• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ქუჩაშიც გამითენებია, ეზოებიც დამისუფთავებია, ჭურჭელიც დამირეცხავს“ – ირკლი თორელი – ქართველი ბოდიბილდერის ესპანური წარმატებები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა, საზოგადოება, სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

XXI საუკენის ადამიანების ერთ–ერთი მთავარი მისწრაფება ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ხდება. დღეს საქართველო ფიტნეს კლუბების სიმცირეს აღარ განიცდის. ადამიანებს შეუძლით დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით როგორც უნდათ, სადაც უნდათ და როცა უნდათ. ამბობენ ზედმეტი არაფერი არ ვარგაო, მითუმეტეს თუ ეს ზედმეტი კალორიებია. სასურველი „ფიგურის“ მისაღებად საჭიროა ყოველდღიური ვარჯიში, სწორი კვება და გააზრება იმისა, რომ ეს მხოლოდ გარეგნული სილამაზე არაა. ზოგისთვის ვარჯიში წესიერად ცხოვრებას ნიშნავს, ზოგისთვის კი ეს ცხოვრების წესია. ჩვენი საუკუნის ამ  ტენდენციას არც ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამოაკლდა. „თბილისი თაიმსი“ახალგაზრდა სპორტსმენს, ბოდიბილდერ – ირაკლი ტორელს ესაუბრა. დიდი ხანია, რაც ირაკლიმ ვარჯიში ცხოვრების წესად აქცია და მისი ცხოვრება სავარჯიშო დარბაზებისა და მოწყობილობების გარეშე ახლა წარმოუდგენელია. ის თავად არის ფიტნეს ტრენერი და ეხმარება ადამიანებს სასურველი შედეგის მიღწევაში. ჩვენ კი, კარგად მოგვეხსენება, რომ სასურველის მიღება არც ის მარტივია. ამისათვის საჭიროა შრომა, ენთუზიაზმი და რაც მთავარია მონდომება. ირაკლის კი არც ერთი მათგანი არ აკლია. მან ძალიან ბევრი დაბრკოლება გადალახა, რათა დღემდე მოსულიყო და წარმატებისათვის მიეღწია. მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თუ ადამიანს მთელი გულით სურს რაიმე, ის ამას აუცილილებლად მიაღწევს. უბრალოდ საჭიროა გვქონდეს მიზანი და გაგვაჩნდეს მოტივიაცია მიზნისაკენ სწრაფვისა. როგორ აღმოჩნდა ირაკლი ტორელი ესპანეთში, როგორ მიაღწია წარმატებას, რას ნიშნავს მისთვის ვარჯიში… ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგვიყევით თქვენს შესახებ მოკლედ?

– დავიბადე 1987 წლის 4 მარტს თბილისში, სადაც ვიცხოვრე 21 წელი. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტურიზმისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ამის მერე მალევე წამოვედი ევროპაში.

es aucileb;ad

გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?

– მყავს დედა, მამა და ძმა საქართველოში, რომლებიც 8 წელია არ მინახავს, თუმცა წელს აუცილებლათ ვნახავ. ისინი არიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები და  ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი ოცნებები ახდეს.

11039921_968884093144428_1258099734_n

თქვენი პროფესიით არ გიმუშავიათ?

– ჩემი სპეციალობით არ მიმუშავია არასოდეს, რადგან რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, იმის შემდეგ ესპანეთში ვცხოვრობ და სპორტს მივსდევ. ვთვლი, რომ ჩემი პროფესია ფიტნეს ტრენერობაა.

goi

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ესპანეთში წასვლა და რატომ?

