• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: აშშ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ემზადება – ევროპა რუსეთის პირისპირ მარტოა

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
CNN: აშშ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ემზადება – ევროპა რუსეთის პირისპირ მარტოა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15 თებერვალს მინსკში 16 საათიანი მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.  აშშ-ს წარმომადგებლებმა შეთანხმებასთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართეს, სადაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, სიტუაცია მაინც არასტაბილურია. კანცლერი გამოეხმაურა ქალაქ დებალცოვში  არსებულ დაძაბულ სიტუაციას.

11014777_930273773670566_926302093_nმინსკი, 12 თებერვალი

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ აშშ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს იმ პროცესებში, რომელიც დღეს ევროპაში არსებობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ, თებერვლის დასაწყისში ბარაკ ობამამ გააკეთა, სადაც ის ამბობს რომ: „უკრაინაში არსებული სიტუაცია აზარალებს ევროპას და ნახევარ მსოფლიოს, ამის მიუხედავად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება საჭირო აშშ-ს მხრიდან სამხედრო ჩარევა ამ პროცესებში. ევროპამ ეს პრობლემა ჩვენ  გარეშე უნდა მოაგვაროს და დარწმუნებული ვარ, ის ამას შეძლებს“. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღეს აშშ-ს ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილია ე.წ ისლამური სახელმწიფოსკენ. დასავლელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ პროცესებით რაც დღეს უკრაინაში ხდება, რუსეთი ცდილობს აშშ-ს გამოწვევას, მას ევროპის არ ეშინია და სურს მწვავე დიპლომატიურ ომში ჩაითრიოს აშშ. თუმცა ამ უკანასკნელს ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ქვეყნის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის უდანაშაულო ხალხის დაცვა აღმოსავლეთში. ის ამბობს,რომ აშშ დღეს ისე, როგორც არასდროს დაიწყებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ექსტრემიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ ამერიკა ებრძვის ტერორისტებს და არა ისლამს, რელიგიას  რომელსაც თავად ტერორისტები ამახინჯებენ.  ობამას განცხადებიდანვე გახდა ცნობილი, რომ პენტაგონი ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად 1200 სირიელი მებრძოლის გაწვრთნას დაიწყებს.

11018143_930273787003898_146754480_o

„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში ისლამთან, ჩვენ ვართ ომში ადამიანებთან,რომლებიც ისლამს ამახინჯებენ. არავინ შეიძლება გახდეს ეჭვმიტანილი მხოლოდ მისი რელიგიის გამო. ტერორისტებს არ უნდა მივანიჭოთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ისინი ეძებენ. დაუშვებელია რელიგიისადმი კუთვნილება ადამიანზე მეთვალყურეობის საბაბი გახდეს და მუსლიმ ამერიკელებთან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სამართალდამცველების საქმიანობასთან იყოს გაიგივებული“, – ნათქვამია ობამას განცხადებაში.

11014692_930273780337232_1442025367_n

დასავლური გამოცემები წერენ, რომ აშშ-ს გამოწვევა და მისი ჩაბმა ამ ომში  ძალიან რთული იქნება. აშშ საკმარისად ძლიერია რუსეთზე, რომელიც იზოლირებულია ევროპის მიერ, ის ვერ შეძლებს პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე ისედაც დაძაბული ურთიერთობის გამწვავებას. ამ ყველაფრის პარალელურად რუსული საინფორმაციო სააგენტოებში წერენ, რომ ამერიკა და რუსეთი ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დგანან. მათი აზრით, ამ პროცესს ამწვავებს  რუსეთის საზღვრებთან მიახლოებული ნატოს ჯარები. რუსი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ ნეკონოვი წერს, რომ ამერიკას არ სურს რუსეთის ძლევამოსილების აღიარება, ამის საილუსტრაციოდ იგი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. მისი აზრით,  ეს ამერიკისთვის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.

„ნატო ყოველდღე უფრო და უფრო უახლოდვება რუსეთის საზღვრებს და ეს ფაქტი დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს. ამერიკას რუსეთთან პირდაპირი ომის გამოცხადების ეშინია. ამას ის უკრაინის მეშვეობით აკეთებს“ – წერს ნეკონოვი.

