დეპუტატებმა რეგისტრაცია მესამედ გაიარეს, თუმცა სასესიო დარბაზში მხოლოდ 41 დეპუტატი აღმოჩნდა, ქვორუმისთვის კი 76 დეპუტატის რეგისტრაცია არის საჭირო.
„ქვორუმი მესამედაც ვერ შედგა, რის გამოც პარტლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით დღეს საგანგებო სესია დანიშნა.
რიგგარეშე პლენარულ სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაეწრო.
Discussion about this post