– ყოველთვის ვთვლიდი, რომ საქართველოში ვერ შევძლებდი ჩემი თავის ბოლომდე რეალიზებას. ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას.

torelii

როგორ ააწყეთ ესპანეთში ცხოვრება, რამდენად მარტივად შეძელით საკუთარი ადგილის პოვნა და თავის დამკვიდრება?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან არ ვიცოდი არცერთი უცხო ენა. მქონდა ერთი პატარა წიგნი, ქართულ-ესპანური ლექსიკონი და 200 $. unnamed (1)მქონდა ძალიან ბევრი დაბრკოლება და პრობლემა, ამის შესახებ ჩემმა მშობლებმაც კი არ იციან დღემდე. გამითენებია ღამე ქუჩაში,  სასტუმროს ეზოც დამისუფთავებია, ჭურჭელიც გამირეცხავს, გაზონიც გამიკრიჭავს… მოკლედ არაფრის არ მრცხვენოდა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემებისათვის ფულის თხოვნა არ დამჭირვებოდა. აქ მცხოვრები ქართველებისაგან იყო შემოთავაზებები, მთავაზობდნენ მოპარვას, მეუბნებოდნენ, რომ სპორტსმენი ვიყავი და სწრაფად სირბილი შემეძლო და ა.შ. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ასეთი ხალხისაგან შორს დამეჭირა თავი და ისეთ ქალაქებს ვირჩევდი საცხოვრებლად, unnamed (3)სადაც ცოტა ქართველი ცხოვრობდა. თუ შემეკითხებოდნენ საიდან ვიყავი, არ ვამბობდი, რომ საქართველოდან. ვპასუხობდი, რომ ვიყავი იტალიელი თან გვარიც ხელს მიწყობდა (ტორელი იტალიური გვარიცაა) სახელი დავირქვი ჯორჯიო და ამათთვის ვიყავი ჯორჯიო ტორელი, რაც დღემდე შემომრჩა.

irakli toreliii

როგორ შეძელით საკუთარი სხეულის დამორჩილება და რა დრო დაგჭირდათ სასურველი შედეგის მისაღწევად?

– პრობლემებს როდესაც ვაწყდებოდი, ვიწყებდი ისტერიულ ვარჯიშს, სულ დავრბოდი, ვაკეთებდი აზიდვებს, პრესებს და ამით გამოვდიოდი მდგმარეობიდან. ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბოლოს უკვე ისე ვიყავი, თუ არ ვივარჯიშებდი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. unnamedვარჯიში მაძლევდა ძალას და დიდ ენერგიას. შემდეგ გადავწყვიტე, რაც მიყვარდა ის მეკეთებინა და დავიწყე სხვადასხვა ვარჯიშების შესწავლა. გავიარე ძალიან ბევრი კურსი, ტრეინინგები, ავიღე სერტიფიკატები, მოკლედ ვისწავლე ყველაფერი ვარჯიშის და სწორი კვების შესახებ. ვცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც ყველა მოწესრიგებული და მოვლილია, აქ თუ კარგად არ გამოიყურები, არავინ ყურადღებას არ მოგაქცევს, სულ ფორმაში უნდა იყო. თუ კარგად გამოიყურები, მაშინ ყველასათვის სასურველი ხარ. რაც შეეხება მიღწევებს, შარშან გავხდი მალაგას ჩემპიონი ფიტნესში. შემდეგ მიმიწვიეს ესპანეთის ჩემპიონატზე, სადაც სხვადასხვა ქალაქებში გამარჯვებულები ვიღებდით მონაწილეობას. მე მალაგას სახელით ვიყავი წარდგენილი და გავედი ნახევარფინალამდე, 10 საუკეთესოში მოვხვდი. ამ ყველაფერმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩემს მიმართ, მერე იყო ყურადღება ტელევიზიების მხრიდან, ასევე გადამიღეს რამდენიმე მუსიკალურ კლიპში. გავხდი ასე თუ ისე ცნობილი სახე, ყოველშემთხვევაში აქ ყველა მცნობს.

ikatooo

რამდენად დიდ დროს ატარებთ სავარჯიშო დარბაზში და დღეში ყველაზე ცოტა რა პერიოდს უთმობთ ვარჯიშს?

– გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ადამიანს ვავარჯიშებ, ისეც მომხდარა დღეში 7 საათამდეც მივარჯიშია. თუმცა ვცდილობ კვირაში 2–ჯერ მაინც დავისვენო, რადგან ყოველდღე თავდაუზოგავი ვარჯიში არ არის კარგი. ge

რამდენად მნიშვნელოვანია ბოდიბილდერისათვის სწორი კვება და ძირითადად როგირია თქვენი კვების რაციონი?

