“ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს,” – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” წევრმა, ანი მიროტაძემ, გააკეთა.
მიროტაძის თქმით, პარლამენტის ხარჯების შემცირება, სავარაუდოდ, შეეხება საწვავს ან სხვა ხარჯს.
მიროტაძის განცხადებით, “დანაზოგი ბევრი არ იქნება, მაგრამ, რაც იქნება, უნდა იყოს”.
პარლამენტი საკუთარი ბიუჯეტის შემცირებაზე მუშაობს. მთავრობის მიერ გამოცხადებულ ეკონომიის პროგრამას კანონმდებლებიც უერთდებიან. დეპუტატები უკვე იწყებენ ბიუჯეტის იმ მუხლების განხილვას, რომელთა შეკვეცის ხარჯზეც დაიზოგება სახსრები.