საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მერებთან, გამგებლებთან და გუბერნატორებთან ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც მერებს, გამგებლებსა და გუბერნატორებს ხვდება. პრემიერი გამოდის ინიციატივით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები 2-3 თვეში ერთხელ გაიმართოს. “მე მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ეს არის კარგი წამოწყება და ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ ყოველ ორ ან სამ თვეში ერთხელ შეკრებაზე, რათა ერთად განვიხილოთ, ერთიანი ძალისხმევით ვიმუშაოთ და ვიმსჯელოთ რეგიონებში წლების განმავლობაში დაგროვილ პროექტებზე”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს.