– სწორი კვების გარეშე, ვერანაირი ვარჯიშით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, აუცილებელია ეს ყველაფერი იყოს ერთმანეთთან კომბინაციაში. ვცდილობ, რომ მოვერიდო ქიმიურად გამოყვანილ საკვებ დანამატებს, პროტეინებს, ძირითად ნატურალურსა და ბუნებრივს ვიღებ ყველაფერს.

ikat

წარმატების მისაღწევად რაზე მოგიწიათ უარის თქმა და რამდენად დიდ სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული?

– მომიწია უარი მეთქვა სხვადასხვა გემრიელ კერძებზე, სასმელებზე, გართობაზე… ეს სფერო მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და მონდომებას, აგრეთვე ნებისყოფას. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობ, სადაც ყველა გართობაზეა ორიენტირებული.

esec

ეხმარება თუ არა ვარჯიში ადამიანებს არა მხოლოდ  ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში?

– ვარჯიში, რომ არა, დღეს მე ან საგიჟეთში ვიქნებოდი ან საერთოდ არ ვიქნებოდი. თქვენ, როგორც ვიცი, ასევე ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული, რამდენად სერიოზულია ეს გატაცება და როდის დაინტერესდით ამ საქმიანობით? – დიახ, თავისუფალ დროს მიყვარს ლამაზ გოგონებისა და ბავშვებისათვის სურათების გადაღება. უკვე 5 წელია რაც ეს საქმიანობა ჩემი ჰობი გახდა.

georg

თქვენის აზრით, საქრთველოში რამდენად არის სპორტის ეს მიმართულება განვითარებული და თუ გაქვთ ქართველ ბოდიბილდერებთან ურთიერთობა?

– საქართველოში მაქვს ფიტნეს კლუბი, რომელსაც დედაჩემი და ჩემი ძმა ხელმძღვანელობენ. მათგან ვიცი, რომ ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა ფიტნეს დარბაზებზე, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მინდა, რომ ქართველებისათვის სპორტი გახდეს ცხოვბრების განუყოფელი ნაწილი, როგორც დილით ვიღვიძებთ და ხელ-პირს ვიბანთ, ასევე დღის განმავლობაში ყველამ უნდა ივარჯიშოს 1 საათი.

es axalia

რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

– წარმატების მისაღწევად მთავარია მიზნის დასახვა, შემდეგ ამ მიზნისთვის ბრძოლა და შრომა. ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, მთავარია მონდომება.

toreliiiiiiiiiii

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში? 

– ჩემი სამომავლო გეგმაა, მქონდეს ისეთი ფიტნეს ცენტრი, სადაც იქნებიან არა მარტო ფიტნეს ინსტრუქტორები, არამედ ფსიქოლოგებიც.unnamed (2) ისინი იმუშავებენ ადამიანების მოტივირებაზე და ეყოლებათ სრული კონტროლის ქვეშ. მე მაქვს ჩემებური ვარჯიშის მეთოდი, ჯერ ვმუშაობ ადამიანის მოტივაციის ამაღლებაზე და შემდეგ ვავარჯიშებ მათ. ჩემი მოვარჯიშეები მყავს სრული კონტროლის ქვეშ. თუ ვხედავ, რომ შედეგი არ აქვთ, ხშირად სახლშიც დავდგომივარ მოულოდნელად და მათ მაცივრებში, რაც კი ზედმეტ კალორიული პროდუქტები მინახავს გადამიყრია. 

11063008_968883723144465_545246919_n

არ აპირებთ დაბრუნებას და როგორი დამოკიდბეულებით ხართ საქართველოზე? – სამომავლოდ ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა არა სამუდამოდ.

მინდა ჩემს ფიტნეს კლუბში ვარჯიშების ჩატარება. მინდა გავაცნო ჩემი პროგრამა ჩემთან მომუშავე ინსტრუქტორებს და თუ დაინტერესდებიან, მათთან ერთად დავნერგო ახალი სავარჯიშო სისტემა.

https://www.youtube.com/watch?v=c8IA6I2D1hM

https://www.youtube.com/watch?v=N9_Yjbvf0us

ესაუბრა ანო მუქათარიძე

10847098_10204251537627093_1033009644_n

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In