• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10408001_817843794973365_5727903738920378985_nჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი, ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან – Microsoft-თან და ამით კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში თანამედროვე და ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ. “არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე მოიხმარდა პროგრამულ უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით ჩვენ, სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2010 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 95 პროცენტს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მართლაც საგანგაშო სიტუაციის გამოსწორება. ამიტომაც, დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს Microsoft-თან უახლესი პროდუქტების სათანადო ლიცენზირების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამები. ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება, მათი გაფართოება და ეფექტიანობა. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში მკვიდრდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლური სტანდარტები. “ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო ლიცენზირება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესს. როდესაც რეალურად იქნება დაცული ინტელექტუალური საკუთრება, ამას მოჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიების დინამიკური ეკოსისტემის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების განვითარებას”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ინტელექტუალური საკუთრების რეალურად დაცვა მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბიზნესს, გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ დღეს ბევრი ქვეყნისთვის ავტორიზაციის გარეშე პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული. “საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური სეგმენტის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ველოდებით, რომ გაიზრდება ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების დამკვიდრების ტემპიც. ამასთან ერთად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეიქმნება ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ეს წაახალისებს ჩვენს მოქალაქეებს, მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, დაეუფლოს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდეს ამ დარგის სპეციალისტი. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უცხოეთში მიდიან და იქ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ნაცვლად ამისა, მათ ეძლევათ შესაძლებლობა სარგებელი მოუტანონ საკუთარ ქვეყანას და მას მოახმარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ყოველივე ამასთან ერთად, ამ მემორანდუმის გაფორმება წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, დღეიდან იწყება თანამშრომლობა, რომელიც აუცილებლად იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. “როგორც მთავრობის მეთაურმა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გადავდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს, მათ შორის შემოვიღებთ საჭირო რეგულაციებსა და კანონებს, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ავტორიზაციის გარეშე კოპირება. დაბოლოს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერით იწყება ახალი ეტაპი, და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, გადადგმული თანამედროვე, დასავლური სტანდარტების დამკვიდრებისკენ ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

8 years ago
„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ…” – ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა

„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ…” – ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა

11 months ago
„მინდოდა, ოჯახის წევრები დამესაქმებინა“ – საბაუნის სტუდენტის წარმატება

„მინდოდა, ოჯახის წევრები დამესაქმებინა“ – საბაუნის სტუდენტის წარმატება

9 years ago
რა ვითარებაა ლილოში, სადაც ამ წუთებში ხანძარია

რა ვითარებაა ლილოში, სადაც ამ წუთებში ხანძარია

2 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by