11004409_930273777003899_1528495500_n

ამერიკული კომპანიის Gallup-ის აზრით,  თუ ოფიციალურ ვაშინგტონს არ აშინებს რუსეთი და მისი პროვოკაციული განცხადებები, მოსახლეობაში იგივე აზრი არ შეინიშნება. ამერიკელები რუსეთს შეერთებული შტატების ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. 2 წლის წინ, ამერიკელების მხოლოდ 2 %-მა დაასახელა რუსეთი საფრთხედ, თუმცა როგორც კომპანია Gallup-ის კვლევები გვიჩვენებს  რუსეთ-ამერიკას შორის დაძაბულობის გაზრდის პარალელურად მაჩვენებელი 2014 წელს 7 %-ით გაიზარდა, წელს კი 18%-ს მიაღწია. კვლევის თანახმად, რუსეთს მოჰყვება ჩრდილოეთ კორეა 15%-ით, ხოლო ჩინეთისა და ერაყის საფრთხედ აღქმა გასულ წლებთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული. გამოკითხული მოსახლეობის  თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის რუსეთის სამხედრო ძალას კრიტიკული საფრთხე გააჩნია. ქვეყნის 70% რუსეთის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, 3 წლის წინ კი შედარებით უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ.

11004466_930273757003901_346090801_n

ობამამ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამწვავებასთან ერთად განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერდა უკრაინელ ხალხს და დაგმობდა რუსეთის საქციელს:

„რუსეთი არ არის ძლიერი და ამას ის ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს, იგი საერთაშორის კანონმდებლობას არღვევს და არ სცემს პატივს მეზობლებს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს და ყოველთვის გავაგრძელებთ დიპლომატურ ძალისხმევას. ჩვენს ინტერესებშია ის, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი ევროპასთან ერთად“. პრეზიდენტი ინდოეთში ვიზიტის დროსაც გამოეხმაურა ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლების განახლებას, განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ საერთოდ არ ვართ დაინტერესებული რუსეთის დასუსტებასა და მისი ეკონომიკის დანგრევაში. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და ყოველგვარი სამხედრო კონფრონტაციის გარდა ყველა ხელმისაწვდომი და დამატებითი ბერკეტი გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ“. აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველდღიურად აკეთებენ განცხადებებს, ერთ-ერთი ასეთი განცხადება სენატორმა დიკ დუბრინმა გააკეთა. მან ჩიკაგოში უკრაინის კულტურულ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას  თქვა, რომ რუსეთი აშშ-ს გამოცდას უწყობს და ცდილობს  მისი სიმტკიცის გატეხვას.

11004744_930273767003900_868413647_nსერგეი ნარიშკინი

ამ განცხადებების მიუხედავად, რუსეთი მზადყოფნას აცხადებს , რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი ნარიშკინი კი აცხადებს – „იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის, მინსკის ხელშეკრულება ძალას დაკარგავს და შეიცვლება დიპლომატიური პოლიტიკა არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ აშშ-სთანაც.” 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე  რუსეთი აგრესორ ქვეყნად მოიხსენიეს და საჯაროდ დაგმეს მისი პოლიტიკა უკრაინაში.

წყარო: cnn.com

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

Share1Tweet1

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

ლიზი ბუდაღაშვილი: მუსიკალურში ხშირად მესმოდა „რჩევები“, იქნებ, დამენებებინა მხატვრობისთვის თავი

ლიზი ბუდაღაშვილი: მუსიკალურში ხშირად მესმოდა „რჩევები“, იქნებ, დამენებებინა მხატვრობისთვის თავი

7 years ago
ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ხიდი წაიღო

ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ხიდი წაიღო

8 years ago
კიევში შინაგანი ჯარი და მომიტინგეები დაუპირისპირდნენ

კიევში შინაგანი ჯარი და მომიტინგეები დაუპირისპირდნენ

13 years ago
გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებთან ურთიერთგაგების სამი მემორანდუმი გააფორმა

გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებთან ურთიერთგაგების სამი მემორანდუმი გააფორმა

10 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by