვოცირებისთვის.

კიდევ ერთხელ, რომ მივუბრუნდე თქვენს კითხვას: მეგრული და სვანური ზეპირი ტრადიციის მქონე უაღრესად მდიდარი ქართველური ენებია. მათი კვლევა, დოკუმენტირება, არასამწერლობო ქართველური ენობრივი სამყაროს სამწერლობო ქართულზე  გადმოტანა, ენათმეცნიერების საშური საქმეა. სწორედ ასეთი მიდგომა აგვარიდებს ყოველგვარ საფრთხეს და მყარი სამეცნიერო არგუმენტებით გვაჩვენებს, რომ ქართველთა თვითშეგნება, იქნება ეს ეროვნული თუ კულტურული, მონოლითური, ერთიანია როგორც სამწერლობო, ისე არასამწერლობო ქართველური ენების დონეზე.

სამწუხაროდ, ჩვენ არა მარტო ჩამოვრჩით ამგვარ  კვლევებს ქართველურ ენათა გამომსახველობითი მონოლითურობის ძიების თვალსაზრისით, ჯერ-ჯერობით დაუსაბუთებულ ახირებებსა და ფობიებსაც კი ვერ გავცდით; მეთოდოლოგიური საფუძვლებით გამყარებულ დისკუსიებს რელიგიური ავტორიტეტების მოშველიებას  და მეცნიერების საეჭვო პოლიტიზებას ვამჯობინებთ.

            რას ვიზამთ, მძიმეა საბჭოთა მემკვიდრეობა…

          „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“ (რუსთველი).“

 

 იხილეთ ტარიელ ფუტკარაძესთან ინტერვიუ სრულად

 http://www.ttimes.ge/archives/31222

მასალა მოამზადა

თამარ გვირჯიშვილმა

Share4Tweet3

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

დასაქმების მიმართულებით ახალი მიდგომები დაინერგება

დასაქმების მიმართულებით ახალი მიდგომები დაინერგება

11 years ago
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

3 months ago
IFAD-ის „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი” დასრულდა

IFAD-ის „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი” დასრულდა

11 years ago
ჯანსაღი პოპსები დიდებსა და პატარებს

ჯანსაღი პოპსები დიდებსა და პატარებს

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by